დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- სველი ხელსახოცი H2O 99% 50 ცალი 1252 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 10,01 GEL რეგულარული ფასი 16,69 GEL
- სველი ხელსახოცი 60 ცალი 0958 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 8,24 GEL რეგულარული ფასი 13,73 GEL
- მატყუარა მრგვალთავიანი 6-36 თვე 2 ცალი 1337 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 17,86 GEL რეგულარული ფასი 29,77 GEL
- მატყუარა ანატომიური ლურჯი 18+ თვე 2 ცალი 2396 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 20,10 GEL რეგულარული ფასი 33,50 GEL
- მატყუარა ანატომიური ვარდისფერი 18+ თვე 2389 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 20,10 GEL რეგულარული ფასი 33,50 GEL
- საწოვარა სილიკონის M 2 2 ცალი 9338 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 12,43 GEL რეგულარული ფასი 17,75 GEL
- საბავშვო შხაპ-გელი 500 მლ 5854 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 9,51 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- სილიკონის მატყუარა სიმეტრიული ვარდისფერი 18+ თვე 2 ცალი 9754 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 10,32 GEL რეგულარული ფასი 17,20 GEL
- ჭიქა სპორტული 350 მლ ცისფერი 2406 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 14,58 GEL რეგულარული ფასი 24,30 GEL
- სილიკონის მატყუარა სიმეტრიული 6-18 2 ცალი 9538 კანპოლი - Canpolგანსაკუთრებული ფასი 10,32 GEL რეგულარული ფასი 17,20 GEL
- სველი ხელსახოცი 56x3 ცალი 0943 ჰაგისი - Huggiesგანსაკუთრებული ფასი 12,85 GEL რეგულარული ფასი 18,35 GEL
- სველი ხელსახოცი 56 ცალი 0936 ჰაგისი - Huggiesგანსაკუთრებული ფასი 6,45 GEL რეგულარული ფასი 9,21 GEL
- სველი ხელსახოცი 120 ცალი 9180 ონლემი - Onlemგანსაკუთრებული ფასი 3,76 GEL რეგულარული ფასი 5,38 GEL
- მატყუარა ლატექსის 6 თვიდან L 2 ცალი 8983 ნუკი - Nukგანსაკუთრებული ფასი 13,34 GEL რეგულარული ფასი 19,05 GEL
- ბავშვის დასაბანი 400 მლ 7539 ზიაია - Ziajaგანსაკუთრებული ფასი 12,57 GEL რეგულარული ფასი 20,95 GEL
- მატყუარა სიმეტრიული 18+ თვე 2402 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 20,11 GEL რეგულარული ფასი 33,51 GEL
- მატყუარა 6-36 მრგვალი C4 2 ცალი 0156 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 17,86 GEL რეგულარული ფასი 29,77 GEL
- მატყუარა 6-36 მრგვალი C3 2 ცალი 0149 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 17,86 GEL რეგულარული ფასი 29,77 GEL
- სიპ სიპი მარწყვის 10 ცალი სოლო ქიდს - Solo Kidsგანსაკუთრებული ფასი 10,80 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
- ღამის ქოთანი იხვის ჭუკი ცისფერი 0735 კიიპერი - Keeeperგანსაკუთრებული ფასი 9,12 GEL რეგულარული ფასი 15,20 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account