დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- მკერდის საფენი N100 1564 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 29,40 GEL რეგულარული ფასი 49,00 GEL
- რძის ელექტრო საწველი ტუმბო 2 თავიანი 9976 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 335,97 GEL რეგულარული ფასი 559,95 GEL
- რძის ელექტრო საწველი ტუმბო 1 თავიანი 0956 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 203,97 GEL რეგულარული ფასი 339,95 GEL
- რძის გამოსაწველი მექანიკური 0003 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 76,16 GEL რეგულარული ფასი 126,94 GEL
- რძის გამოსაწველი ჰააკა 3025 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 35,97 GEL რეგულარული ფასი 59,95 GEL
- მკერდის დამცავი სილიკონის 20მმ 0765 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 17,97 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- მკერდის დამცავი სილიკონის 24მმ 0444 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 17,97 GEL რეგულარული ფასი 29,95 GEL
- მკერდის თერაპიის პაკეტები 3-1 7644 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 48,12 GEL რეგულარული ფასი 80,20 GEL
- მკერდის საფენი მრავალჯერადი 8 ცალი 2189 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 46,08 GEL რეგულარული ფასი 76,80 GEL
- მკერდის საფენი მრავალჯერადი 4 ცალი 1175 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 24,48 GEL რეგულარული ფასი 40,80 GEL
- მკერდის საფენი N60 1000 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 22,62 GEL რეგულარული ფასი 37,70 GEL
- მკერდის საფენი N24 1420 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- ძუძუს თავების ორგანული ბალზამი 56 გ 1991 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 28,32 GEL რეგულარული ფასი 47,20 GEL
- ლანოლინი 10 მლ 6074 ლანსინო - Lansinohგანსაკუთრებული ფასი 8,76 GEL რეგულარული ფასი 14,60 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი CICA სტრიების საწინააღმდეგო ზეთი 4471განსაკუთრებული ფასი 37,32 GEL რეგულარული ფასი 93,30 GEL
- Nuby - ნუბი მკერდის ტუმბო 1629განსაკუთრებული ფასი 59,73 GEL რეგულარული ფასი 99,55 GEL
- Dodie - დოძიე მკერდის საფენი დღე S 50 ცალი 6019განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 42,50 GEL
- Nuby - ნუბი მკერდის საფენი დღის 30 ცალი 1390განსაკუთრებული ფასი 10,60 GEL რეგულარული ფასი 17,67 GEL
- LUX - ლუქსი მკერდის საფენი 20 ცალი 1082განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Nuby - ნუბი მკერდის ტუმბო 240მლ 6561განსაკუთრებული ფასი 68,62 GEL რეგულარული ფასი 114,36 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account