Stomgin - სტომგინი 200მლ

განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 10,91 GEL
მარაგშია
SKU
84643_3349

ჩვენება:გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.

ფორმა: ხსნარი 200 მლ , ფლაკონი №1

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება

პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .

შემადგენლობა:

ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ ); ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ ); თავშავას ბალახი (2,0 გ ); სალბის ფოთოლი (4,0 გ );   გვირილას ყვავილი (3,0 გ ); გულყვითელას ყვავილი (3 გ ); მუხის ქერქი (4,0 გ ); სპირტი (20,0 გ ); გამოხდილი წყალი (160 გ ).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი „სტომგინი „  მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას , კურნავს დაავადებულ ღრძილებს.

ჩვენებები:

პრეპარატი „სტომგინი „  გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.

მიღების წესი:

პირის ღრუში, მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ.

უკუჩვენებები: არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი .

შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე .

გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში №1

შენახვის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy