დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Dalin - დალინი შამპუნი 750 მლ 32999განსაკუთრებული ფასი 9,57 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის ხელის საპონი-ქაფი მიქსი 2898განსაკუთრებული ფასი 7,71 GEL რეგულარული ფასი 12,85 GEL
- Nuby - ნუბი აბაზანის სათამაშო ასტრონავტი 55670განსაკუთრებული ფასი 33,33 GEL რეგულარული ფასი 55,55 GEL
- Pharmaceris - ფარმაცერისი დასაბანი ემულსია 200 მლ 3943განსაკუთრებული ფასი 19,75 GEL რეგულარული ფასი 39,50 GEL
- სამოგზაურო ნაკრები 0+ 8444 ბიოლანი - Biolaneგანსაკუთრებული ფასი 26,60 GEL რეგულარული ფასი 38,00 GEL
- მიცელარული წყალი ABC 1000 მლ 1987 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 44,50 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- ბავშვის მზისგან დამცავი რძე Photoderm 200 მლ 7293 ბიოდერმა - Biodermaგანსაკუთრებული ფასი 70,00 GEL რეგულარული ფასი 140,00 GEL
- ჰიგიენური ნაკრები მწვანე 5099 მინილენდი - Minilandგანსაკუთრებული ფასი 53,40 GEL რეგულარული ფასი 89,00 GEL
- Dalin - დალინი ყურის ჩხირი N300 36775განსაკუთრებული ფასი 3,90 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის შამპუნი+შხაპ-გელი ვანილის სურნელით 26488განსაკუთრებული ფასი 5,40 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 125 მლ 031305განსაკუთრებული ფასი 2,18 GEL რეგულარული ფასი 3,64 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის საფენქვეშა კრემი 16533განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის საპონი გვირილით 031497განსაკუთრებული ფასი 2,10 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account