ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- პიურე ბოსტნეულით 1954 გერბერი - Gerberგანსაკუთრებული ფასი 2,80 GEL რეგულარული ფასი 5,60 GEL
- Gerber - გერბერი რძიანი ფაფა მოცვი და ბანანი 2711განსაკუთრებული ფასი 5,95 GEL რეგულარული ფასი 11,90 GEL
- Gerber - გერბერი რძიანი ფაფა ვაშლი და ჟოლო 2681განსაკუთრებული ფასი 5,95 GEL რეგულარული ფასი 11,90 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პიურე რისონის მაკარონი 250 გრ. 3781განსაკუთრებული ფასი 8,33 GEL რეგულარული ფასი 11,89 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი მარწყვი 120 გრ. 4924განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- მოცხარისა და წაბლის ორცხობილა 80 გ 4672 გუდ გოუტი - Good Goutგანსაკუთრებული ფასი 12,61 GEL რეგულარული ფასი 18,02 GEL
- Optima 2 400 გ 0325 ბეიბი ბიო - Baby Bioგანსაკუთრებული ფასი 38,16 GEL რეგულარული ფასი 44,90 GEL
- პიურე მსხალი 9657 გერბერი - Gerberგანსაკუთრებული ფასი 2,25 GEL რეგულარული ფასი 4,50 GEL
- ფაფა შვრია და ბანანი 4182 ჰიპოპო - Gipopoგანსაკუთრებული ფასი 1,32 GEL რეგულარული ფასი 2,65 GEL
- 1 რძის ნაზავი დაბადებიდან 5996 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 15,80 GEL რეგულარული ფასი 17,90 GEL
- 3 რძის ნაზავი 12თვიდან 6030 მალიუტკა - Maliutkaგანსაკუთრებული ფასი 16,95 GEL რეგულარული ფასი 19,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account