Zimaks - ზიმაქსი 400მგ 10 ტაბლეტი

15,30 GEL
მარაგშია
SKU
87364_1321

ჩვენება:შუა ყურის მწვავე ანთება,სინუსიტი,მწვავე ტონზილო-ფარინგიტი.

ზიმაქსი®  400 მგ გარსიანი ტაბლეტი

მიიღება პერორალურად.                                                                                      

·        აქტიური ნივთიერება: 

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ ცეფიქსიმს.

·        დამხმარე ნივთიერებები: 

მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სახამებელი, კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი, მაგნიუმის სტეარატი, მსუბუქი მინერალური ცხიმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი.

ამ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია, რადგანაც იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

·        შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია შემდგომში დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

·        დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

·        ეს პრეპარატი გამოწერილია ინდივიდუალურად თქვენთვის, ნუ მისცემთ სხვებს. 

·        თუ ამ პრეპარატის მიღების პერიოდში მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ ექიმს, რომ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს.

·        დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული წესები. თქვენთვის რეკომენდებული დოზის გარდა არ მიიღოთ პრეპარატი უფრო მაღალი ან დაბალი დოზით.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია შემდეგი საკითხები: 

1. რა არის  ზიმაქსი და რისთვის გამოიყენება?

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ზიმაქსის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ზიმაქსი?

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

5. ზიმაქსის შენახვა

1. რა არის ზიმაქსი და რისთვის გამოიყენება?

ზიმაქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ცეფიქსიმს. ეს პრეპარატი განეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელად ცეფალოსპორინები.

ზიმაქსი გამოიყენება იმ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც მგრძნობიარე არიან ამ პრეპარატის მიმართ. ქვემოთ ჩამოთვლილია ინფექციები, რომლის დროსაც გამოიყენება ზიმაქსი:

·        შუა ყურის მწვავე ანთება: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ის მიერ გამოწვეული შუა ყურის მწვავე ანთების სამკურნალოდ;

·        მწვავე სინუსიტი: Streptococcus pneumoniae, Haemophilus influenzae და Moraxella catarrhalis-ის მიერ გამოწვეული მწვავე სინუსიტის სამკურნალოდ;

·        მწვავე ტონზილო-ფარინგიტი ან ფარინგიტი (ყელის ან ნუშურა ჯირკვლების ანთება): მწვავე ტონზილო-ფარინგიტის ან ფარინგიტის დროს მკურნალობა საჭიროა მხოლოდ Staphylococcus pyogenes-ის შემთხვევაში; 

·        ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება (გამოწვეული Streptococcus pneumoniae-ს ან Haemophilus influenzae-ს მიერ)

·        გართულების გარეშე საშარდე სისტემის ინფექციების დროს (შარდის ბუშტის ან საშარდე გზების ბოლო ნაწილების ანთება)

·        გართულების გარეშე გონოკოკური ინფექციების (სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია) მკურნალობის დროს.

ზიმაქსის კოლოფის შიგავსი

ყოველ შეფუთვაში მოთავსებულია 10 ცალი გარსიანი ტაბლეტი. 

2. საკითხები, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ზიმაქსის გამოყენებამდე

 არ გამოიყენოთ ზიმაქსი შემდეგ შემთხვევებში

·        თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ცეფიქსიმზე ან ზიმაქსის შემადგენელ სხვა ნივთიერებებზე. ალერგიული რეაქცია შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, პირის ღრუს ან ენის შეშუპება.

·        თუ გაქვთ ალერგია ცეფალოსპორინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკზე.

·        თუ ადრე გქონდათ სერიოზული რეაქცია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე.

ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ზიმაქსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით

·        თუ გაქვთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ალერგია პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. (არ არის სავალდებულო პენიცილინზე ალერგიის დროს გქონდეთ ალერგია სეფალოსპორინზეც. მარგამ თუ ადრე რომელიმე პენიცილინზე გქონდათ სერიოზული ალერგია, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, რადგანაც შესაძლებელია ალერგიული იყოთ ამ პრეპარატის მიმართაც.),

·        თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა ან მოხდა პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება (ცეფიქსიმმა, როგორც სხვა ბეტა-ლაქტამურმა ანტიბიოტიკმა, შესაძლებელია გაზარდოს თავის ტვინის დაზიანებისკენ (ენცეფალოპათია) მიდრეკილება (შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა კრუნჩხვა, გონების დაბინდვა, ცნობიერების დაკარგვა ან მოძრაობის დარღვევები.),

