Orthomol - ორთომოლი ართრო პლუსი

განსაკუთრებული ფასი 137,42 GEL რეგულარული ფასი 274,83 GEL
მარაგშია
SKU
88015_2580

ჩვენება: ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა,ართრიტი და ართროზი.

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლ® ართრო პლიუსი 

ჯანსაღი სახსრები ნებისმიერ ასაკში!  

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს ახალი თაობის, ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.

რა არის ორთომოლეკულური მედიცინა?

ორთომოლეკულური მედიცინა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას, დაავადებების პროფილაქტიკას და მკურნალობას   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების - ორთომოლეკულების -  განსაზღვრული დოზების და სწორი კომბინაციების გამოყენებით. ორთომოლეკულების (ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, პრებიოტიკები, პრობიოტიკები და ა.შ) ოპტიმალური მიწოდება ორგანიზმში უჯრედულ დონეზე აღადგენს მოლეკულურ დისბალანსს, მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს, ახდენს PH -ის ნორმალიზებას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, სხვადასხვა ორგანოებსა და სისტემებზე ზემოქმედებით აღადგენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ბალანსს. 

ორთომოლ® ართრო პლიუსი ინოვაციური ფორმულაა ძვალ-სახსროვანი სისტემის დისტროფიულ-დეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ართროზის და ართრიტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ, რომელიც ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას.

ორთომოლ® ართრო პლიუსის რეგულარული მიღება:

·        უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას

·        ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას

·        ხელს უშლის ართრიტის და ართროზის პროგრესირებას

·        უზრუნველყოფს სახსრების ელასტიურობას და მობილობას

·        ამცირებს ტკივილს 77,8% - ით 

·        ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებას 73 % - ით 

·        ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სახსრების დისტროფიულ-დეგენერაციული ცვლილებების დროს

·        მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს

ორთომოლ® ართრო პლიუსში შემავალი კომპონენტების თვისებები: 

გლუკოზამინის სულფატი + ქონდროიტინის სულფატი ასტიმულირებს სინოვიალური სითხის წარმოქმნას, აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს, ხელს უშლის და ამცირებს შემაერთებელ ქსოვილში ანთებითი პროცესების განვითარებას, აფერხებს ძვლოვან და ხრტილოვან ქსოვილში დესტრუქციულ პროცესებს, ამცირებს კალციუმის დანაკარგს.

Ჰიალურონის მჟავა ქმნის დამატენიანებელ ეფექტს დაზიანებული სახსრისთვის. ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის განლევას, ხსნის შეშუპებას და ტკივილს სახსარში.

კოლაგენის ჰიდროლიზატი ააქტიურებს სახსრებში სითხის რეპროდუქციას, ხელს უწყობს  შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილის რეგენერაციას და ეფექტურად აღადგენს სახსრების მობილობას. 

ვიტამინი A + C + E + თუთია + სელენი ასტიმულირებს ჰიალურონის, ქონდროიტინის და კოლაგენის სინთეზს, ამცირებს სახსარში ანთებით პროცესებს, ზრდის სახსრების მობილობას.

ვიტამინი D + კალციუმი + ვიტამინი K უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს, ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს სახსრების ტკივილს.

B ჯგუფის ვიტამინები + მაგნიუმი ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და ამცირებს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების ხარისხს.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ინარჩუნებს მყესების, იოგების, სასახსრე ხრტილების ელასტიურობას, აუმჯობესებს სახსარშიდა დატენიანებას.

N-აცეტილ-L-ცისტეინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, თრგუნავს პრო-ანთებით მედიატორებს, რის შედეგადაც მცირდება ტკივილი და შეშუპება.

სპილენძი + მანგანუმი + ციტრუსის ბიოფლავონოიდები + ლუთეინი + ლიკოპენი  ამცირებს სახსრებში ანთებითი პროცესების სიმძიმეს, ხსნის შეშუპებას და ტკივილს.

ჩვენება:

·        ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა

·        ართრიტი და ართროზი

·        სახსრების, ხრტილების და მყესების ტრავმული დაზიანება 

·        ოსტეოქონდროზი და სპონდილოზი

·        45 წლის ზემოთ ძვალ- სახსროვანი სისტემის დეგენერაციულ დისტროფიული პროცესების პრევენცია 

·        ჭარბი წონა (სახსრების დაზიანებით მიმდინარე)

·        ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა 

·        სპორტსმენები

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე ასაკი.

