Neurexan - ნეურექსანი 50 ტაბლეტი
ჩვენება:ნერვოზის სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
ნეურექსანი
ტაბლეტები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნერვოზის სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.
გამოყენების სფერო:
ჰომეოპათიური შემადგენლობიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მდგომარეობის დროს: ძილის დარღვევა (უძილობა), მოუსვენრობა და ნერვოზი. მითითება: ხანგრძლივი, გაურკვეველი ან ახლად გამოვლენილი სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება:
არ არის ცნობილი. იხილეთ პუნქტი „უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები“.
უსაფრთხოების ზომები პრეპარატის მიღების წინ:
მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როგორც ყველა სხვა წამლის მიღების შემთხვევაში, ჰომეოპათიური მედიკამენტების მიღების წინ კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან.
ბავშვები: არ არის წარმოდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია ბავშვებში ამ მედიკამენტების გამოყენების შესახებ, აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებული ამ მედიკამენტის
12 წლამდე ბავშვებში გამოყენება.
ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი. ზოგი მითითება: ზოგადად ჰომეოპათიურმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული მგრძნობელობა, ალერგიული რეაქცია. სხვა პრეპარატების ერთდროულად მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გარკვეული ტიპის შაქარზე ალერგიული ხართ, მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
1 ტაბლეტი=0,025BE
დოზირება და მიღების წესი:
1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით; მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 30-60 წუთში, არაუმეტეს 12 ტაბლეტისა დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
არ მიიღოთ პრეპარატი ხანგრძლივი დროით ექიმის კონსულტაციის გარეშე.
დოზის გადაჭარბება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა, თუ თქვენ დაგავიწყდათ წინა დოზის მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი . ჰომეოპათიური მედიკამენტის მიღების საწყის ეტაპზე შესაძლოა დროებით გამწვავდეს არსებული ჩივილები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება :
Passiflora incarnate Dil D2 0.6mg
Avena sativa Dil D2 0.6mg
Coffea Arabica Dil D12 0.6mg
Zincum isovalerianicum D4 0.6mg
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა მონოჰიდრატი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა: 50,100 და 250 ტაბლეტი
რაოდენობა | 50 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account