Tamiflu - ტამიფლუ 75მგ 10 კაფსულა

40,88 GEL
მარაგშია
SKU
89037_1305

ჩვენება: გრიპის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ჩვილებში .

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები

ოსელტამივირი

თავიდან ბოლომდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა ამ მედიკამენტის მიღებამდე, რადგან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

· შეინახეთ ეს ბროშურა. შესაძლოა მისი წაკითხვა ხელმეორედ დაგჭირდეთ.

•თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს მედიკამენტი დანიშნული გაქვთ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. სხვებს მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, თუნდაც მათი დაავადების სიმპტომები იყოს იგივე, რაც თქვენი დაავადების.

· თუ გექნებათ რაიმე სახის გვერდით მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ ბროშურაში არ არის ჩამოთვლილი. იხ. ქვეთავი 4.

რა შედის ამ ბროშურაში

1. რა არის ტამიფლუ და რისთვის გამოიყენება ის

2. რა უნდა იცოდეთ ტამიფლუს მიღებამდე

3. როგორ მიიღება ტამიფლუ

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. ტამიფლუს შენახვის წესები

6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ტამიფლუ და რისთვის გამოიყენება ის

•ტამიფლუ გამოიყენება გრიპის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებში და ჩვილებში (მათ შორის დროულ ახალშობილებში). მისი გამოყენება შესაძლებელია, როდესაც გაქვთ გრიპის სიმპტომები, და გრიპის ვირუსი ვრცელდება თქვენს სოციალურ ჯგუფში.

· ტამიფლუს დანიშვნა შესაძლებელია ასევე მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში 1 წლის ასაკის შემდეგ გრიპის პრევენციისთვის, კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე - მაგალითად, თუ კონტაქტში იყავით გრიპით დაავადებულ ადამიანთან.

· ტამიფლუს დანიშვნა შესაძლებელია მოზრდილებში, მოზარდებში, ბავშვებსა და ჩვილებში (მათ შორის დროულ ახალშობილებში) პრევენციული მკურნალობის სახით გამონაკლის გარემოებებში - მაგალითად, თუ არის გრიპის გლობალური ეპიდემია (გრიპის პანდემია) და სეზონური გრიპის ვაქცინა შესაძლოა არ უზრუნველყოფდეს საკმარის დაცვას.

ტამიფლუ შეიცავს ოსელტამივირს, რომელიც ეკუთვნის ნეირამინიდაზას ინჰიბიტორების სახელით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ეს მედიკამენტები ახდენენ გრიპის ვირუსის ორგანიზმის შიგნით გავრცელების პრევენციას. ისინი ხელს უწყობენ გრიპის ვირუსული ინფექციის სიმპტომების შემსუბუქებას ან პრევენციას.

გრიპი წარმოადგენს ინფექციას, რომელსაც იწვევს ვირუსი. გრიპის სიმპტომები ხშირად მოიცავს უეცარ ცხელებას (37.8 °C-ზე მაღალი ტემპერატურა), ხველას, სურდოს ან ცხვირის დახშობას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და უკიდურეს დაღლილობას. ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა ინფექციებმაც გამოიწვიოს. ნამდვილი გრიპის ინფექცია ვითარდება მხოლოდ წლიური აფეთქებების (ეპიდემიების)დროს, როდესაც გრიპის ვირუსები ადგილობრივ თემში ვრცელდება. ეპიდემიის გარეშე პერიოდებში გრიპისმაგვარ სიმპტომებს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ტიპის დაავადებები იწვევს.

2. რა უნდა იცოდეთ ტამიფლუს მიღებამდე

არ მიიღოთ ტამიფლუ:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ოსელტამივირის ან ტამიფლუს ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილა ქვეთავში 6.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს,თუ ეს თქვენ გეხებათ. არ მიიღოთ ტამიფლუ.

