დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე N2 1625განსაკუთრებული ფასი 34,13 GEL რეგულარული ფასი 48,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე N2 2764განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე N2 2689განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18თ 2 ცალი 2470განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 9213განსაკუთრებული ფასი 23,63 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Nuk - ნუკი ლატექსის საწოვარა რძის-M 2 ცალი 8860განსაკუთრებული ფასი 6,80 GEL რეგულარული ფასი 9,71 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 3თვიდან 2ცალი 3055განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Nuk - ნუკი ბოთლი პოლიპროპილენის 300მლ + სილიკონის საწოვარა 0505განსაკუთრებული ფასი 15,88 GEL რეგულარული ფასი 22,68 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 1თ.2ც.8155განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-2თვე 2ცალი 8348განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 3381განსაკუთრებული ფასი 24,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა სილიკონის 0-3 თვე 2 ცალი 3019განსაკუთრებული ფასი 32,38 GEL რეგულარული ფასი 46,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 7211განსაკუთრებული ფასი 22,31 GEL რეგულარული ფასი 31,87 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა სილიკონის 2 ცალი 2975განსაკუთრებული ფასი 32,38 GEL რეგულარული ფასი 46,25 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე Ultra Soft 3652განსაკუთრებული ფასი 25,37 GEL რეგულარული ფასი 36,25 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა N2 8148განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 6+ თვიდან N2 5174განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 1+ თვიდან N2 5112განსაკუთრებული ფასი 19,25 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 1 ცალი 0581განსაკუთრებული ფასი 18,38 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტი მკერდის დამცავი 2 ცალი 7749განსაკუთრებული ფასი 27,30 GEL რეგულარული ფასი 39,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account