Tergynan - ტერჟინანი ვაგინალური ტაბლეტი 6 ცალი
ჩვენება:ბაქტერიული ვაგინიტი,საშვილოსნოს ტრიქომონა,შერეული ვაგინიტი.
ტერჟინანი
სავაჭრო დასახელება: ტერჟინანი
წამლის ფორმა: ვაგინალური ტაბლეტები
შემადგენლობა 1 ტაბლეტზე:
აქტიური ნივთიერება:
ტერნიდაზოლი 0,2გ
ნეომიცინის სულფატი 0,1გ ან 6500 სე
ნისტატინი 100 000 სე
მეტასულფაბენზოატის ნატრიუმის პრედნიზოლონი 0,0047გ
პრედნიზოლონის ექვივალენტური 0,003გ
დამხმარე ნივთიერებები
ხორბლის სახამებელი 0,264გ
ლაქტოზას მონოჰიდრატი საჭირო რაოდენობით 1,2გ მდე
სილიკონის კოლოიდური დიოქსიდი 0,006გ
მაგნიუმის სტეარატი 0,01გ
ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 0,048 გ
აღწერილობა
ღია ყვითელი ტაბლეტები შესაძლებელია ღია ან მუქი ფერის ლაქებით, ბრტყელი, მოგრძო ფორმის, ნაპირზე ჭდით და ორივე მხარეზე დატანილია ასო “თ”.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კომბინირებული ანტიმიკრობული საშუალება (ანტიბიოტიკი-ამინოგლიკოზიდი+ ანტიმიკრობული და ანტიპროტოზული საშუალება+სოკოს საწინააღმდეგო საშუალება+გლუკოკორტიკოსტეროიდი).
ფარმაკოლოგიური თვისებები
წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში. გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. უზრუნველყოფს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მთლიანობას და პH ის სტაბილურობას.
ტერნიდაზოლი - ანტიმიკოზური საშუალებაა, ჯგუფი - იმიდაზოლის წარმოებულები, აქვეითებს ერგოსტეროლის (უჯრედული გარსის შემადგენელი ნაწილი) სინთეზს, ცვლის სტრუქტურას და უჯრედული გარსის თვისებებს. გააჩნია ტრიქომონაციდური მოქმედება, ასევე აქტიურია ანაერობული ბაქტერიების, ხშირად გარდნერელის მიმართ.
ნეომიცინი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკი. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამდადებით (შტაპჰყლოცოცცუს, შტრეპტოცოცცუს, პნეუმონიაე) და გრამუარყოფით (Eსცჰერიცჰია ცოლი, შჰიგელლა დისენტერიაე, შჰიგელლა ფლეხნერი, შჰიგელლა ბოყდიი, შჰიგელლა სონნეი, Pროტეუს სპპ) მიკროორგანიზმებთან მიმართებაში. შტრეპტოცოცცუს სპპ სთან ნაკლებ აქტიურია.
მიკროორგანიზმების მიმართ მდგრადობა ვითარდება ნელა და ეტაპობრივად.
ნისტატინი - პოლიენის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ძლიერ ეფექტურია საფუარის მსგავსი სოკოს ჩანდიდა-ს დროს, ცვლის უჯრედული გარსის გამტარობას და ამცირებს მათ ზრდას.
პრედნიზოლონი - ჰიდროკორტიზონის დეჰიდრირებული ანალოგი, ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური მოქმედება.
ჩვენება მიღებისას
ვაგინიტის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნოებიარე მიკროორგანიზმების მიერ, მათ შორის:
-ბაქტერიული ვაგინიტი;
-საშვილოსნოს ტრიქომონა;
- ჩანდიდა-ს ტიპის სოკოთი გამოწვეული ვაგინიტი;
-შერეული ვაგინიტი;
ვაგინიტის პროფილაქტიკა, მათ შორის:
-გინეკოლოგიურ ოპერაციამდე;
-მშობიარობამდე და აბორტამდე;
-საშვილოსნოს შიდა საშუალებების დაყენებამდე ან მის შემდეგ;
-საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციამდე და შემდეგ;
-ჰისტეროგრაფიამდე.
უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან.
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პოტენციური სარგებელი ნაყოფისა და ახალშობილის რისკზე მეტია.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მიიღება ვაგინალურად.
1 ტაბლეტი კეთდება ღრმად საშოში, დაწოლილ მდგომარეობაში დაძინებამდე. ტაბლეტის საშვილოსნოში მოთავსებამდე შესაძლებელია ტაბლეტის 20-30 წამით წყალში მოთავსება.
ტაბლეტის შეყვანის შემდეგ აუცილებელია დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა 10-15 წუთის განმავლობაში.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა - 10 დღე; გამოვლენილი მიკოზის დროს შესაძლებელია მკურნალობის კურსის გაზრდა 20 დღემდე. პროფილაქტიკური კურსის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 6 დღეს.
გვერდითი ეფექტები
წვის შეგრძნება, ქავილი და საშვილოსნოს გაღიზიანება (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე).
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედკამენტებთან
არ არის დადგენილი
განსაკუთრებული მითითება
ვაგინიტის, ტრიქომონას მკურნალობის დროს რეკომენდირებულია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.
არ არის საჭირო მენსტრუაციის დროს მკურნალობის შეწყვეტა.
გამოშვების ფორმა
ვაგინალური ტაბლეტები
ფირფიტაზე (ალუმინის ფოლგა) 6 ან 10 ტაბლეტი, ერთი ფირფიტა და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 6 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account