დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი ხე სილიკონი 06009განსაკუთრებული ფასი 8,45 GEL რეგულარული ფასი 14,09 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი ავოკადო 3 თვიდან 06026განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 13,20 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი 3 თვიდან 06023განსაკუთრებული ფასი 6,60 GEL რეგულარული ფასი 11,00 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი 3 თვიდან 06007განსაკუთრებული ფასი 6,60 GEL რეგულარული ფასი 11,00 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების გამაგრილებელი რგოლი 0454განსაკუთრებული ფასი 9,43 GEL რეგულარული ფასი 15,72 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილის მასაჟორი წინდა 8238განსაკუთრებული ფასი 20,79 GEL რეგულარული ფასი 34,65 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მასაჟორი 6826განსაკუთრებული ფასი 8,35 GEL რეგულარული ფასი 13,92 GEL
- Nuby - ნუბი მასაჟორი გასაღები Hard soft 0455განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 22,99 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების მასაჟორი ზღვის ბინადრებიგანსაკუთრებული ფასი 10,25 GEL რეგულარული ფასი 17,09 GEL
- Nuby - ნუბი მასაჟორი თევზები 630განსაკუთრებული ფასი 9,08 GEL რეგულარული ფასი 15,14 GEL
- Nuby - ნუბი სათამაშო ეტლის მასაჟორი 7705განსაკუთრებული ფასი 21,43 GEL რეგულარული ფასი 35,72 GEL
- Nuby - ნუბი მასაჟორი ბანანი 6868განსაკუთრებული ფასი 10,52 GEL რეგულარული ფასი 17,54 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მასაჟორიგანსაკუთრებული ფასი 6,27 GEL რეგულარული ფასი 10,45 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მასაჟორი 8418განსაკუთრებული ფასი 21,78 GEL რეგულარული ფასი 36,30 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილის სათამაშო სამკუთხედი 664განსაკუთრებული ფასი 10,15 GEL რეგულარული ფასი 16,92 GEL
- Nuby - ნუბი ღრძილების გამაგრილბელი მასაჟორი 684განსაკუთრებული ფასი 6,89 GEL რეგულარული ფასი 11,49 GEL
- NUBY - ნუბი ღრძილების მასაჟორი მრგვალი 0478განსაკუთრებული ფასი 19,63 GEL რეგულარული ფასი 32,71 GEL
- Nuby - ნუბი მასაჟორი ღრძილის ცხოველებიგანსაკუთრებული ფასი 6,89 GEL რეგულარული ფასი 11,49 GEL
- Nuby - ნუბი კბილის მასაჟორი სილიკონის 730განსაკუთრებული ფასი 9,08 GEL რეგულარული ფასი 15,14 GEL
- Nuby - ნუბი სილიკონის მასაჟორი GUM-EEZ618განსაკუთრებული ფასი 6,93 GEL რეგულარული ფასი 11,55 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account