დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Heinz - ჰეინცი ხილფაფა ხილის 90გ 0275განსაკუთრებული ფასი 2,45 GEL რეგულარული ფასი 3,50 GEL
- Nan - ნანი HA 2 800 გ 8658განსაკუთრებული ფასი 53,62 GEL რეგულარული ფასი 76,60 GEL
- Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა ხორბალი და გოგრა 3502განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა წიწიბურა და გარგარი 3397განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა შვრია, მსხალი და ბანანი 3410განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Nan - ნანი კომფორტი რძის ნაზავი 400 გრ 1462განსაკუთრებული ფასი 31,11 GEL რეგულარული ფასი 44,44 GEL
- Nan - ნანი პრე რძის ნაზავი 400გრ 0274განსაკუთრებული ფასი 30,06 GEL რეგულარული ფასი 42,94 GEL
- Gerber - გერბერი პიურე ვაშლით 9067განსაკუთრებული ფასი 2,25 GEL რეგულარული ფასი 4,50 GEL
- Plasmon - პლასმონი ორცხობილა 320 გ 8345განსაკუთრებული ფასი 9,68 GEL რეგულარული ფასი 12,90 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ხილფაფა ვაშლი და ლავანდა 0443განსაკუთრებული ფასი 3,42 GEL რეგულარული ფასი 4,89 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ლანჩ მენიუ ხბო 2 ცალი 0019განსაკუთრებული ფასი 13,04 GEL რეგულარული ფასი 18,63 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ხილფაფა მოცვი მარწყვი და ვაშლი 0146განსაკუთრებული ფასი 11,66 GEL რეგულარული ფასი 16,65 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ხილფაფა მარწყვი ვაშლი და ვანილი 4 ცალი 0108განსაკუთრებული ფასი 11,66 GEL რეგულარული ფასი 16,65 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ურძეო ფაფა ძილი ნებისა 0164განსაკუთრებული ფასი 16,71 GEL რეგულარული ფასი 23,87 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო მზა სადილი ორაგული ისპანახით სტაფილოთი და კარტოფილით 2 ცალი 0568განსაკუთრებული ფასი 13,04 GEL რეგულარული ფასი 18,63 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ურძეო ფაფა ბრინჯი და ქინოა ხილის მიქსით 0133განსაკუთრებული ფასი 16,71 GEL რეგულარული ფასი 23,87 GEL
- Gerber - გერბერი პიურე ხორცი კარტოფილი და სტაფილო 0965განსაკუთრებული ფასი 3,95 GEL რეგულარული ფასი 7,90 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო კონფიტური ქლიავი და ვაშლი 9761განსაკუთრებული ფასი 4,79 GEL რეგულარული ფასი 6,85 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ლანჩ მენიუ ორაგული და ბოსტნეული 9198განსაკუთრებული ფასი 6,20 GEL რეგულარული ფასი 8,85 GEL
- BabyBio - ბეიბი ბიო ლანჩ მენიუ გოგრა და სტაფილო 9426განსაკუთრებული ფასი 4,10 GEL რეგულარული ფასი 5,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account