დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Picot - პიკო პიკოჯესტი 1 800 გ 7934განსაკუთრებული ფასი 53,96 GEL რეგულარული ფასი 71,95 GEL
- Picot - პიკო მეჯიქ მიქსი 350 გ 2766განსაკუთრებული ფასი 36,37 GEL რეგულარული ფასი 48,50 GEL
- Picot - პიკო 1 800 გ 5343განსაკუთრებული ფასი 49,46 GEL რეგულარული ფასი 65,95 GEL
- Jugavi - ჯუგავი სავარცხელი 1954განსაკუთრებული ფასი 9,42 GEL რეგულარული ფასი 18,84 GEL
- Canpol - კანპოლი სენსორული სათამაშო რგოლები - პირამიდა 79/103განსაკუთრებული ფასი 23,82 GEL რეგულარული ფასი 39,70 GEL
- Canpol - კანპოლი რძის ელექტრო გამოსაწველი 12/215განსაკუთრებული ფასი 142,26 GEL რეგულარული ფასი 237,10 GEL
- Canpol - კანპოლი ბოთლი 330 მლ. 59/205განსაკუთრებული ფასი 10,86 GEL რეგულარული ფასი 18,10 GEL
- Canpol - კანპოლი აბაზანის ბადე ნაცრისფერი 45741განსაკუთრებული ფასი 26,04 GEL რეგულარული ფასი 43,40 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი ბავშვის მზისგან დამცავი ლოსიონი SPF50+ 0880განსაკუთრებული ფასი 23,96 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 4 300 გ 3084განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 3 300 გ 3077განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-6 თვე P30 N2 1597განსაკუთრებული ფასი 14,94 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Dodie - დოძიე მკერდის საფენი ღამის S 30 ცალი 1376განსაკუთრებული ფასი 18,84 GEL რეგულარული ფასი 31,40 GEL
- Dodie - დოძიე ნაკრები RED RATTLE 1245განსაკუთრებული ფასი 35,85 GEL რეგულარული ფასი 59,75 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-2 თვე ლურჯი N2 1283განსაკუთრებული ფასი 16,62 GEL რეგულარული ფასი 27,70 GEL
- Dodie - დოძიე ბოთლი AC 0-6 თვე 150 მლ N1 6569განსაკუთრებული ფასი 14,94 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Dodie - დოძიე მატყუარა 0-6 თვე ანატომიური A99 1405განსაკუთრებული ფასი 17,52 GEL რეგულარული ფასი 29,20 GEL
- Dodie - დოძიე მკერდის დამცავი რძის კონტეინერი 4 ცალი 6477განსაკუთრებული ფასი 29,96 GEL რეგულარული ფასი 49,93 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account