სიფრთხილის ზომები:

ტამიფლუს მიღებამდე დარწმუნდით, რომ ექიმისთვის, რომელიც ამ მედიკამენტს გინიშნავთ, ცნობილია შემდეგი:

  • თუ ხართ ალერგიული სხვა მედიკამენტების მიმართ
  • თუ გაქვთ თირკმლის მხრივ პრობლემები თუ ასეა, თქვენი დოზა შესაძლოა შესწორებას საჭიროებდეს
  • თუ გაქვთ მძიმე კლინიკური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მოთავსებას მოითხოვს
  • თუ თქვენი იმუნური სისტემა არ მუშაობს
  • თუ გაქვთ ქრონიკული გულის დაავადება ან სასუნთქი სისტემის დაავადება .

ტამიფლუთი მკურნალობის განმავლობაში დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს :

· თუ ამჩნევთ ქცევის ან ხასიათის ცვლილებებს (ნეირო-ფსიქიატრიული მოვლენები), განსაკუთრებით ბავშვებში და მოზარდებში). ეს შეიძლება იყოს იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენების ნიშნები.

ტამიფლუ გრიპის ვაქცინა არ არის

ტამიფლუ ვაქცინა არ არის: ის მკურნალობს ინფექციას, ან ახდენს გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას. ვაქცინა გიქმნით ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ტამიფლუ არ შეცვლის გრიპის ვაქცინის ეფექტურობას, და შესაძლოა თქვენმა ექიმმა ორივე დაგინიშნოთ.

სხვა მედიკამენტების და ტამიფლუ

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ან ახლახან მიიღეთ რაიმე სახვა მედიკამენტი. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებსაც ექიმის რეცეპტი არ სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი მედიკამენტები:

· ქლორპროპამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ)

· მეტოტრექსატი (გამოიყენება ე.წ. რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ)

· ფენილბუტაზონი (გამოიყენება ტკივილის და ანთების სამკურნალოდ)

· პრობენიციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ)

ორსულობა და ძუძუთი კვება

უნდა უთხრათ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან თუ ცდილობთ დაორსულებას, რათა თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ტამიფლუს დანიშვნა.

ტამიფლუს გავლენა ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე უცნობია. უნდა უთხრათ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, რათა თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის ტამიფლუს დანიშვნა.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევის მისაღებად ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ტამიფლუ არ მოქმედებს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ინფორმაცია ტამიფლუს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ კაფსულაზე, ანუ ის ნატრიუმს პრაქტიკულად არ შეიცავს.

3. როგორ მიიღება ტამიფლუ

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ისე, როგორც ეს გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

მიიღეთ ტამიფლუ დაუყოვნებლივ, იდეალურ შემთხვევაში - გრიპის სიმპტომების დაწყებიდან ორი დღის განმავლობაში.

რეკომენდებული დოზები

გრიპის სამკურნალოდმიიღეთ ორი დოზა ყოველდღიურად. ჩვეულებრივ, მოსახერხებელია ერთი დოზის მიღება დილით, ხოლო მეორე დოზის - საღამოს. მნიშვნელოვანია მთლიანი 5-დღიანი კურსის ბოლომდე ჩატარება, მდგომარეობის ძალიან სწრაფად გაუმჯობესების დროსაც კი.

სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში მკურნალობა 10 დღეს გაგრძელდება.

გრიპის პრევენციისთვის, ან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ, მიიღეთ ერთ დოზა ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში. ჯობს, თუ დოზას მიიღებთ დილით საუზმის დროს.

განსაკუთრებულ გარემოებებში, როგორიცაა ფართოდ გავრცელებული გრიპი ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტები, მკურნალობა 6 ან 12 კვირამდე გაგრძელდება.

რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია პაციენტის სხეულის წონაზე.თქვენ უნდა გამოიყენოთ დასალევი კაფსულების ან სუსპენზიის ის რაოდენობა, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ.

 

მოზრდილები და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდები

 

სხეულის წონა გრიპის მკურნალობა: დოზა 5 დღის განმავლობაში გრიპის მკურნალობა (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები): დოზა10 დღის განმავლობაში * გრიპის პრევენცია: დოზა10 დღის განმავლობაში
40 კგ-ზე მეტი 75 მგ ** ორჯერ დღეში 75 მგ ** ორჯერ დღეში 75 მგ ** ერთხელ დღეში

*სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში მკურნალობა 10 დღეს გაგრძელდება.

