დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- საკვების თერმოსი ციყვი 3460 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 65,40 GEL რეგულარული ფასი 109,00 GEL
- თერმომეტრის ნაკრები ვარდისფერი 9512 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 96,60 GEL რეგულარული ფასი 161,00 GEL
- ჩვილის ჰიგიენის ნაკრები ვარდისფერი 9510 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- ფრჩხილის ელექტრო ქლიბი 6089 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- უკონტაქტო თერმომეტრი 3897 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 95,40 GEL რეგულარული ფასი 159,00 GEL
- სტერილიზატორი 5808 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 139,20 GEL რეგულარული ფასი 232,00 GEL
- საბავშვო ჭურჭლის ნაკრები 6157 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- საბავშვო ჭურჭლის ნაკრები 6140 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- თერმული ბოთლი ციყვი 3453 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 42,60 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- თერმული ბოთლი ბაჭია 3460 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 42,60 GEL რეგულარული ფასი 71,00 GEL
- თერმოსი ციყვი 2623 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 37,80 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- საკვები თერმოსი ციყვი 3477 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 65,40 GEL რეგულარული ფასი 109,00 GEL
- თერმოსი მწვანე 500 მლ 4863 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- თერმოსი ბაჭია 2630 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 37,80 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- თერმოსი ვარდისფერი 500 მლ 4870 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- თერმული ბოთლი საწოვარათი 5907 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 41,40 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- ჰიგიენური ნაკრები ვარისფერი 5105 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- რადიო ძიძა Digitalk Luxe 4771 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 201,00 GEL რეგულარული ფასი 335,00 GEL
- ბოთლის გამათბობელი Warmyplus Digy 2050 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 117,00 GEL რეგულარული ფასი 195,00 GEL
- სასწორი Scaly Up 0414 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 205,80 GEL რეგულარული ფასი 343,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account