Orthomol - ორთომოლი ვიჟენი

განსაკუთრებული ფასი 85,11 GEL რეგულარული ფასი 170,22 GEL
მარაგშია
SKU
88023_2580

ჩვენება:გლაუკომა,ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD) მშრალი და სველი ფორმა,დიაბეტური რეტინოპათია.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი® ვიჟენი

ინოვაციური ფორმულა თვალის დაავადებების და მისი გართულებების საპრევენციოდ

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ვიჟენის ინოვაციური კომპლექსი შექმნილია დამოუკიდებელი კვლევების საფუძველზე თვალის პროგრესირებადი დაავადებების სამკურნალოდ და საპრევენციოდ.

ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ელექტრო მოწყობილებები, კომპიუტერი, ულტრაიისფერი გამოსხივება (ლურჯი სხივი), რადიაცია იწვევს თვალის  დაზიანებას და მხედველობის გაუარესებას.

ორთომოლ® ვიჟენის კომპლექსის რეგულარული მიღება:

·        აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს და ოპტიკურ მაჩვენებელს

·        ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: კატარაქტა, გლაუკომა, ასაკობრივი მაკულის დეგენერაცია (AMD), ამბლიოპია, მიოპია, ბადურის პათოლოგიები

·        ზრდის თერაპიულ ეფექტს თვალის დაავადებების მკურნალობის დროს

·        იცავს თვალს ულტაიისფერი სხივის დამაზიანებელი ზემოქმედებისგან

·        ააქტიურებს ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას VGF ეფექტით 

·        აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მხედველობის ორგანოებში

გლაუკომა, ბადურას ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია მძიმე დაავადებებს მიეკუთვნება, რომელიც მასშტაბურ პრობლემად იქცა მთელს მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD) თვალის დაავადებებს შორის 54.4%-ს შეადგენს, რომელიც იწვევს ცენტრალური მხედველობის დაკარგვას. 

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია ვითარდება „მშრალი“ და „სველი“ ფორმით. „მშრალი“AMD გხვდება შემთხვევათა დაახლოებით 80%-ში, „სველი“ 20%-ში.

ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD) ვითარდება 50 წლის ასაკის ზემოთ. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებია: 

·        მდედრობითი სქესი

·        ასაკი (>50)

·        ღია თვალის ფერი

·        გენეტიკური წინასწარგანწყობა და ოჯახური ანამნეზი

·        არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება, სიმსუქნე

·        დისლიპიდემია

·        შაქრიანი დიაბეტი ტიპი II

·        არტერიული ჰიპერტენზია

·        თამბაქოს მოხმარება 

ჩატარდა ფართო-მასშტაბიანი ARED კვლევა ამერიკის თვალის ეროვნული  ინსტიტუტის (NIH) მიერ, რომელშიც 3,600 AMD-ის მქონე მამაკაცმა და ქალმა (ასაკით 55 და 80 წელი)  მიიღო მონაწილეობა. კვლევამ, რომელიც გრძელდებოდა ერთი წელი, დაადასტურა, რომ C და E ვიტამინების, ბეტა-კაროტინის,  თუთიის და სპილენძის   კომბინაცია დადებით ეფექტს ახდენს  ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის პროგრესირებაზე. 

გლაუკომა დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია თვალშიდა წნევის მატებით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითების და სრული დაკარგვის მიზეზი გახდეს. სიმპტომები გვიან ვლინდება და აღდგენას არ ექვემდებარება, ამიტომ მნიშვნელოვანია საპრევენციო ღონისძიებების დროული ჩატარება. გლაუკომა გენეტიკური დაავადებაა და გადაეცემა მემკვიდრეობით. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებია: 

·        ასაკი (>60)

·        ინტრაოკულარული წნევა

·        გენეტიკური წინასწარგანწყობა და ოჯახური ანამნეზი

·        არაბალანსირებული კვება, სიმსუქნე

·        გულის დაავადებები

·        შაქრიანი დიაბეტი ტიპი II

·        არტერიული ჰიპერტენზია

·        კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენება

·        ამბლიოპია

კატარაქტა თვალის ბროლის შემღვრევაა, რომლის დროსაც დაქვეითებულია მხედველობის სიმახვილე, გაძნელებულია ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება და შესაბამისად უარესდება ცხოვრების ხარისხი. სიბრმავის 51% კატარაქტაზე მოდის. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებია: 

·        ასაკი (>50)

·        ულტრაიისფერი დასხივება

·        გენეტიკური წინასწარგანწყობა და ოჯახური ანამნეზი

·        არაბალანსირებული კვება, სიმსუქნე

·        ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

·        შაქრიანი დიაბეტი ტიპი II

·        არტერიული ჰიპერტენზია

·        კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენება

ამბლიოპია წარმოადგენს მხედველობის ერთმხრივ ან ორმხრივ დაქვეითებას. არ ექვემდებარება ოპტიკურ კორექციას. თან ახლავს ფერების აღქმის დაქვეითება, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობის და სინათლის შეგრძნების დაქვეითება.