**75 მგ შეიძლება მიიღოთ შემდეგი სახით: 30 მგ კაფსულას პლუს 45 მგ კაფსულა

1-დან 12 წლამდე ბავშვები

 

სხეულის წონა გრიპის მკურნალობა: დოზა 5 დღის განმავლობაში გრიპის მკურნალობა (იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები): დოზა10 დღის განმავლობაში * გრიპის პრევენცია : დოზა10 დღის განმავლობაში
10-დან 15 კგ-მდე 30 მგ დღეში ორჯერ 30 მგ დღეში ორჯერ 30 მგ დღეში ერთხელ
15 კგ-ზე მეტი და 23 კგ-მდე 45 მგ დღეში ორჯერ 45 მგ დღეში ორჯერ 45 მგ დღეში ერთხელ
23 კგ-ზე მეტი და 40 კგ-მდე 60 მგ დღეში ორჯერ 60 მგ დღეში ორჯერ 60 მგ დღეში ერთხელ
40 კგ-ზე მეტი 75 მგ** დღეში ორჯერ 75 მგ** დღეში ორჯერ 75 მგ** დღეში ერთხელ

*სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში მკურნალობა 10 დღეს გაგრძელდება.

**75 მგ შეიძლება მიიღოთ შემდეგი სახით: 30 მგ კაფსულას პლუს 45 მგ კაფსულა

1 წლამდე ასაკის ჩვილები (1-დან 12 თვემდე)

1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის ტამიფლუს მიცემა გრიპის პრევენციის მიზნით გრიპის პანდემიის დროს, დაფუძნებული უნდა იყოს ექიმის მსჯელობაზე პოტენციური რისკის და პოტენციური სარგებლის ერთმანეთთან შედარების გათვალისწინებით.

სხეულის წონა გრიპი სმკურნალობა: დოზა5 დღის განმავლობაში გრიპის მკურნალობა(იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები): დოზა10 დღის განმავლობაში* გრიპის პრევენცია:დოზა10 დღის განმავლობაში
3 კგ-დან 10+ კგ-მდე, 3 მგ ყოველ კგ სხეულისწონაზე **, დღეში ორჯერ 3 მგ ყოველ კგ სხეულისწონაზე**, დღეში ორჯერ 3 მგ კგ-ზე**,ერთხელ დღეში

*სუსტი იმუნური სისტემის მქონე ჩვილებში მკურნალობა 10 დღეს გაგრძელდება.

**მგ კგ-ზე= მგ ჩვილის სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე მაგალითად:
თუ 6 თვის ასაკის ჩვილი იწონის 8 კგ-ს, მისი დოზაა
8 კგ
x3 მგ კგ-ზე = 24 მგ

მიღების მეთოდი

ჩაყლაპეთ კაფსულა მთლიანად წყლის მიყოლებით. არ გატეხოთ ან არ დაღეჭოთ კაფსულები.

ტამიფლუს მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თუმცა საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს გულისრევის ან ღებინების ალბათობა.

ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ კაფსულების მიღება, შეუძლიათ მიიღონ მედიკამენტი სითხის სახით - ტამიფლუს პერორალური სუსპენზია.თუ გჭირდებათ ტამიფლუს პერორალური სუსპენზია, მაგრამ ის არ არის ხელმისაწვდომი თქვენს აფთიაქში, შეგიძლიათ ტამიფლუს თხევადი ფორმა ამ კაფსულებიდან დაამზადოთ. იხილეთ თხევადი ტამიფლუს დამზადება სახლში მომდევნო გვერდზე.

თუ ტამიფლუ საჭიროზე მეტი რაოდენობით მიიღეთ

შეწყვიტეთ ტამიფლუს მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევათა უმრავლესობაში, რაიმე სახის გვერდით მოვლენები მოხსენებული არ ყოფილა. მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო ისეთივე, როგორც ნორმალური დოზის მიღებისას, რაც ჩამოთვლილა ქვეთავში 4.

ტამიფლუს ჭარბი დოზის მიღება უფრო ხშირად იყო მოხსენებული ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებსა და მოზარდებში. საჭიროა სიფრთხილე, როდესაც ამზადებთ თხევად ტამიფლუს ბავშვებისთვის, და როდესაც ბავშვებს აძლევთ ტამიფლუს კაფსულებს ან თხევად ტამიფლუს.

