ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- HIPP - ჰიპი მრავალმარცლოვანი ურძეო ფაფა წიწიბურით 30407განსაკუთრებული ფასი 7,68 GEL რეგულარული ფასი 9,60 GEL
- HIPP - ჰიპი ურძეო ფაფა მრავალმარცვალი 30405განსაკუთრებული ფასი 8,40 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- HIPP - ჰიპი ფაფა მარცვლოვანი ბანანით და ვაშლით 803-01განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 6,00 GEL
- HIPP - ჰიპი 2 6 თვიდან 2058-01განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 31,50 GEL
- HIPP - ჰიპი ურძეო ფაფა გოგრით 2897განსაკუთრებული ფასი 8,40 GEL რეგულარული ფასი 10,50 GEL
- HIPP - ჰიპი რძიანი ფაფა შვრიის ვაშლით ღამის 3331განსაკუთრებული ფასი 10,80 GEL რეგულარული ფასი 13,50 GEL
- HIPP - ჰიპი 2 მე-6 თვიდან 2059-02განსაკუთრებული ფასი 55,36 GEL რეგულარული ფასი 69,20 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ხილფაფა გარგარი ბანანი და ვაშლი 4 ცალი 0122განსაკუთრებული ფასი 11,80 GEL რეგულარული ფასი 16,86 GEL
- Picot - პიკო 3 800გ 5367განსაკუთრებული ფასი 49,46 GEL რეგულარული ფასი 65,95 GEL
- HIPP - ჰიპი ხილფაფა ქლიავი 4 თვიდან 4253განსაკუთრებული ფასი 4,24 GEL რეგულარული ფასი 5,30 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი კეისარ ბიფი 0328განსაკუთრებული ფასი 27,84 GEL რეგულარული ფასი 34,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი პრე 350გრ 8325 8325განსაკუთრებული ფასი 28,64 GEL რეგულარული ფასი 35,80 GEL
- Gerber - გერბერი რძიანი ფაფა მოცვი და ბანანი 2711განსაკუთრებული ფასი 8,33 GEL რეგულარული ფასი 11,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account