Melatonin - მელატონინი 1მგ 50 კაფსულა
ჩვენება: მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილის ციკლს.
ცაინფარმა - მელატონინი 1 მგ, #50 კაფსულა, საკვები დანამატი
მელატონინი ვეგანურ კაფსულაში. სუფთა სუბსტანციები.
1 კაფსულა შეესაბამება 1 მგ მელატონინს.
მელატონინის სასარგებლო ეფექტები:
· მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილის ციკლს;
· კვლევებით დადასტურებულია, რომ ეგზოგენური მელატონინი ახანგრძლივებს ძილის საერთო დროს, ამცირებს ჩაძინების დროს და ზრდის ძილის ხარისხს ბავშვებსა და მოზრდილებში;
· ახდენს ცირკადული რითმის კორექციას;
· მელატონინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ეფექტურია მაკულარული დეგენერაციისა და რეტინოპათიის მკურნალობისას;
· ამცირებს სეზონური დეპრესიის სიმპტომებს;
· აძლიერებს თანდაყოლილ და უჯრედულ იმუნიტეტს.
შემადგენლობა: მელატონინი, შემავსებელი ნივთიერება ინულინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (კაფსულა), ანტიოქსიდანტი ასკორბილის პალმიტატი.
მიღების წესი: რეკომენდებულია 1 კაფსულა საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად 30-60 წუთით ადრე დაწოლამდე. დაღეჭვა არ შეიძლება. მიიღება 12 წლიდან. ექიმის რეკომენდაციით ინიშნება 4 წლიდან.
გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
არ შეიცავს
• მაგნიუმის სტეარატს
• ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
• გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულ კონსერვანტებს
• გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.
რაოდენობა | 50 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account