თუ ტამიფლუს მიღება დაგავიწყდათ

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული კაფსულის სანაცვლოდ.

თუ ტამიფლუს მიღებას წყვეტთ

ტამიფლუს მიღების შეწყვეტა არ იწვევს გვერდით მოვლენებს. მაგრამ თუ ტამიფლუს მიღება წყდება უფრო ადრე, ვიდრე ექიმმა გირჩიათ, გრიპის სიმპტომები შესაძლოა თავიდან დაიწყოს. ყოველთვის დაასრულეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული კურსი.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდით მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდით მოვლენებიდან ბევრი შესაძლოა ასევე გრიპის მიერ იყოს გამოწვეული.

ოსელტამივირისბაზარზე რეგისტრაციის შემდეგ, იშვიათად იყო მოხსენებული ჩამოთვლილი სერიოზული გვერდით მოვლენები:

· ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები: მძიმე ალერგიული რეაქციები სახის და კანის შეშუპებით, ქავილის გამომწვევი გამონაყარი, დაბალი სისხლის წნევა და სუნთქვის გაძნელება

· ღვიძლის დაზიანება (ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ფუნქციის მოშლა და სიყვითლე): კანის და თვალის სკლერების გაყვითლება, განავლის ფერის შეცვლა, ქცევის შეცვლა

· ანგიონევროზული შეშუპება: კანის უეცარი მძიმე შეშუპება ძირითადად თავის და სახის არეში, მათ შორის თვალები და ენა, სუნთქვის გაძნელება

· სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი: გართულებული, შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, კანის გარეთა და შესაძლოა შიგნითა ფენის მძიმე ანთება, თავიდან ცხელებით, ყელის ტკივილით და სისუსტით, კანზე გამონაყარი, რომელსაც მოჰყვება ბუშტუკების გაჩენა, აქერცვლა, კანის დიდი მონაკვეთების აშრევება, შესაძლოა იყოს სუნთქვის გაძნელება და წნევის დაქვეითება

· სისხლდენა კუჭ ნაწლავის ტრაქტიდან: გახანგრძლივებული სისხლდენა მსხვილი ნაწლავიდან ან სისხლის ამოხველება

· ნეირო-ფსიქიატრიული დარღვევები, რაც აღწერილია ქვემოთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ სამედიცინო დახმარება.

ტამიფლუს ყველაზე ხშირად (ძლიან ხშირად და ხშირად) მოხსენებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლა, თავის ტკივილი და ტკივილი. ეს გვერდითი მოვლენები უხშირესად ვითარდება მედიკამენტის პირველი დოზის მიღების შემდეგ და ჩვეულებრივ, მკურნალობის გაგრძელებისას წყდება. ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლებულობს, თუ მედიკამენტი საკვებთან ერთად მიიღება.

იშვიათი, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები: დაუყოვნებლივ მიიღეთ სამედიცინო დახმარება

(ეს მოვლენები შეიძლება ჰქონდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს)

ტამიფლუთი მკურნალობის დროს, მოხსენებული იყო იშვიათი გვერდით მოვლენები, მათ შორის

· კრუნჩხვები და დელირიუმი, მათ შრის ცნობიერების შეცვლა

  • ცნობიერების დარღვევა, არანორმალური ქცევა

· ბოდვა, ჰალუცინაციები, აჟიტაცია, შფოთვა, კოშმარული სიზმრები

აღნიშნული სიმპტომები ძირითადად მოხსენებულია ბავშვებსა და მოზარდებში, ხშირად იწყება უეცრად და ძალიან სწრაფად უკუვითარდება. იშვიათ შემთხვევებში მოხსენებულია თვითდაზიანება, ზოგიერთი ფატალური გამოსავლით. ასეთი ნეირო-ფსიქიატრიული მოვლენები მოხსენებული იყო ასევე გრიპის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ტამიფლუს.

· საჭიროა პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების მკაცრი მონიტორინგი ზემოთ აღწერილ ქცევით დარღვევებზე.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისას,განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, აუცილებელია სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მიღება.