·        თუ ადრე ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგად ადგილი ჰქონდა ერითროციტების რაოდენობის შემცირებას, რამაც  შესაძლებელია გამოიწვიოს კანის გაყვითლება, სისუსტე ან სუნთქვის გაძნელება (ჰემოლიზური ანემია),

·        თუ გაქვთ ალერგია ნებისმიერ პრეპარატზე,

·        თუ ადრე გაგაფრთხილეს, რომ თირკმელები არ მუშაობს გამართულად. ანალოგიური სახით, თუ თირკმლის უკმარისობის გამო იტარებთ ნებისმიერ მკურნალობას (როგორიცაა დიალიზი), (შეგიძლიათ ცეფიქსიმი გამოიყენოთ უფრო დაბალი დოზებით),

·        თუ იყენებთ სხვა რომელიმე პრეპარატს, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თირკმელს, (მკურნალობის პერიოდში თქვენმა ექიმმა თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად შესაძლებელია რეგულარულად მოითხოვოს ზოგიერთი ანალიზის ჩატარება)

·        თუ პრეპარატის გამოყენებისას ან უშუალოდ გამოყენების შემდეგ განვითარდება სერიოზული და სტაბილური, შესაძლებელია სისხლიანი დიარეა კუჭის ტკივილით ან კრუნჩხვებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. არ უნდა გამოიყენოთ პრეპარატი, რომელიც შეამცირებს ან შეაჩერებს ნაწლავების მოქმედებას.

·        ამ პრეპარატმა შესაძლებელია გაზარდოს იმ მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციის რისკი, რომელზეც არ ზემოქმედებს ცეფიქსიმი. მაგალითად, შესაძლებელია განვითარდეს კანდიდოზი, გამოწვეული მიკროორგანიზმის - კანდიდას მიერ.

·        შესაძლებელია ამ პრეპარატმა გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები კანზე. თუ დაიწყება უეცარი ცხელება, ყელის ტკივილი, სისუსტე და გამონაყარი ბუშტუკებით პირის ღრუში ან ტუჩების ირგვლივ ან სასქესო ორგანოებზე ან დაიწყება კანის აქერცვლა, უნდა შეაჩეროთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან. 

·        ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის დაავადებები. თუ უეცრად დაგეწყებათ წელის ტკივილი და ცხელება და შარდთან დაკავშირებული პრობლემები, უნდა შეაჩეროთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან. 

·        თუ გექნებათ სუნთქვის გაძნელება, კანის და თვალების გაყვითლება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, შესაძებელია აღნიშნულის მიზეზი იყოს ერითროციტების დაშლა (ჰემოლიზური ანემია).

ტაბლეტებთან შედარებით ორალური სუსპენზიის მიღებისას გაცილებით იზრდება აბსორბცია, რის გამოც ბიოეკვივალენტურობის მოსალოდნელი დარღვევის გამო შუა ყურის მწვავე ანთების დროს ორალური სუსპენზიის ნაცვლად არ უნდა იქნას გამოყენებული ტაბლეტები.

გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს.

ზიმაქსის  მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ზიმაქსი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების მიღებიდან მცირე დროში. 

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ზიმაქსის გამოყენება.

თუ მკურნალობის პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

ლაქტაცია

პრეპარატის  მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ცეფიქსიმი არ არის დადგენილი დედის რძეში, კლინიკური კვლევების საკმარისი შედეგების მოპოვებამდე მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ცეფიქსიმით მკურნალობის შეწყვეტის შესახებ.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა 

არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ზიმაქსის პირდაპირ ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე.

ამასთანავე სხვა დაავადებებმა ან ცეფიქსიმის ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები) შესაძლებელია ზემოქმედება მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზიმაქსის შემადგენელი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ არ გაქვთ ჰიპერმგრძონელობა ზიმაქსის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, არ არის მოსალოდნელი ამ ნივთიერებებიდან გამომდინარე ნეგატიური ზემოქმედება.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება

გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ პრეპარატებს:

·        პრეპარატებთან, რომლებიც სავარაუდოდ უარყოფით ზემოქმედებას ახდენენ თირკმელზე (როგორიცაა ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, ქოლისტინი, პოლიმიქსინი და ვიომიცინი), ან ძლიერ შარდმდენ საშუალებებთან (როგორიცაა ეტაკრინის მჟავა, ფუროსემიდი) ერთად გამოყენება ზრდის თირკმლის ფუნქციის დარღვევებს.

