დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- სველი ხელსახოცი BEBE 64 ცალი 5445 ლეა - Leaგანსაკუთრებული ფასი 2,97 GEL რეგულარული ფასი 5,95 GEL
- საბავშვო შხაპ-გელი 500 მლ 5854 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- ბავშვის დასაბანი 400 მლ 7539 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 12,57 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- ბავშვის მზისგან დამცავი რძე SPF50+ 125 მლ 1803 კლივენი - Clivenგანსაკუთრებული ფასი 17,97 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- ბავშვის ღრუბელი Mitt 9471განსაკუთრებული ფასი 4,47 GEL რეგულარული ფასი 8,95 GEL
- ბავშვის ღრუბელი 9280განსაკუთრებული ფასი 5,48 GEL რეგულარული ფასი 10,95 GEL
- Diapo-Care - დაიპო-ქეარი 40გრგანსაკუთრებული ფასი 16,55 GEL რეგულარული ფასი 20,69 GEL
- Pampers - პამპერსი სველი ხელსახოცი 52 ცალი 3 შეკვრა 7864განსაკუთრებული ფასი 13,65 GEL რეგულარული ფასი 19,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი CICA სტრიების საწინააღმდეგო ზეთი 4471განსაკუთრებული ფასი 46,65 GEL რეგულარული ფასი 93,30 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საბავშვო გამწმენდი გელი ტანი და თმა 0001განსაკუთრებული ფასი 18,25 GEL რეგულარული ფასი 36,50 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საბავშვო სველი ხელსახოცი 0032განსაკუთრებული ფასი 6,48 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის დამატენიანებელი რძე 500 მლ 2286განსაკუთრებული ფასი 41,65 GEL რეგულარული ფასი 83,30 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი დამატენიანებელი რძე 500 მლ 3450განსაკუთრებული ფასი 40,00 GEL რეგულარული ფასი 80,00 GEL
- Biolane - ბიოლანი ტანის კრემი დამატენიანებელი 0 თვიდან 250 მლ 5568განსაკუთრებული ფასი 30,56 GEL რეგულარული ფასი 50,94 GEL
- სახისა და ტანის დასაბანი baby 250 მლ 3243 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- ღრუბელი საბავშვო იხვი 0118 ბალმი - Balmyგანსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი საბავშვო ბამბუკი1499განსაკუთრებული ფასი 5,13 GEL რეგულარული ფასი 10,25 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი გამწმენდი გელი 2/1 ში 500 მლ 1906განსაკუთრებული ფასი 28,00 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account