შემადგენლობა: დღიური დოზა 1 პაკეტი (გრანულები 15 გ) + 2 კაფსულა (1.4 გ) შეიცავს:

შემადგენლობა დღიური დოზა %NRV**
გლუკოზამინის სულფატი 1.100 მგ  
ქონდროიტინის სულფატი 400 მგ  
ჰიალურონის მჟავა  50 მგ  
კოლაგენის ჰიდროლიზატი  2.5 გ  
ლუთეინი 800 მკგ  
ლიკოპენი  200 მკგ  
N-აცეტილ L-ცისტეინი  100 მგ  
ციტრუსის ბიოფლავონოიდები 50 მგ  
ომეგა 3 - ის ცხიმოვანი მჟავები  750 მგ  
EPA 500 მგ  
DHA  200 მგ  
ვიტამინები:
ვიტამინი A     708 მკგ RE° 89
ბეტა კაროტინი   333 მკგ RE°  
ვიტამინი D    15 მკგ (600 სე) °° 300
ვიტამინი E  120 მგ ალფა-TE°°° 1000
ვიტამინი K 60 მკგ 80
ვიტამინი C  475 მგ 594
თიამინი B1 4 მგ  364
რიბოფლავინი B2  5 მგ 357
ნიაცინი   30 მგ NE°°° 188
ვიტამინი B6 5 მგ 357
ფოლის მჟავა  400 მკგ 200
ვიტამინი B12  9 მკგ 360
ბიოტინი 150 მკგ 300
პანტოთენი  18 მგ 300
მინერალები: 
კალციუმი 200 მგ 25
მაგნიუმი  100 მგ 27
თუთია  10 მგ 100
სპილენძი 0.5 მგ 50
მანგანუმი 1 მგ 50
სელენი 50 მკგ 91
მოლიბდენი 50 მკგ 100


·        ° RE = რეტინოლის ექვივალენტი

·        °° IU = საერთაშორისო ერთეული

·        °°° ალფა-TE = ალფა-ტოკოფეროლის ექვივალენტი

·        *NE = ნიაცინის ექვივალენტი

·        ** NRV = ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, კოლაგენის ჰიდროლიზატი, მალტოდექსტრინი, კალციუმის ლაქტატი, D-გლუკოზამინის სულფატი (კიბორჩხალებიდან), თევზის ზეთი (5.9%), ვაშლის მჟავა, L-ასკორბინის მჟავა, ლიმონმჟავა, ქონდროიტინის სულფატი, მაგნიუმის კარბონატი, ჟელატინი, DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, მოდიფიცირებული სახამებელი, არომატი, გლიცერინი (დამატენიანებელი), ციტრუსის ექსტრაქტი ბიოფლავონოიდებით,  საქაროზა, N-აცეტილ-L-ცისტეინი, ჰიალურონის მჟავა, თუთიის გლუკონატი, მცენარეული ზეთები (ქოქოსის, მზესუმზირის და პალმის ნაყოფის ზეთი ცვლადი პროპორციით), აცესულფამი K (დამატკბობელი), ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოტენატი, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტები, სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), ტიტანის დიოქსიდი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, მანგანუმის სულფატი, სიმინდის სახამებელი, ბეტა-კაროტინი, სპილენძის სულფატი, ლიკოპენი, რკინის ოქსიდი, ლუთეინი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების შაქრის ეთერები (ემულგატორი აცეტატინოგლუტი), D-ბიოტინი, ნატრიუმის მოლიბდატი, ნატრიუმის სელენატი, ფილოქინონი, ქოლეკალციფეროლი, ციანკობალამინი.

ორთომოლ®ართრო პლიუსის მიღების წესი:

მიიღება 1 პაკეტი (პაკეტის შიგთავსი იხსნება 150 - 200 მლ წყალში) და 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მოზრდილებში. ყოველდღიური დოზის მიღება შესაძლებელია ერთად ან გადანაწილდეს  დღის მანძილზე. ორთომოლ®ართრო პლიუსის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გაფრთხილება: 

·        ორთომოლ®ართრო პლიუსი შეიცავს რიბოფლავინს (ვიტ. B2), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ფერის ცვლილება

·        გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის მქონე პირებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

·        არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

ორთომოლის® ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები:

·        ორთომოლის საკვები დანამატები იწარმოება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად

·        პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებზე

·        არ შეიცავს პოტენციურ ალერგენებს და გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO)

·        წარმოების პროცესში გამოყენებულია სერთიფიცირებული ნედლეული, რომელიც  გადის ხარისხის უმკაცრესს კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე

·        თითოეული პროდუქტი მარკირებულია უნიკალური კოდით

კომპანია ფლობს პროდუქციის უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელ ყველა სერტიფიკატს:

·        ISO 22000/GMP

·        International Featured standards (საერთაშორისო მაღალი სტანდარტების მარეგულირებელი) 

·        BRC Global (Standard for Food Safety – კვებითი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი) 

·        Cologne List® for athletes (დოპინგ კონტროლი სპორტსმენებისთვის) 

·        Hazard Analysis and Critical Control Points – (სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა) 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: №30 პაკეტი გრანულებით + №30 პაკეტი კაფსულებით (თითო პაკეტში 2 კაფსულა).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy