დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Nuk - ნუკი ლატექსის მატყუარა STAR N2 1383განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა STAR N2 2275განსაკუთრებული ფასი 9,07 GEL რეგულარული ფასი 12,95 GEL
- Nuk - ნუკი სილიკონის მატყუარა SPACE მელია 0673განსაკუთრებული ფასი 19,51 GEL რეგულარული ფასი 27,88 GEL
- EVY BABY - ევი ბეიბი ბავშვის საფენი TWIN 2-5 კგ 62 ცალი 0175განსაკუთრებული ფასი 13,19 GEL რეგულარული ფასი 21,99 GEL
- EVY BABY - ევი ბეიბი ბავშვის საფენი TWIN 3-6 კგ 58 ცალი 0205განსაკუთრებული ფასი 12,59 GEL რეგულარული ფასი 20,99 GEL
- Libero - ლიბერო ბავშვის საფენი Midi 5-9 კგ 84 ცალი 6738განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 6-18 თვე 1 ცალი 0581განსაკუთრებული ფასი 13,13 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Avent - ავენტიბოთლი 260მლ 0067განსაკუთრებული ფასი 28,11 GEL რეგულარული ფასი 46,85 GEL
- Avent - ავენტიბოთლი AC 330მლ 8705განსაკუთრებული ფასი 23,25 GEL რეგულარული ფასი 38,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 1 ცალი 0543განსაკუთრებული ფასი 13,13 GEL რეგულარული ფასი 26,25 GEL
- Ziaja - ზიაია SUN მზისგან დამცავი საბავშვო SPF50+ 30355განსაკუთრებული ფასი 16,11 GEL რეგულარული ფასი 26,85 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 260მლ 5752განსაკუთრებული ფასი 16,46 GEL რეგულარული ფასი 27,44 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 3თვიდან 2ცალი 3055განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 125მლ 5158განსაკუთრებული ფასი 13,87 GEL რეგულარული ფასი 23,12 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 1თ.2ც.8155განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-2თვე 2ცალი 8348განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 30,00 GEL
- Avent - ავენტი ბოთლი 330მლ 6827განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 33,75 GEL
- Avent - ავენტი მატყუარა 0-6 თვე 2 ცალი 3381განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Avene - ავენი ლიპიდების აღმდგენი დასაბანი ზეთი XeraCalm 400 მლ 5447განსაკუთრებული ფასი 67,20 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- Avent - ავენტი საწოვარა 6+ თვიდან N2 5174განსაკუთრებული ფასი 16,50 GEL რეგულარული ფასი 27,50 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account