ბავშვის კვება

ბავშვის კვება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვილის სწორი განვითარებისა და ჯანმრთელობისთვის. ბავშვის კვების პროდუქტები, რომელსაც აქ აღმოაჩენ, განკუთვნილია, როგორც ჩვილებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. PSP.GE-ზე შეძლებთ შეიძინოთ 30–ზე მეტი ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი ფაფა, ხილფაფა, საბავშვო ორცხობილა, ურძეო ფაფა, რძის ნაზავი და დესერტები.
საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებითა და ტექსტურებით, რძის ნაზავი (ფორმულა) თუ მყარი საკვები უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას. ბავშვის საკვები შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. ეს ნივთიერებები აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით განვითარების საწყის ეტაპზე. ბავშვის კვების აქსესუარები კი, დაგეხმარებათ გააცნოთ ბავშვს ახალი გემოები.
მშობლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად, რაციონში მყარი საკვების თანდათანობით შემოტანა აუცილებელია ბავშვის მზაობისა და ალერგიის ნიშნების გათვალისწინებით. მრავალფეროვანი საკვებისა და ტექსტურის შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მრავალფეროვანი გემოვნური თვისებების გამომუშავებაში.
რძის ნაზავი
რძის ნაზავი, იგივე ფორმულა არის დედის რძის ალტერნატივა ჩვილებისთვის. ის ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რაც მნიშვნელოვანია ჩვილობის პერიოდში, ჯანსაღი ზრდის, იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის და კოგნიტიური განვითარებისთვის. ფორმულა იდეალური და საიმედო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ აქვს რძე ან ჩვილი არ იღებს დედის რძეს. PSP.GE–ზე იპოვი 170–ზე მეტი დასახელების რძის ნაზავს. ისეთი ბრენდები, როგორებიცაა სიმილაკი, ჰუმანა, ნანი და ჰიპი დაგეხმარება ბავშვის კვების რაციონის განსაზღვრაში.
მყარი კვება
ჩვილებისთვის მყარი საკვების დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპია მათ განვითარებაში. მყარი საკვები გვთავაზობს არომატების, ტექსტურებისა და საკვები ნივთიერებების უფრო ფართო სპექტრს, რაც ხელს უწყობს ჩვილების ზრდასა და გემოვნების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში ჩვილი გადადის უფრო მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებაზე. ეს ცვლილება ბავშვის გემოვნური თვისებების ჩამოყალიბებასთან ერთად, ავითარებს დამოუკიდებელი კვების უნარებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე ან ფორმულა რჩება კვების ძირითად წყაროდ პირველი წლის განმავლობაში, მყარი საკვების დანერგვას თანდათანობით შემოაქვს დამატებითი საკვები ნივთიერებები, მათ შორის, რკინა, თუთია და სხვა ვიტამინები. სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი საკვების შეთავაზებით, მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ჩვილებს შეიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და გემოვნება, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის გემოს რეცეპტორებზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ბავშვის კვებაზე ზრუნვა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან გადამწყვეტია მისი განვითარებისთვის. აღმოაჩინე ყველა საჭირო პროდუქტი PSP.GE-ზე. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Picot - პიკო 1 850 გ 5564განსაკუთრებული ფასი 48,76 GEL რეგულარული ფასი 60,95 GEL
- Picot - პიკო პიკოჯესტი 1 800 გ 7934განსაკუთრებული ფასი 57,56 GEL რეგულარული ფასი 71,95 GEL
- Picot - პიკო 1 800 გ 5343განსაკუთრებული ფასი 52,76 GEL რეგულარული ფასი 65,95 GEL
- Nan - ნანი სამმაგი კომფორტი 7904განსაკუთრებული ფასი 48,65 GEL რეგულარული ფასი 69,50 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო CAPREA 3 რძის ნაზავი თხის რძით 800გ 0531განსაკუთრებული ფასი 116,99 GEL რეგულარული ფასი 137,64 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო CAPREA 2 რძის ნაზავი თხის რძით 800გ 0524განსაკუთრებული ფასი 116,99 GEL რეგულარული ფასი 137,64 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო CAPREA 1 რძის ნაზავი თხის რძით 800 გ 0517განსაკუთრებული ფასი 116,99 GEL რეგულარული ფასი 137,64 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account