მოზრდილები და 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდები

ძალიან ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • თავის ტკივილი
  • გულისრევა.

ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

  • ბრონქიტი

· ჰერპესის ვირუსი

  • ხველა
  • თავბრუსხვევა
  • ტემპერატურა
  • ტკივილი

· ტკივილი კიდურში

  • სურდო

· ძილის პრობლემები

· ყელის ტკივილი

· მუცლის ტკივილი

  • დაღლილობა

· სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში

· ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ცხვირის, ყელის და სინუსების ანთება)

· კუჭის აშლა

  • ღებინება.

არცთუ ისე ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

· ალერგიული რეაქციები

· ცნობიერების შეცვლა

  • კრუნჩხვა

· გულის რითმის დარღვევა

· ღვიძლის ფუნქციის მოშლა მსუბუქიდან მძიმე ფორმებამდე

· კანის რეაქციები (კანის ანთება, წითელი და ქავილის გამომწვევი გამონაყარი, კანის აქერცვლა)

იშვიათი გვერდითი მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):

· თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება)

· მხედველობის დარღვევები.

1-დან 12 წლამდე ბავშვები

ძალიან ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

  • ხველა
  • ცხვირის დახშობა
  • ღებინება.

ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

· კონიუნქტივიტი (თვალების გაწითლება და გამონადენი თვალიდან, ან თვალის ტკივილი)

  • ყურის ანთება და ყურის სხვა პათოლოგია
  • თავის ტკივილი
  • გულისრევა
  • სურდო
  • მუცლის ტკივილი
  • სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში
  • კუჭის აშლა.

არცთუ ისე ხშირი გვერდით მოვლენები

(შეიძლება ჰქონდეს 100-დან 1-მდე ადამიანს):

  • კანის ანთება
  • დაფის აპკის დაავადებები.

1 წლამდე ასაკის ჩვილები

0 - 12 თვის ჩვილებში მოხსენებული მოვლენები ძირითადად იგივეა, რაც 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში. გარდა ამისა, მოხსენებულია ფაღარათი და საფენით გამოწვეული გამონაყარი.

თუ რომელიმე ამ გვერდით მოვლენებიდან მძიმდება, ან თუ ამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ბროშურაში, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მიუხედავად ამისა,

  • თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი რეგულარულად ცუდად გრძნობთ თავს, ან
  • თუ გრიპის სიმპტომები მძიმდება ან ტემპერატურის მომატება გრძელდება,

დაუყოვნებლივ უთხარით ეს თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენების მოხსენება

თუ გექნებათ რაიმე სახის გვერდით მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. ეს გულისხმობს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ამ ბროშურაში არ არის ჩამოთვლილი. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენები უშუალოდ მოხსენების ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდით მოვლენების მოხსენებით დაეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. ტამიფლუს შენახვის წესები

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვადის გასვლის თარიღის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე წარწერის „EXP“ შემდეგ. ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ არც ერთი მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტამიფლუ

· თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 75 მგ-ს ეკვივალენტურ ოსელტამივირს

· დანარჩენი ინგრედიენტებია:

კაფსულის შემადგენლობა: პრეჟელატინიზებული სახამებელი, ტალკი, პოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და ნატრიუმის სტეარილფუმარატი

კაფსულის გარსი: ჟელატინი, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171)

ტიპოგრაფიული საღებავი: შელაკი (E904), ტიტანის დიოქსიდი (E171) FD და C ლურჯი 2 (ინდიგო კარმინი E132).

როგორ გამოიყურება ტამიფლუ და პაკეტის შემადგენლობა

75 მგ-იანი მყარი კაფსულას აქვს ნაცრისფერი გაუმჭვირვალე კორპუსი წარწერით “ROCHE” და ბაცი ყვითელი გაუმჭვირვალე ხუფი, რომელზეც დაბეჭდილია „75 mg“. წარწერა დაბეჭდილია ლურჯად.

ტამიფლუ 75 მგ მყარი კაფსულები გამოდის ბლისტერის შეფუთვაში; თითოეულ შეფუთვაში დევს 10 კაფსულა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ასევე, იხილეთ : Tamiflu - ტამიფლუ 75მგ 10 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy