დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Dalin - დალინი ყურის ჩხირი 100 ცალი 036751განსაკუთრებული ფასი 2,91 GEL რეგულარული ფასი 4,85 GEL
- Dalin - დალინი შამპუნი + კონდიციონერი 200 მლ 031558განსაკუთრებული ფასი 2,28 GEL რეგულარული ფასი 3,80 GEL
- Nutrilak - ნუტრილაკი 1 რძის ნაზავი 350გ 8042განსაკუთრებული ფასი 16,35 GEL რეგულარული ფასი 21,80 GEL
- Nan - ნანი 3 რძის ნაზავი პრობიოტიკებით 400 გრ 6175განსაკუთრებული ფასი 25,16 GEL რეგულარული ფასი 35,95 GEL
- Dalin - დალინი ყურის ჩხირი N56 35211განსაკუთრებული ფასი 3,90 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Dalin - დალინი ყურის ჩხირი N300 36775განსაკუთრებული ფასი 3,90 GEL რეგულარული ფასი 6,50 GEL
- Ziaja - ზიაია ბავშვის შამპუნი+შხაპ-გელი ვანილის სურნელით 26488განსაკუთრებული ფასი 5,40 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Dalin - დალინი ბავშვის შამპუნი 125 მლ 031305განსაკუთრებული ფასი 2,18 GEL რეგულარული ფასი 3,64 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 200 მლ 1910განსაკუთრებული ფასი 33,00 GEL რეგულარული ფასი 66,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 9251განსაკუთრებული ფასი 16,88 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 2 ცალი 9299განსაკუთრებული ფასი 16,88 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი სააბაზანო საშუალება 130 მლ 2938განსაკუთრებული ფასი 8,42 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Bubchen - ბიუბჰენი შამპუნი 2/1 230მლ 3249განსაკუთრებული ფასი 8,42 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- კბილის პასტა ატმის 0-6 წელი 50 მლ 7137 ბიორეპაირი - Biorepairგანსაკუთრებული ფასი 7,05 GEL რეგულარული ფასი 11,75 GEL
- საფენის კრემი 6006 ლინომაგი - LINOMAGგანსაკუთრებული ფასი 14,00 GEL რეგულარული ფასი 20,00 GEL
- მყარი საპონი 1656 ლინომაგი - LINOMAGგანსაკუთრებული ფასი 8,40 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- შამპუნი 6402 ლინომაგი - LINOMAGგანსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 25,00 GEL
- ტოპილანი და ემოლიანტი კრემი ატოპიური კანისთვის 50 მლ 1242 ბიოლანი - Biolaneგანსაკუთრებული ფასი 24,43 GEL რეგულარული ფასი 34,90 GEL
- HIPP - ჰიპი 1 კომბიოტიკები 2012განსაკუთრებული ფასი 26,92 GEL რეგულარული ფასი 35,90 GEL
- Similac - სიმილაკი გოლდი 2 800გ 8162განსაკუთრებული ფასი 54,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account