ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- HIPP - ჰიპი ფაფა რძიანი ბანანის 5512განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- HIPP - ჰიპი ფაფა მარცვლოვანი ბანანით და ვაშლით 803-01განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- ხილფაფა მსხალი ატამი და ბანანი 5550 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 1,95 GEL რეგულარული ფასი 3,90 GEL
- ხილფაფა ორგანული გარგარი და ბანანი 8261 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 3,71 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- ხილფაფა ორგანული ბანანი მსხალი და შვრია 8094 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 3,71 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა გარგარი და ბანანი 4200-01განსაკუთრებული ფასი 3,88 GEL რეგულარული ფასი 4,85 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა მსხალი, ბანანი და კივი 6 თვიდან 8527-02განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- Liebe - ლიბე ორცხობილა ვაშლი და ბანანი 160 გ 0904განსაკუთრებული ფასი 4,44 GEL რეგულარული ფასი 5,55 GEL
- Humana - ჰუმანა 5 სახეობის მარცვლეულის რძიანი ფაფა ბანანით 200გ 5542განსაკუთრებული ფასი 8,64 GEL რეგულარული ფასი 10,80 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ბანანი 4 თვიდან 4232-02განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ბანანი, ატამი და ვაშლი 4283-02განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- ხილფაფა ბანანი მანდარინი და მსხალი 6015 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 1,95 GEL რეგულარული ფასი 3,90 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა მრავალმარცვლიანი ხილით 4800-02განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- ხილფაფა ატამი და ბანანი 5567 ჰერო - Heroგანსაკუთრებული ფასი 1,95 GEL რეგულარული ფასი 3,90 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ვაშლი, ბანანი და წითელი ხილი 1 წლიდან 84000განსაკუთრებული ფასი 3,64 GEL რეგულარული ფასი 4,55 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ვაშლი და ბანანით 4210-03განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- Humana - ჰუმანა რძიანი ფაფა ძილინებისა ბანანით 200გ 5597განსაკუთრებული ფასი 8,64 GEL რეგულარული ფასი 10,80 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ბანანი და ატამი 4 თვიდან 4396განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account