დედა და ბავშვი

შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორსულობიდან იწყება. ჩვენთან აღმოაჩენ სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც მორგებულია დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორსულობის პერიოდიდან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპებამდე. ყველაფერი, რაც ორსულობის დაგეგმვის, მისი სწორად წარმართვისა და პოსტ–ორსულობის პერიოდისთვის გჭირდება.
PSP.GE–ზე არსებული 4000–მდე დასახელების პროდუქტი და100–ზე მეტი ბრენდი დაგეხმარებათ იზრუნოთ ბავშვის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ჰიგიენასა და განვითარებაზე.
ბავშვებისთვის
შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აქ იპოვი პედიატრიული მედიკამენტების, ვიტამინებისა და დანამატების ფართო სპექტრს ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის. რაც მთავარია, ჩვილების მოვლის აუცილებელი ნივთებს, როგორიცაა ბავშვის საფენები, კანის მოვლის საშუალებები, საწოვარა.
PSP-სთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა სწორი კვება, განსაკუთრებით, განვითარების საწყის ეტაპებზე, 0-დან 3 წლამდე. ჩვენთან შეძლებთ შეიძინოთ 40-მდე ბრენდის მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის: რძიანი და ურძეო ფაფები, ხილფაფები, საბავშვო ორცხობილები და დესერტები.
კვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია ჰიგიენა, რომლის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია ბავშვის საფენები. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების: ჰაგისი, პამპერსი, ლიბერო, ქანბებე, ბავშვის საფენებს მარტივად იპოვი PSP.GE-ზე. მრავალფეროვანი არჩევანი გაძლევს საშუალებას ბავშვისთვის შეარჩიო ეკოლოგიურად სუფთა საფენები, რომლის ზედაპირიც დამზადებულია ნატურალური ბამბუკისგან.
დედებისთვის
ორსულობა ზრდის ორგანიზმის კვებით მოთხოვნილებებს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ზრდასა და განვითარებას. აუცილებელია ისეთი საკვები ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალციუმი და სხვა.
*გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან.
მომავალი დედებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტრიებია. სტრიები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანი სწრაფად იჭიმება სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორისაა ორსულობასთან დაკავშირებული წონის მატება.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის დროს სტრიები ბუნებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილება რთულია, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - სტრიები არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ორსულობისას თქვენი ცვალებადი სხეულის შეყვარება და თავის მოვლაზე ფოკუსირება ხელს შეუწყობს თავდაჯერებულობას. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომელიც დაგეხმარებათ სტრიების შემცირებასა და გაფერმკრთალებაში. ზიაია, დოძიე, სებამედი და ლიერაკი მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გაგრძნობინებენ სტრიებთან ბრძოლის პერიოდში.
სტრიების საწინააღმდეგო საშუალებებისა და საკვები დანამატების გარდა, PSP.GE–ზე აღმოაჩენ ძუძუთი კვებისთვის საჭირო ყველა ნივთსა თუ მოვლის საშუალებას, მათ შორის: რძის სატუმბ აპარატს, მკერდის დამცავსა და საფენს, ასევე სპეციალურად მეძუძური დედებისთვის განკუთვნილ ბიუსტჰალტერს. დედის რძე ჩვილის კვების ბალანსის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების ნაზავს, რაც აძლიერებს ჩვილის იმუნიტეტს.
აქ აღმოაჩენ ყველა პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია დედისა და ბავშვისთვის. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე შენი და შენი შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
- Canpol - კანპოლიღრძილის მასაჟორი თაგუნია 77/202განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- Canpol - კანპოლი ღრძილების მასაჟორი საჩხარუნო 56/127განსაკუთრებული ფასი 11,82 GEL რეგულარული ფასი 19,70 GEL
- Dodie - დოძიე ბოთლი AC 0-6 თვე 270 მლ N2 6576განსაკუთრებული ფასი 16,20 GEL რეგულარული ფასი 27,00 GEL
- Dodie - დოძიე შუშის ბოთლი AC 0-6 თვე 270 მლ N2 2618განსაკუთრებული ფასი 22,78 GEL რეგულარული ფასი 37,96 GEL
- Dodie - დოძიე ბავშვის ყურის ჩხირები 60 ცალი 7153განსაკუთრებული ფასი 4,80 GEL რეგულარული ფასი 8,01 GEL
- Dodie - დოძიე ბავშვის ჯაგრისი Naturelle 7160განსაკუთრებული ფასი 17,22 GEL რეგულარული ფასი 28,69 GEL
- Dodie - დოძიე ბავშვის მაკრატელი 0904განსაკუთრებული ფასი 15,18 GEL რეგულარული ფასი 25,30 GEL
- გამწმენდი ზეთი 500მლ 6712 დოძიე - DODIEგანსაკუთრებული ფასი 23,53 GEL რეგულარული ფასი 39,22 GEL
- Canpol - კანპოლი დასაკეცი ჭიქა საწრუპით 56/520განსაკუთრებული ფასი 20,46 GEL რეგულარული ფასი 34,10 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას შესანახი ჩანთა 80/100განსაკუთრებული ფასი 15,96 GEL რეგულარული ფასი 26,60 GEL
- Canpol - კანპოლი ბოთლი პლასტმასის Trends 120 მლ 21/586განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- Canpol - კანპოლი ბოთლი ფართო ყელით AC 240მლ 35/221განსაკუთრებული ფასი 12,66 GEL რეგულარული ფასი 21,10 GEL
- Canpol - კანპოლი ჭიქა-ბოთლი ფართო ყელით რბილი ტუჩით 35/006განსაკუთრებული ფასი 4,50 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- Canpol - კანპოლი მატყუარას სამაგრი ლენტი 51/023განსაკუთრებული ფასი 8,58 GEL რეგულარული ფასი 14,30 GEL
- Canpol - კანპოლი ჯამი სილიკონის სამაგრით 51/400განსაკუთრებული ფასი 21,72 GEL რეგულარული ფასი 36,20 GEL
- Canpol - კანპოლი ბოთლი პროპილენის ფართო ყელით 150მლ 21/564განსაკუთრებული ფასი 16,02 GEL რეგულარული ფასი 26,70 GEL
- Canpol - კანპოლი ბოთლი პლასტმასის Trends 120მლ 21/582განსაკუთრებული ფასი 13,80 GEL რეგულარული ფასი 23,00 GEL
- Biolane - ბიოლანი სველი ხელსახოცი სახე და ხელი 64 ცალი 7981განსაკუთრებული ფასი 11,87 GEL რეგულარული ფასი 16,95 GEL
- Biolane - ბიოლანი Expert თავის და ტანის დასაბანი გელი 9826განსაკუთრებული ფასი 48,26 GEL რეგულარული ფასი 68,95 GEL
- Biolane - ბიოლანი Expert სახის კრემი 0+ თვიდან 50 მლ 5072განსაკუთრებული ფასი 16,76 GEL რეგულარული ფასი 23,95 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account