დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- ჰიგიენური საფენი მშობიარესთვის 10 ცალი 9058 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 6,36 GEL რეგულარული ფასი 10,60 GEL
- მკერდის საფენი 3D 60 ცალი 6864 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 17,40 GEL რეგულარული ფასი 29,00 GEL
- სტრიების საწინააღმდეგო შრატი 125 მლ 5005 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 19,50 GEL რეგულარული ფასი 39,00 GEL
- ძუძუთი კვების ნაკრები 1917 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 50,32 GEL რეგულარული ფასი 83,87 GEL
- Dodie - დოძიე მკერდის დამცავი რძის კონტეინერი 4 ცალი 6477განსაკუთრებული ფასი 29,96 GEL რეგულარული ფასი 49,93 GEL
- Dodie - დოძიე მცენარეული ლანოლინი მკერდის თავებისთვის 40 მლ 2915განსაკუთრებული ფასი 25,17 GEL რეგულარული ფასი 41,95 GEL
- Canpol - კანპოლი რძის მექანიკური გამოსაწველი 12/216განსაკუთრებული ფასი 40,08 GEL რეგულარული ფასი 66,80 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Atoderm ინტენსიური დამატენიანებელი ბალზამი 75 მლ 2083განსაკუთრებული ფასი 34,20 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი ზეთი 400 მლ 6764განსაკუთრებული ფასი 60,21 GEL რეგულარული ფასი 92,63 GEL
- Canpol - კანპოლი დვრილების დამცავი - პრემიუმი - პატარა - 2ც 18/602განსაკუთრებული ფასი 6,96 GEL რეგულარული ფასი 11,60 GEL
- SVR - ესვიერი Sun Secure რუჯის შემდგომი რძე 200 მლ 2580განსაკუთრებული ფასი 32,45 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Dodie - დოძიე მკერდის საფენი დღე S 50 ცალი 6019განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 42,50 GEL
- LUROPAS - ლუროპასი საორსულო ტრუსი თეთრი M 5227განსაკუთრებული ფასი 30,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- LUROPAS - ლუროპასი მეძუძურის ბიუსჰალტერი შავი XXL 0738განსაკუთრებული ფასი 23,56 GEL რეგულარული ფასი 58,90 GEL
- Canpol - კანპოლი რძის გამოსაწველი 12/205განსაკუთრებული ფასი 61,86 GEL რეგულარული ფასი 103,10 GEL
- Avent - ავენტი მკერდის საფენი 60 ცალი 5805განსაკუთრებული ფასი 20,00 GEL რეგულარული ფასი 40,00 GEL
- Canpol - კანპოლი ბიუსტჰალტერი მეძუძური დედებისთვის 80c 26/760განსაკუთრებული ფასი 25,56 GEL რეგულარული ფასი 42,60 GEL
- Avent - ავენტი მკერდის თერმო საფენი 2 ცალი 6947განსაკუთრებული ფასი 39,38 GEL რეგულარული ფასი 78,75 GEL
- Canpol - კანპოლი ჰიგიენური საფენი მშობიარესთვის 10 ცალი 73/003განსაკუთრებული ფასი 7,44 GEL რეგულარული ფასი 12,40 GEL
- Canpol - კანპოლი რძის კონტეინერი 180მლ 4 ცალი 12/204განსაკუთრებული ფასი 18,66 GEL რეგულარული ფასი 31,10 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account