დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- სველი ხელსახოცი 60 ცალი 0958 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 8,24 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
- ჩვილის შამპუნი 200 მლ 8627 ურიაჟი - Uriageგანსაკუთრებული ფასი 32,14 GEL რეგულარული ფასი 49,45 GEL
- შამპუნი სათუთი მოვლა 500 მლ 7460 ჯონსონს ბეიბი - Johnson's Babyგანსაკუთრებული ფასი 13,30 GEL რეგულარული ფასი 18,99 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ABC საბავშვო დამატენიანებელი 500 მლ 7218განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი გამწმენდი დამატენიანებელი კრემ-გელი 400 მლ 537315განსაკუთრებული ფასი 62,40 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი 400 მლ 8785განსაკუთრებული ფასი 54,92 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო ქაფი 40 მლ 1443განსაკუთრებული ფასი 3,47 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სველი ხელსახოცი Aqua 48 ცალი 0552განსაკუთრებული ფასი 5,48 GEL რეგულარული ფასი 7,30 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2914განსაკუთრებული ფასი 8,23 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო ქაფი კნუტი 40 მლ 1481განსაკუთრებული ფასი 3,82 GEL რეგულარული ფასი 5,45 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ABC საბავშვო დამატენიანებელი კრემი 45 მლ 1345განსაკუთრებული ფასი 26,00 GEL რეგულარული ფასი 52,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ABC საბავშვო lavante 1000 მლ 1543განსაკუთრებული ფასი 50,00 GEL რეგულარული ფასი 100,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა ABC საბავშვო დასაბანი გელი 1ლ 3618განსაკუთრებული ფასი 41,50 GEL რეგულარული ფასი 83,00 GEL
- სველი ხელსახოცი N65 9166 ონლემი - Onlemგანსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 3,00 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2938განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი Lavant 418778განსაკუთრებული ფასი 41,27 GEL რეგულარული ფასი 63,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account