·        ნიფედიპინმა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის ზოგიერთი დაავადების დროს, შესაძლებელია გაზარდოს ზიმაქსის შეწოვა.

·        კარბამაზეპინი (ეპილეფსიის დროს გამოყენებული პრეპარატი): ზიმაქსი ზრდის სისხლში ამ პრეპარატის დონეს.

·        პრობენეციდი (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ქრონიკული პოდაგრის სამკურნალოდ): ზიმაქსი ზრდის სისხლში ამ პრეპარატის დონეს.

·        ანტიკოაგულანტი, როგორიცაა ვარფარინი (სისხლის გამათხელებელი პრეპარატი)

·        პრეპარატის მიღების დროს სისხლის და შარდის ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგი შესაძლებელია იყოს არასწორი, რის გამოც ექიმს აცნობეთ, რომ იღებთ ზიმაქსს.

თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რომელიმე პრეპარატს დანიშნულებით ან დანიშნულების გარეშე, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება ზიმაქსი?

ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზირების/გამოყენების სიხშირის შესახებ:

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 400 მგ. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღეში ერთჯერადი დოზის სახით 400 მგ ან დღეში ორჯერ ორ თანაბარ დოზად გაყოფილი სახით - 200 მგ. ზიმაქსის გამოყენება შესაძლებელია უზმოდ ან ჭამის შემდეგ.

გართულების გარეშე გონოკოკური ინფექციების დროს (გონორეა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, გამოწვვეული მიკროორგანიზმებით, სახელად გონოკოკები) უნდა გამოიყენონ ერთჯერადი დოზა 400 მგ.

სტაფილოკოკური ტონზილო-ფარინგიტი (ყელის და ნუშურა ჯირკვლების ანთება, გამოწვეული მიკროორგანიზმებით, სახელად სტაფილოკოკები) მკურნალობა შეადგენს 10 დღეს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ზიმაქსი მიიღება პერორალურად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

6 თვიდან 12 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია სათანადო დოზის და სათანადო ფარმაცევტული დოზირების ფორმების გამოყენება. 

ასაკოვნებში გამოყენება: 

არ არსებობს სპეციალური გაფრთხილება. ასაკოვნებში ცეფიქსიმი გამოიყენება ისევე, როგორც მოზრდილებში.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: 

საჭიროა დოზის შემცირება პაციენტებთან მნიშვნელოვანი ხარისხის თირკმლის უკმარისობით.

თუ თირკმლის ფუნქციების დარღვევის გამო ტარდება დიალიზი (სისხლის გაწმენდის პროცედურა), მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ცეფიქსიმის დღიური დოზა უნდა იყოს 1x200 მგ.

დიალიზი არ გამოიტანს ორგანიზმიდან პრეპარატის მნიშვნელოვან რაოდენობას. 

თქვენი ექიმი პრეპარატის დოზას განსაზღვრავს და დაგინიშნავთ თქვენი დაავადების მიხედვით.

ღვიძლის უკმარისობის დროს არ არის საჭირო დოზის კორექტირება.

თუ თვლით, რომ ზიმაქსის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ მიიღეთ ზიმაქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით 

თუ შემთხვევით მიიღეთ ზიმაქსი საჭიროზე მეტი რაოდენობით, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ დაგავიწყდათ ზიმაქსის მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ დაგავიწყდებათ ზიმაქსის დოზის მიღება, მომდევნო ჯერზე უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი დოზა.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ზიმაქსით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი რეაქცია

ზიმაქსით მკურნალობის შემდგომ არ არის მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედება.

4. რა მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები აქვს?

სხვა პრეპარატების მსგავსად, ზიმაქსმაც მის შემადგენლობაში არსებული ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს  გვერდითი მოვლენები. 

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე რეაქციის გამოვლენისას შეწყვიტეთ ზიმაქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს:

იშვიათი:

·        სხვა ინფექციები, გამოწვეული მიკროორგანიზმების მიერ, რომელზეც არ ზემოქმედებს ცეფიქსიმი (სოკოვანი ან ბაქტერიული სუპერინფექცია). თუ თავს უფრო ცუდად იგრძნობთ, ეს შესაძლებელია იყოს ახალი ინფექციის სიმპტომი.

·        ლეიკოციტების, სახელად ეოზინოფილების რაოდენობის მატება (ჰიპერეოზინოფილია), რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის ანალიზებით. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის საზიანო. შესაძლებელია იგრძნოთ მეხსიერების დაკარგვა, გონების დაბინდვა, სისუსტე, ქოშინი, ცხელება, ხველა, პირის ღრუში დაზიანებები ან თავბრუსხვევა.

