ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- BabyBio - ბეიბი ბიო CAPREA 2 რძის ნაზავი თხის რძით 800გ 0524განსაკუთრებული ფასი 116,99 GEL რეგულარული ფასი 137,64 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო CAPREA 1 რძის ნაზავი თხის რძით 800 გ 0517განსაკუთრებული ფასი 116,99 GEL რეგულარული ფასი 137,64 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი პეპტი გასტრო 1003განსაკუთრებული ფასი 42,24 GEL რეგულარული ფასი 49,70 GEL
- Nutrilon - ნუტრილონი PREMIUM 1 600გ 5577განსაკუთრებული ფასი 45,18 GEL რეგულარული ფასი 53,15 GEL
- პაუჩი ვაშლი მსხალი და ბანანი 4267 ჰიპოპო - Gipopoგანსაკუთრებული ფასი 2,17 GEL რეგულარული ფასი 3,10 GEL
- მრავალმარცვლოვანი ფაფა 4175 ჰიპოპო - Gipopoგანსაკუთრებული ფასი 1,32 GEL რეგულარული ფასი 2,65 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი ვაშლი და კომში 120 გრ. 7715განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი ვაშლი და ჟოლო 120 გრ. 1169განსაკუთრებული ფასი 7,14 GEL რეგულარული ფასი 10,20 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი ბანანი 120 გრ. 7241განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- Good gout - გუდ გოუტი ხილის პაუჩების ნაკრები 120 გრ. 4 ცალი 2753განსაკუთრებული ფასი 23,93 GEL რეგულარული ფასი 34,19 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პიურე ტკბილი კარტოფილი 120 გრ. 2 ცალი 4450განსაკუთრებული ფასი 9,24 GEL რეგულარული ფასი 13,20 GEL
- პიურე ვაშლი 9626 გერბერი - Gerberგანსაკუთრებული ფასი 2,25 GEL რეგულარული ფასი 4,50 GEL
- პიურე კენკრა 90 გ 9718 გერბერი - Gerberგანსაკუთრებული ფასი 2,25 GEL რეგულარული ფასი 4,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account