დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- რძის ნაზავი სტანდარტ 2 5908 დანალაკ - Danalacგანსაკუთრებული ფასი 13,56 GEL რეგულარული ფასი 33,90 GEL
- რძის ნაზავი სტანდარტ 1 6790 დანალაკ - Danalacგანსაკუთრებული ფასი 13,56 GEL რეგულარული ფასი 33,90 GEL
- Picot - პიკო 1 850 გ 5564განსაკუთრებული ფასი 48,76 GEL რეგულარული ფასი 60,95 GEL
- რძის ნაზავი AR 400გ 0126 პლასმონი - Plasmonგანსაკუთრებული ფასი 17,95 GEL რეგულარული ფასი 49,90 GEL
- Picot - პიკო1 400 გ 7897განსაკუთრებული ფასი 29,56 GEL რეგულარული ფასი 36,95 GEL
- Picot - პიკო პიკოჯესტი 1 800 გ 7934განსაკუთრებული ფასი 57,56 GEL რეგულარული ფასი 71,95 GEL
- Picot - პიკო მეჯიქ მიქსი 350 გ 2766განსაკუთრებული ფასი 38,80 GEL რეგულარული ფასი 48,50 GEL
- Picot - პიკო 1 800 გ 5343განსაკუთრებული ფასი 52,76 GEL რეგულარული ფასი 65,95 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 2 პრებიოტიკი 300 გ 3060განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 4 300 გ 3084განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 1 300გ 3053განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Nestogen - ნესტოჯენი 3 300 გ 3077განსაკუთრებული ფასი 13,99 GEL რეგულარული ფასი 19,99 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 4-8 კგ 52 ცალი 5222განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Nuk - ნუკი ბოთლი სასწავლო FIRST CHOICE 2639განსაკუთრებული ფასი 25,37 GEL რეგულარული ფასი 36,25 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 10-15 კგ 38 ცალი 5253განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 11-16 კგ 34 ცალი 5260განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 9-14 კგ 40 ცალი 5246განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Picot - პიკო პიკოჯესტი 2 800 გ 7941განსაკუთრებული ფასი 57,56 GEL რეგულარული ფასი 71,95 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 2-5 კგ 60 ცალი 5215განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
- Canbebe - ქანბებე Botanical 6-10 კგ 48 ცალი 5239განსაკუთრებული ფასი 15,90 GEL რეგულარული ფასი 26,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account