დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი მანგო 120 გრ. 4863განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი მსხალი და ატამი 120 გრ. 4887განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი ვაშლი და ლეღვი 120 გრ. 0148განსაკუთრებული ფასი 7,14 GEL რეგულარული ფასი 10,20 GEL
- Good gout - გუდ გოუტი პაუჩი ბანანი და გარგარი 120 გრ. 2760განსაკუთრებული ფასი 5,67 GEL რეგულარული ფასი 8,10 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა SPACE NIGHT N1 0666განსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,88 GEL
- Nuk - ნუკი ლატექსის მატყუარა NATURE N2 მწვანე 0607განსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,88 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა SPACE კატა 2882განსაკუთრებული ფასი 10,09 GEL რეგულარული ფასი 14,42 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა SPACE NIGHT N3 0635განსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,88 GEL
- საბავშვო მაკრატელი 1544 ლიონესი - Lionesseგანსაკუთრებული ფასი 5,48 GEL რეგულარული ფასი 10,95 GEL
- ჯიბის სავარცხელი 9975 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 5,97 GEL რეგულარული ფასი 11,95 GEL
- ჯიბის სავარცხელი 0549 ტარკო - Tarkoგანსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- Avent - ავენტი მკერდის საფენი 60 ცალი 0438განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Piave - პიავე საბავშვო კბილის ჯაგრისი ცხოველები 1821განსაკუთრებული ფასი 3,90 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Avent - ავენტი ჭიქა 9თ ბიჭი 1899განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 37,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა mini 0-2 თვე 8324განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Pampers - პამპერსი 13-18 კგ 52 ცალი 4346/8533განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Pampers - პამპერსი 11-16 კგ 60 ცალი 4747/8410განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Pampers - პამპერსი 6-10 კგ 82 ცალი 5085/8175განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 59,90 GEL
- Avent - ავენტი სარქველი AC 2926განსაკუთრებული ფასი 9,75 GEL რეგულარული ფასი 16,25 GEL
- EVY BABY - ევი ბეიბი ბავშვის საფენი 3-6 კგ 54 ცალი 3072განსაკუთრებული ფასი 12,59 GEL რეგულარული ფასი 20,99 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account