დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Minikoioi - მინიკოიოი სადილის ნაკრები Powder Grey N2 4377განსაკუთრებული ფასი 48,75 GEL რეგულარული ფასი 97,50 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი სადილის ნაკრები Bubble Beige N2 4438განსაკუთრებული ფასი 48,75 GEL რეგულარული ფასი 97,50 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი სადილის ნაკრები Woody Brown N1 3332განსაკუთრებული ფასი 43,88 GEL რეგულარული ფასი 87,75 GEL
- EVY BABY - ევი ბეიბი ბავშვის საფენი TWIN 11-25 კგ 30 ცალი 0219განსაკუთრებული ფასი 14,33 GEL რეგულარული ფასი 22,75 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა კურდღელი თეთრი 0263განსაკუთრებული ფასი 28,28 GEL რეგულარული ფასი 56,55 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარა სილიკონის Bubble Beige 4209განსაკუთრებული ფასი 12,68 GEL რეგულარული ფასი 25,35 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მატყუარას და მასაჟორის სამაგრი Dreamy Blue 2267განსაკუთრებული ფასი 13,65 GEL რეგულარული ფასი 27,30 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი მასაჟორი სილიკონის Powder Grey 0669განსაკუთრებული ფასი 13,16 GEL რეგულარული ფასი 26,32 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი წინსაფარი Mineral Blue 0317განსაკუთრებული ფასი 26,81 GEL რეგულარული ფასი 53,62 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი წინსაფარი Powder Grey 0683განსაკუთრებული ფასი 26,81 GEL რეგულარული ფასი 53,62 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი წინსაფარი Velvet Rose 1130განსაკუთრებული ფასი 26,81 GEL რეგულარული ფასი 53,62 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი ხილისა და ბოსტნეულის ნიბლერი 1642განსაკუთრებული ფასი 20,48 GEL რეგულარული ფასი 40,95 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი ჯამი თავსახურით Pinky Pink 0782განსაკუთრებული ფასი 26,80 GEL რეგულარული ფასი 53,60 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი ჯამი სილიკონის Pinky Pink 5602განსაკუთრებული ფასი 21,45 GEL რეგულარული ფასი 42,90 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი ჯამი სილიკონის Mineral Blue 5619განსაკუთრებული ფასი 21,45 GEL რეგულარული ფასი 42,90 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი თეფში დანაყოფებიანი ნაცრისფერი 0676განსაკუთრებული ფასი 30,23 GEL რეგულარული ფასი 60,45 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი თეფში დანაყოფებიანი Woody Brown 2458განსაკუთრებული ფასი 30,23 GEL რეგულარული ფასი 60,45 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი თეფში დანაყოფებიანი Deep Blue 4520განსაკუთრებული ფასი 30,23 GEL რეგულარული ფასი 60,45 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი თეფში ფაზლი Bubble Beige 3080განსაკუთრებული ფასი 34,13 GEL რეგულარული ფასი 68,25 GEL
- Minikoioi - მინიკოიოი ჭიქა სილიკონის Mineral Blue 1062განსაკუთრებული ფასი 14,63 GEL რეგულარული ფასი 29,25 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account