ორთომოლ® ვიჟენში შემავალი მიკრონუტრიენტების თვისებები:

ლუთეინი და ზეაქსანტინი იცავს თვალს თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, არ სინთეზირდება ორგანიზმში და საჭიროა მათი მიღება საკვებით და საკვები დანამატებით. მხედველობის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბადურის ცენტრალურ ნაწილთან, კერძოდ მაკულის (ყვითელი ლაქა) – დრუზებთან, რომელიც პასუხისმგებელია ენდოგენური, ანტიოქსიდანტური სისტემის (VGF) აქტივობაზე. მცენარეული კაროტინოიდები (ლუთეინი, ზეაქსანტინი) გროვდება მაკულაში, თრგუნავენ ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე, მონაწილეობს მხედველობის ნერვის მიელინის გარსის ფორმირებაში.

A ვიტამინი თვალისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი აქტიური ფორმა უკავშირდება ცილა ოფსინს და წარმოქმნის მხედველობის პიგმენტს როდოფსინს, რომლის გარეშეც შეუძლებელია სინათლის და სიბნელის აღქმა, ფერების გარჩევა. იცავს თვალის რქოვანას და კონიუნქტივას მაკულის დეგენერაციული პროცესებისგან. 

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), თუთია და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (DHA)  უზრუნველყოფს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას. ეფექტი შესამჩნევია 250 მგ DHA დღიური მიღებით. სისხლში ბეტა-კაროტინის, ალფა-კაროტინის და კრიპტოქსანთინის მაღალი შემცველობა 25%-ით ამცირებს ასაკთან დაკავშირებულ მაკულის დეგენერაციის რისკს.

ვიტამინი C, ვიტამინი E, თუთია და სელენი იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. თუთია ხელს უწყობს ნახშირწყლების ნორმალურ მეტაბოლიზმს. თუთია და სელენის არასაკმარისმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება, თვალის დაძაბვა, სიმშრალე და მხედველობის ნერვის დისტროფია.

ვიტამინი B1 (თიამინი), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი B6, ვიტამინი B12, ვიტამინი C, ბიოტინი და ნიაცინი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას (მხედველობის ნერვის ჩათვლით), ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს.

 ჩვენება:

·        გლაუკომა

·        ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD) მშრალი და სველი ფორმა

·        ამბლიოპია, მიოპია

·        დიაბეტური რეტინოპათია

·        ბადურის იშემიურ-რეპერფუზიული დაზიანება

·        კონტაქტური ლინზების მოხმარება

·        კომპიუტერის ეკრანთან 4 საათზე მეტი ხნით ყოფნა

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შემადგენლობა: დღიური დოზა 3 კაფსულა (2 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
ვიტამინები:
ლუთეინი 10 მგ  
ლიკოპენი  1 მგ  
ზეაქსანტინი   2 მგ  
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები   360 მგ  
EPA  30 მგ  
DHA  300 მგ  
ბიოფლავონოიდები (მიღებული ციტრუსის და ყურძნის წიპწების ექსტრაქტიდან) 50 მგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A    600 მკგ RE° 75
ვიტამინი D      15 მკგ (600 სე)°°  300
ვიტამინი E  73 მგ ალფა-TE°°° 608
აქედან გამა ტოკოფეროლი 10 მგ  
ვიტამინი C  200 მგ 250
თიამინი B1 2 მგ  182
რიბოფლავინი B2  2.5 მგ 179
ნიაცინი   20 მგ NE* 125
ვიტამინი B6  2.5 მგ 179
ფოლის მჟავა   400 მკგ 200
ვიტამინი B12  9 მკგ 360
ბიოტინი  150 მკგ 300
პანტოთენი  15 მგ 250
მინერალები: 
თუთია  15 მგ 150
სელენი  60 მკგ 109
ქრომი  60 მკგ 150

 

·        ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

·        °° IU = საერთაშორისო ერთეული

·        °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

·        *NE = ნიაცინის ექვივალენტი

·        ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: თევზის ზეთი (27%), ჟელატინი (ცხოველური), L-ასკორბინის მჟავა, გლიცერინი, მცენარეული ზეთები (ქოქოსის და მზესუმზირის ზეთი ცვლადი პროპორციით), თუთიის გლუკონატი, DL-ალფა ტოკოფერილ აცეტატი, ციტრუსის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს ბიოფლავონოიდებს (Citrus sp . ), ემულგატორი ლეციტინები, ცხიმოვანი მჟავების ემულგატორი მონო - და დიგლიცერიდები, კალციუმის D-პანტოთენატი, ნიკოტინამიდი, ლიკოპენი, ლუთეინის შემცველი ერექტას ექსტრაქტი (0.6%), ბიოფლავონოიდების შემცველი (ვიტიაროპეს ექსტრაქტი) ფერადი რკინის ოქსიდები, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის მონონიტრატი, რიბოფლავინი, ზეაქსანტინის შემცველი წიწაკის ექსტრაქტი (Capsicum annuum) (0.1%), რეტინილ პალმიტატი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, ქრომის (III) ქლორიდი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

ორთომოლ® ვიჟენის მიღების წესი:

მიიღება 3 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან მის შემდეგ მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს დღის  მანძილზე. ორთომოლ® ვიჟენის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება:  არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი (თითო პაკეტში 3 კაფსულა, სულ 90 კაფსულა).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy