Paracetamol - პარაცეტამოლი 500მგ 20 ტაბლეტი

3,98 GEL
მარაგშია
SKU
83986_2844

ჩვენება:კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუალური ტკივილი, სიმპტომური მკურნალობისათვის, ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების დროს.

პარაცეტამოლი ნორმონი 500 მგ ტაბლეტები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

-     საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

-     დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

-     ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იხ. პარაგრაფი 4.

-     თუ ცხელების მიმდინარეობა უარესდება, ან არ უმჯობესდება 3 დღის შემდეგ და თუ ტკივილი არ იხსნება, ან უარესდება 5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.    რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ნორმონი და მისი გამოყენება;

2.    რა უნდა იცოდეს პაციენტმა პარაცეტამოლი ნორმონის მიღებამდე;

3.    პარაცეტამოლი ნორმონის მიღების წესი;

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5.    პარაცეტამოლი ნორმონის შენახვის წესი;

6.    შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

1.   რას წარმოადგენს პარაცეტამოლი ნორმონი და მისი გამოყენება 

პარაცეტამოლი მიეკუთვნება ანალგეზური და ანტიპირეტული მედიკამენტების ჯგუფს.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია პერიოდული, სუსტი ან ზომიერი ტკივილის, როგორიცაა კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კბილის ტკივილი და მენსტრუალური ტკივილი, სიმპტომური მკურნალობისათვის, ცხელებით მიმდინარე მდგომარეობების დროს.

2.   რა უნდა იცოდეს პაციენტმა პარაცეტამოლი ნორმონის მიღებამდე

·        დაუშვებელია პარაცეტამოლი ნორმონის მიღება:

-     თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) პარაცეტამოლის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

-     თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის რომელიმე დაავადება.

·        გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

-     დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, რომელიც მითითებულია მე-3 პარაგრაფში “პარაცეტამოლი ნორმონის მიღების წესი”.

-     არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის ერთდროულად მიღება სხვა მედიკამენტებთან, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, როგორიცაა გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რადგან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიონ ღვიძლის დაზიანება. დაუშვებელია პარაცეტამოლის შემცველი ერთზე მეტი მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

-     თუ პაციენტს აღენიშნება ანემია (ჰემოგლობინის დაბალი დონე სისხლში, რომელიც გამოწვეულია ერითროციტების რაოდენობის შემცირებით ან მის გარეშე), გულის ან ფილტვების დაავადებები ან თირკმლის დისფუნქცია, არ არის რეკომენდებული პარაცეტამოლი ნორმონით ხანგრძლივი მკურნალობა;

-     თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე დაზიანება, მედიკამენტის ორ მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს 8 საათი;

-     თუ პაციენტი ხშირად იღებს ალკოჰოლს, შეიძლება განვითარდეს ღვიძლის დაზიანება; თუ პაციენტს აღენიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმი, დაუშვებელია დღეში 2 გ-ზე მეტი პარაცეტამოლის მიღება;

-     თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა და მგრძნობიარეა აცეტილსალიცილის მჟავის მიმართ.

ანალიზებზე გავლენა

თუ პაციენტს ესაჭიროება რომელიმე ანალიზის ჩატარება (მათ შორის, სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, კანისმიერი სინჯები ალერგიული დიაგნოსტიკისათვის და ა.შ,), ექიმს უნდა ეცნობოს, რომ ის იღებს ამ მედიკამენტს, რადგან შეიძლება მან გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე. 

·   სხვა მედიკამენტები და პარაცეტამოლი ნორმონი 

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, ჩასახვის საწინააღმედგო ტაბლეტების, მცენარეული პრეპარატების და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

პარაცეტამოლი ურთიერთქმედებს შემდეგ მედიკამენტებთან: სისხლის შედედების საწინააღმდეგო შიგნით მისაღები მედიკამენტები (ვარფარინი, აცენოკუმაროლი); ეთილის სპირტი; ანტიკონვულსანტები (მაგ.: ფენიტოინი, ფენობარბიტალი, მეთილფენობარბიტალი, პრიმიდონი); ქლორამფენიკოლი; ესტროგენები; მარყუჟოვანი დიურეტიკები; იზონიაზიდი; ლამოტრიგინი; პრობენეციდი; პროპრანოლოლი; რიმფამპიცინი; ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ.: გლიკოპირონიუმი, პროპანთელინი); იონური ცვლის ფისი (ქოლესტირამინი); ზიდოვუდინი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ორსულობა: საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

საჭიროების შემთხვევაში პარაცეტამოლი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს. გამოყენებულ უნდა იქნას უმცირესი შესაძლო დოზა, რომელიც ამცირებს ტკივილს და/ან ხსნის ცხელებას და რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ტკივილი და/ან ცხელება არ მცირდება, ან პაციენტს ესაჭიროება მედიკამენტის მიღება უფრო ხშირად.

ძუძუთი კვება: ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პარაცეტამოლი შეიძლება მოხვდეს დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

·  ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

არ არსებობს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე რაიმე საზიანო გავლენის მტკიცებულება.

3.   პარაცეტამოლი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

პარაცეტამოლი ნორმონი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. ტაბლეტები შეიძლება გადაიყლაპოს მთლიანად ან გაყოფილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილები: ნახევარი ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე, (250-500 მგ) ყოველ 4-6 საათში. დაუშვებელია 3 გ-ზე მეტის მიღება 24 საათში. პარაცეტამოლის მაღალი დღიური დოზებით მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან იზრდება გვერდითი ეფექტების, როგორიცაა ღვიძლის დაზიანება, რისკი.

თუ ტკივილი გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, ცხელება - 3 დღეზე მეტ ხანს, ან ტკივილი ან ცხელება უარესდება, ან ჩნდება სხვა სიმპტომები, მკურნალობა უნდა შეჩერდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბავშვები: უნდა იქნას გამოყენებული დოზირების სქემა 10 მგ/კგ წონის, მინიმალური 4-საათიანი ინტერვალებით ან 15 მგ/კგ წონის ყოველ 6 საათში. მიახლოებითი ასაკი მხოლოდ საჩვენებლად არის მოცემული.

ქვემოთ მოცემული დოზები მიღებულ უნდა იქნას მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალით, არ უნდა იქნას გადაჭარბებული 5 დოზის მიღება 24 საათში.

6-10 წლის ბავშვები: ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 4-6 საათში, მაქსიმუმ 1-3 ტაბლეტი (1250-1500 მგ) 24 საათში ბავშვის წონის მიხედვით.

11 წლის ბავშვები: ნახევარი ტაბლეტი (250 მგ) ყოველ 4-6 საათში, მაქსიმუმ 4 ტაბლეტი (2000 მგ) 24 საათში.

12 წლის ზემოთ ასაკის მოზარდები: ერთი ტაბლეტი (500 მგ) ყოველ 4-6 საათში, მაქსიმუმ 5 ტაბლეტი (2500 მგ) 24 საათში.

პარაცეტამოლი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

სიმპტომები მოიცავს ღებინებას, თავბრუსხვევას, მადის დაკარგვას, სიყვითლეს (კანისა და ლორწოვანი გარსების გაყვითლება), მუცლის ტკივილს, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობას. დოზის გადაჭარბებისას პაციენტების მკურნალობა სწრაფად უნდა მოხდეს სამედიცინო ცენტრში მიუხედავად მნიშვნელოვანი სიმპტომების ან ნიშნების არარსებობისა, რადგან შეიძლება განვითარდეს სიკვდილი დოზის გადაჭარბებიდან არა იმავე, არამედ მესამე დღეს. სიკვდილი დგება ღვიძლის ნეკროზის შედეგად. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა.

საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. 

ინფორმაცია ექიმისათვის: ყველა შემთხვევაში აუცილებელია ასპირაციის და კუჭის ამორეცხვის ჩატარება, უმჯობესია დოზის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი პარაცეტამოლით გამოწვეული ინტოქსიკაციის, N-აცეტილცისტეინის, წინააღმდეგ.

· პარაცეტამოლი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის გამოტოვებისას, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, არ უნდა იქნას მიღებული გამოტოვებული დოზა და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პარაცეტამოლი ნორმონიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

აღწერილი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებული მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში); ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში); ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

გვერდითი მოვლენები ძირითადად იშვიათი ან ძალიან იშვიათია.

ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის პათოლოგიები: იშვიათი: საერთო სისუსტე. ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც მარტივი გამონაყარი კანზე (კანის სიწითლე ან შეშუპება) ან ჭინჭრის ციება, ასევე ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია). 

გასტროინტესტინალური დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის ტრანსამინაზების (ღვიძლის ფერმენტების) დონის მომატება. ძალიან იშვიათი: ჰეპატოტოქსიკურობა (სიყვითლე).

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: ძალიან იშვიათი: სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: ძალიან იშვიათი: სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.

ვასკულარული დარღვევები: იშვიათი: ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება).

თირკმლის და შარდვის დარღვევები: ძალიან იშვიათი: სტერილური პიურია (მღვრიე შარდი), გვერდითი ეფექტები თირკმელზე.

ძალიან იშვიათად აღინიშნა კანის მძიმე რეაქციები. 

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. 

5.   პარაცეტამოლი ნორმონის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, ინახება ორიგინალი შეფუთვით.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6.   შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს პარაცეტამოლი ნორმონი 500 მგ

აქტიური ნივთიერებაა პარაცეტამოლი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი და სტეარის მჟავა.

პარაცეტამოლი ნორმონი ფორმა და შეფუთვა

პარაცეტამოლი ნორმონი 500 მგ ტაბლეტებია. ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი, ნაჭდევით და ტაბლეტები იყოფა. შეფუთვა შეიცავს 20 ტაბლეტს პვქ/ალუმინის ბლისტერებზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა20
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy