Orthomol - ორთომოლი ტენდო
ჩვენება: სპორტსმენები და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა,ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებები იოგოვან აპარატში.
ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!
ორთომოლ® ტენდო
მყესოვანი და იოგოვანი აპარატის მხარდასაჭერად!
გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.
რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?
ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების - განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს.
ორთომოლ® ტენდო ინოვაციური კვებითი დანამატია, რომელიც შეიქმნა კუნთოვანი, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის, იოგების, მყესების დაზიანების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. ორთომოლ® ტენდო ამცირებს შეშუპებას და ტკივილს, აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, რითაც აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ორთომოლ® ტენდო განკუთვნილია აქტიური სპორტსმენებისთვის და მძიმე ფიზიკური დატვირთვის მქონე პირებისთვის.
ორთომოლ® ტენდო კომპლექსის რეგულარული მიღებით:
· იზრდება იოგების და მყესების ელასტიურობა და ამტანობა დატვირთვის მიმართ
· მცირდება კუნთოვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების ხარისხი
· უმჯობესდება ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა
· მცირდება ანთებითი პროცესების პროგრესირება, შეშუპება და ტკივილი
· რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა სახსარგარე და სახსარშიდა ქსოვილებში
ორთომოლ® ტენდოში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:
გლუკოზამინის სულფატი + ქონდროიტინის სულფატი ხსნის ანთებით პროცესს ქსოვილებში, აუმჯობესებს სახსრების მობილობას, ააქტიურებს ჰიალურონის მჟავის სინთეზს, უნარჩუნებს სახსარს სიმკვრივეს მექანიკური დატვირთვის დროს.
ჰიალურონის მჟავა + კოლაგენის ჰიდროლიზატი უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცეს და ელასტიურობას, ხელს უწყობს მყესების და იოგოვანი აპარატის აღდგენას, ამცირებს ტკივილის ინტენსივობას.
ვიტამინი A + E + თუთია + ვიტამინი C მონაწილეობს ჰიალურონის და ქონდროიტინის სინთეზში, კოლაგენის ფორმირებაში, ამცირებს სახსარში ანთების ხარისხს.
B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი + ვიტამინი D თრგუნავს ანთების მარკერების აქტივობას ართროზის, ართრიტის, რევმატიზმის და სახსრების სხვა დეგენერაციული დაავადებების დროს, აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის და იოგოვანი აპარატის მთლიანობის აღდგენას ტრავმების შემდეგ.
სელენი + ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენაში, ინარჩუნებს სასახსრე ხრტილის ელასტიურობას და აუმჯობესებს სახსარშიდა დატენიანებას.
მანგანუმი + სპილენძი + მოლიბდენი + ბრომელენი + ვაშლის ბიოფლავონოიდების ექსტრაქტი + ციტრუსის ბიოფლავონოიდები + შერეული კაროტინოიდები + პაპაინი ამცირებს ტკივილს და ანთებას სახსარში, მონაწილეობს მყესების და იოგოვანი აპარატის ფორმირებაში.
ჩვენება:
· მყესების და იოგების დაზიანება გამოწვეული ტრავმით ან ინფექციებით (ტენდონიტი, ართრიტი, ტენოსინოვიტი)
· ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებები იოგოვან აპარატში
· დეკერვენის დაავადება (მაჯის, წვრილსახსროვანი პერიართრიტი, ცერა თითის, მყესოვანი აპარატის პათოლოგია)
· მყესის ანთება (ტერფის, აქილევსის მყესი, ჩოგბურთის იდაყვი)
· მყესის დაჭიმვა (მუხლის, ზურგის, ხელის მტევნის, იდაყვის, მხრის)
· პრე და პოსტოპერაციული პერიოდი (ტრავმული მოტეხილობის დროს)
· სპორტსმენები და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.
შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 17გ) + 1 ტაბლეტი და 2 კაფსულა (1.9გ) შეიცავს:
შემადგენლობა | დღიური დოზა | %NRV** |
გლუკოზამინის სულფატი | 800 მგ | |
ქონდროიტინის სულფატი | 300 მგ | |
ჰიალურონის მჟავა | 50 მგ | |
კოლაგენის ჰიდროლიზატი | 5000 მგ | |
ლუთეინი | 800 მკგ | |
ლიკოპენი | 200 მკგ | |
ვაშლის ექსტრაქტი | 50 მგ | |
ასტაქსანტინი | 200 მკგ | |
ანანასის ექსტრაქტიდან მიღებული ფერმენტი ბრომელინი | 104 მგ | |
პაპაიას ექსტრაქტიდან მიღებული ფერმენტი პაპაინი | 67 მგ | |
ციტრუსის ბიოფლავონოიდები | 25 მგ | |
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები | 750 მგ | |
EPA | 500 მგ | |
DHA | 200 მგ | |
ვიტამინები: | ||
ვიტამინი A | 1,042 მკგ RE° | 130 |
ბეტა კაროტინი | 667 მკგ RE° | |
ვიტამინი D | 15 მკგ (600 სე°°) | 300 |
ვიტამინი E | 70 მგ TE°°° | 583 |
ვიტამინი C | 530 მგ | 663 |
თიამინი B1 | 4 მგ | 364 |
რიბოფლავინი B2 | 5 მგ | 357 |
ნიაცინი | 30 მგ NE* | 188 |
ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
ფოლის მჟავა | 400 მკგ | 200 |
ვიტამინი B12 | 9 მკგ | 360 |
ბიოტინი | 150 მკგ | 300 |
პანტოთენი | 18 მგ | 300 |
მინერალები: | ||
მაგნიუმი | 100 მგ | 27 |
თუთია | 5 მგ | 50 |
სპილენძი | 1 მგ | 100 |
მანგანუმი | 2 მგ | 100 |
სელენი | 50 მკგ | 91 |
მოლიბდენი | 50 მკგ | 100 |
• ° RE = რეტინოლის ექვივალენტები
• °° IU = საერთაშორისო ერთეულები
• °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტები
• *NE = ნიაცინის ექვივალენტები
• ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, კოლაგენის ჰიდროლიზატი (ცხოველური) (26%), მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, D-გლუკოზამინის სულფატი (კიბორჩხალებიდან), თევზის ზეთი (5.2%), L-ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის კარბონატი, ქონდროიტინის სულფატი, ჟელატინი (საქონლის), დამატენიანებელი გლიცერინი, კალციუმის ფოსფატები, სილიციუმი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, ანანასის ღეროს ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბრომელინს (Ananas comosus-დან) (0.7%), მიკროკრისტალური ცელულოზა, პაპაია (0,4%), ნატრიუმის ჰიალურონატი, ვაშლის ექსტრაქტი, თუთიის გლუკონატი, აცესულფამი K, ბიოფლავონოიდების შემცველი ციტრუსის ექსტრაქტი (Citrus sp.), ნიკოტინამიდი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, კალციუმი, პანტოთენატი, კარბოქსიმეთილცელულოზა, დამცავი აგენტი ეთილცელულოზა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მანგანუმის სულფატი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, რკინის ოქსიდები, ბეტა-კაროტინი, მაგნიუმის მჟავა, ალტერნატიული ცხიმოვანი მარილები, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რეტინილაცეტატი, კალციუმის კარბონატი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ლიკოპენი, ციანკობალამინი.
ორთომოლ® ტენდოს მიღების წესი:
მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1 ტაბლეტი (ფერმენტი), ხოლო ჭამის შემდეგ 1 პაკეტი გრანულები (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) + 2 კაფსულა მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის მანძილზე. ორთომოლ® ტენდოს მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.
გაფრთხილება:
· ორთომოლ®ტენდო შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება
· გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება
ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:
· ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
· პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე
· არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)
· წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე
· თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით
კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:
· ISO 22000/GMP
· International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი)
· BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი)
· Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის)
· Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა)
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 1 ტაბლეტი + 2 კაფსულა).
მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account