დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- საჩხაკუნო წვიმის ხმა 34013 ბეიბი ნოვა - Baby Novaგანსაკუთრებული ფასი 27,93 GEL რეგულარული ფასი 39,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მოტორიკის განსავითარებელი სათამაშო 31158განსაკუთრებული ფასი 26,53 GEL რეგულარული ფასი 37,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მუსიკალური ვარსკვლავი 31246განსაკუთრებული ფასი 39,13 GEL რეგულარული ფასი 55,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა ნიბლერი ხილის 6+ თვე 34153განსაკუთრებული ფასი 23,73 GEL რეგულარული ფასი 33,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა საჩხარუნო ნაჭრის მზე 31319განსაკუთრებული ფასი 16,85 GEL რეგულარული ფასი 24,07 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა სათამაშო ასაწყობი ჭიქა 32504განსაკუთრებული ფასი 13,93 GEL რეგულარული ფასი 19,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა სათამაშო პირსაწმენდით 31313განსაკუთრებული ფასი 17,43 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მაკრატელი დამცავი ბუდით 33338განსაკუთრებული ფასი 9,73 GEL რეგულარული ფასი 13,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის მრავალი ნახვრეტით 2 ცალი 26366განსაკუთრებული ფასი 11,83 GEL რეგულარული ფასი 16,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა დასაკიდი საჩხარუნო 31316განსაკუთრებული ფასი 18,83 GEL რეგულარული ფასი 26,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის N3 2 ცალი 27261განსაკუთრებული ფასი 11,13 GEL რეგულარული ფასი 15,90 GEL
- Baby Nova - საჩხაკუნო და რბილი სათამაშო 31317განსაკუთრებული ფასი 17,43 GEL რეგულარული ფასი 24,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა აბაზანის სათამაშო 5 ცალი 31146განსაკუთრებული ფასი 24,23 GEL რეგულარული ფასი 34,61 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის N1 2 ცალი 27231განსაკუთრებული ფასი 11,13 GEL რეგულარული ფასი 15,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა მატყუარა სილიკონის N2 2 ცალი 27251განსაკუთრებული ფასი 11,13 GEL რეგულარული ფასი 15,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა სათამაშო ნავები 31138განსაკუთრებული ფასი 9,73 GEL რეგულარული ფასი 13,90 GEL
- Baby Nova - ბეიბი ნოვა ღრძილების მასჟორი დენტისტარი 31187განსაკუთრებული ფასი 9,73 GEL რეგულარული ფასი 13,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account