·        კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, სახის, ტუჩების, ენის ან ორგანიზმის სხვა ნაწილების შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, მსტვენი სუნთქვა და უეცარი და სერიოზული ალერგიული  რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).

ძალიან იშვიათად:

·        ზოგჯერ სისხლიანი, სერიოზული დიარეა სითხის დიდი დაკარგვით 

·        კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე კანის სერიოზული გაღიზიანება ბუშტუკებით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

·        ინფექციების მატება, კანის სიფერმკრთალე, სუნთქვის უკმარისობა, სისხლჩაქცევები ან უფრო ადვილად სისხლდენის დაწყება. აღნიშნული შესაძლებელია იყოს სისხლის იმ უჯრედების რაოდენობრივი შემცირების ნიშანი, რომლებიც მონაწილეობენ ინფექციებთან ბრძოლაში, ორგანიზმში ჟანგბადის გადატანისა და სისხლის შედედების პროცესში. 

·        კანისა და თვალების გაყვითლებასთან ერთად სუნთქვის უკმარისობა (ჰემოლიზური ანემია)

·        ღვიძლის პრობლემები სიყვითლის ჩათვლით (შეგიძლიათ შენიშნოთ სკლერების და კანის გაყვითლება)

·        თირკმელებში ანთებითმა პროცესმა, რომელსაც ახლავს წელის ტკივილი, შარდთან დაკავშირებული პრობლემები, წონაში კლება, შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

·        დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქციები. შეგიძლიათ ამოიცნოთ შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი, სახის შეშუპება, ჯირკვლების გადიდება, ცხელება, სისხლის ანალიზებში აღინიშნება ლეიკოციტების, სახელად ეოზინოფილების რაოდენობის ცვლილება.

უცნობია:

·        კონვულსიები

ეს ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციებია. რომელიმე მათგანის გამოვლენა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული რეაქცია ზიმაქსზე. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან სააავადმყოფოში დაწოლა. 

ასეთი ძალიან სერიოზული გვერდითი რეაქციები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

არასასურველი გვერდითი მოვლენების სიხშირე განსაზღვრულია შემდეგი კატეგორიების გამოყენებით: 

ძალიან ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან არანაკლებ ერთს.

ხშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან  ერთზე მეტს.

არახშირი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 10.000 პაციენტიდან ერთზე მეტს. 

ძალიან იშვიათი: შესაძლებელია აღენიშნებოდეს 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი სიხშირე:  შეუძლებელია ვარაუდი ხელთარსებული მონაცემებით.

ქვემოთ წარმოდგენილია ცნობილი გვერდითი მოვლენები და მათი განვითარების სიხშირე:

ხშირი:

·        რბილი განავალი ან ფაღარათი

არახშირი:

·        თავის ტკივილი

·        მუცლის ტკივილი

·        გულისრევა

·        ღებინება

·        კანზე გამონაყარი

·        ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგების მატება (ტრანსამინაზა, ალკალენფოსფატაზა)

იშვიათი:

·        ძლიერი უმადობა (ანორექსია)

·        თავბრუსხვევა (გაბრუება)

·        ჭარბი რაოდენობით აირები

·        კანის ქავილი

·        კუჭის, პირის ღრუს, საყლაპავის, ტრაქეის და სხვა შინაგანი ორგანოების შიდა ზედაპირის დამფარავი ფენის ანთება (ლორწოვანის ანთება)

·        სხეულის ტემპერატურის მატება (ცხელება)

·        თირკმლის ფუნქციებთან დაკავშირებული სისხლის ანალიზის შედეგებში ცვლილებები.

ძალიან იშვიათი:

·        მოუსვენრობა და აქტივობის მატება

უცნობია:

·        სუნთქვის გაძნელების შეგრძნება

·        მონელების დარღვევები

·        გამონაყარი წითელი და ამობურცული ლაქების სახით

·        სახის შეშუპება

·        სახსრების ტკივილი

·        სასქესო ორგანოების ქავილი და გაღიზიანება

·        სისხლის ანალიზებში შესაძლებელია მომატებული იქნას თრომბოციტების რაოდენობა.

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე  გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

5. ზიმაქსის შენახვა

ზიმაქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.

შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე. 

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.

არ გამოიყენოთ ზიმაქსი 400 მგ შემოგარსული ტაბლეტი გარეთა კოლოფსა და ბლისტერზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy