Orthomol - ორთომოლი მენტალი

განსაკუთრებული ფასი 133,58 GEL რეგულარული ფასი 267,16 GEL
მარაგშია
SKU
88019_2580

ჩვენება:ძლიერი გონებრივი გადატვირთვა,მეხსიერების დაქვეითება,ნევროლოგიური დაავადებების პრევენცია.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® მენტალი

პრემიუმ ხაზი - მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® მენტალი შექმნილია მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მასში შემავალი ნივთიერებების სინერგიზმი განსაზღვრავს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ისეთი იშემიური პროცესების მიმართ, რომელიც აზიანებს და აქვეითებს ნეირონების აქტივობას.

·        ასტიმულირებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას

·        აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას და კოგნიტურ ფუნქციებს

·        ინარჩუნებს ნეიროტრანსმიტერულ ენერგო ბალანსს

·        გამოიყენება ცნს-ის დაავადებების საპრევენციოდ

·        ზრდის მდგრადობას ფიზიკური და ემოციური სტრესის მიმართ

·        არეგულირებს პერიფერიულ და ცენტრალურ სისხლის მიმოქცევას 

·        მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

ორთომოლ® მენტალში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები: 

ფოსფატიდილსერინი + ფოსფატიდილქოლინი - უჯრედული მემბრანის ძირითადი საშენი მასალაა, მონაწილეობს უჯრედების დაცვასა და აღდგენაში, განსაკუთრებით მნიშნელოვანია თავის ტვინის და ნერვული უჯრედებისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას, განწყობას, ამცირებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაღლილობას, ხსნის კუნთებში სიმძიმის და ტკივილის შეგრძნებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ვიტამინი C + E + A + სელენი + თუთია - იცავს ნეირონებს თავისუფალი რადიკალებისგან, აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს.

ვიტამინი D - ხელს უწყობს გუნება-განწყობის და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

L-კარნიტინი + კოენზიმი Q10 - აუმჯობესებს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ზრდის სტრესისადმი ორგანიზმის მდგრადობას.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი - არეგულირებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში, აძლიერებს ჟანგბადის და გლუკოზის მიწოდებას ნეირონებში - აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს (ყურადღება, აღქმა, მეხსიერება, მეტყველება), გამოიყენება კოხრეალური ნერვის და ტინიტუსების დროს.

B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი + რესვერატროლი  - ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ემოციური სტრესის მიმართ, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ვიტამინი B12 განსაკუთრებით სასარგებლოა იშემიურ-რეპერფუზიული დაზიანების დროს.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები - აუმჯობესებს ნეიროტრანსმიტერულ აქტივობას, ზრდის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ამცირებს დაღლილობას.

ყურძნის წიპწების ექსტრაქტი - ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს ნეირონებს გლუტამატის დამაზიანებელი მოქმედებისგან. 

ციტრუსის ბიოფლავონოიდები, ტერპენოიდები -  ძლიერი ანტიოქსიდანტებია, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს ანთებით პროცესებს.

ორთომოლ®მენტალი შექმნილია ყველა იმ მტკიცებულების გათვალისწინებით, რომელიც აჩვენებს, რომ საკვები დანამატების მიღება მნიშვნელოვანია TBI-ის (TBI - ტვინის ტრავმული დაზიანების მაჩვენებელი) აღდგენაში და  ნეირონების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

ჩვენება:

·        ძლიერი გონებრივი გადატვირთვა

·        მეხსიერების დაქვეითება

·        ნევროლოგიური დაავადებების (ალცჰაიმერის, პარკინსონის, შიზოფრენიის, ნევროზის, ინსულტის, ფსიქოზის, აპათიის, დეპრესიის, უძილობის) პრევენცია

·        მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება)

·        მენეჯერის სინდრომი

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 14 გ) + 3 კაფსულა (2.2 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ფოსფატიდილსერინი 150 მგ  
ფოსფატიდილქოლინი 50 მგ  
გინკგო ბილობას ექსტრაქტი  100 მგ  
მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი 100 მგ  
ყურძნის წიპწების ექსტრაქტი 37 მკგ  
ოლიგომერული პროანტოციანიდინები (OPC) 10 მკგ  
ციტრუსის ბიოფლავონოიდები 5 მგ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი 200 მკგ  
კოენზიმ Q10 5 mg  
L-კარნიტინი  100 მგ  
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები  480 მგ  
EPA  44 მგ  
DHA  370 მგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A        633 მკგ RE° 79
ბეტა კაროტინი 333 მკგ RE°  
ვიტამინი D      15 მკგ (600 სე)°° 300
ვიტამინი E  70 მგ ალფა TE°°° 583
ვიტამინი C  300 მგ 375
თიამინი B1 8 მგ  727
რიბოფლავინი B2  8 მგ 571
ნიაცინი   35 მგ NE* 219
ვიტამინი B6   10 მგ 714  
ფოლის მჟავა   300 მკგ 150
ვიტამინი B12  9 მკგ 360
ბიოტინი  100 მკგ 200
პანტოთენი  18 მგ 300
მინერალები: 
მაგნიუმი  100 მგ 27
თუთია  5 მგ 50
სელენი  50 მკგ 91


•    ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

•    °° IU = საერთაშორისო ერთეული

•    °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

•    *NE = ნიაცინის ექვივალენტი

•    ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ნატრიუმის სელენატი, კალციუმ-D-პანტოტენატი, სოიოს ექსტრაქტი ტოკოფეროლებით, ტიტანის დიოქსიდის ფერი, ციტრუსის ექსტრაქტი ბიოფლავონოიდებით, ციანკობალამინი, ცხიმოვანი მჟავების მონო დიგლიცერიდები ემულგატორები, ვიტამინი E, რიბოფლავინი, მალტოდექსტრინი, სუკროდექსტრინი. ბიოტინი, ქოლეკალციფეროლი, ფორთოხლის ფხვნილი, სპილენძის შემცველი ქლოროფილინის კომპლექსი, L-კარნიტინი, არომატიზატორი, ღვინის მჟავა, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, საქაროზა, ლუთეინი, რკინის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, თევზის ზეთი, ყურძნის ექსტრაქტი პროციანიდინებით, მოდიფიცირებული სახამებელი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რეტინოლის აცეტატი, ტენიანობის რეგულატორი გლიცერინი, თიამინის მონონიტრატი, ლიკოპენით გამდიდრებული პომიდვრის ექსტრაქტი, აცესულფამი K დამატკბობელი, გინგკო ბილობას ექსტრაქტი ფლავონის გლიკოზიდებით, მცენარეული ზეთით. მაგნიუმის ციტრატი,  ნიკოტინამიდი, კოენზიმ Q10, სოიოს ლეციტინის კონცენტრატი ფოსფოლიპიდებით, ლიმონმჟავა, ბეტა-კაროტინი.

ორთომოლ® მენტალის მიღების წესი:

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ  წყალში) და 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ®მენტალის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: 

·        გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (გრანულები) + №30 პაკეტი (თითო პაკეტში 3 კაფსულა).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy