locker
Locker - ლოქერიდან გატანა
- რა არის ლოქერი?
-
როგორ შევუკვეთო ლოქერიდან გატანის მეთოდით?
-
როგორ გავიტანო ლოქერიდან შეკვეთა?
-
როგორ ვიპოვო ლოქერი?
- ლოქერების სია
რა არის ლოქერი?
- ლოქერი არის ახალი, უფასო მიწოდების მეთოდი psp.ge ზე. ამ მეთოდით შესაძლებელია შეკვეთის ონლაინ განთავსება და მისი არჩეული ლოქერიდან დამოუკიდებლად გატანა. ამ მეთოდით სარგებლობის შემთხვევაში არ მოგიწევთ აფთიაქიდან გასატანად რიგში დგომა ან ფარმაცევტის დახმარება შეკვეთის გასატანად. მხოლოდ გჭირდებათ შეკვეთის გატანის კოდი ან შტრიხკოდი, რომელსაც, შეკვეთის გამზადების შემდეგ, SMS-ის სახით მიიღებთ, ასევე აისახება თქვენს პროფილში, "შეკვეთების ისტორია" გვერდზე პსპ ვებსაიტზე.
როგორ შევუკვეთო ლოქერიდან გატანის მეთოდით?
- ლოქერიდან გატანის მეთოდის გამოსაყენებლად, ღილაკზე "ყიდვა" დაჭერის შემდეგ, უნდა გადახვიდეთ "ლოქერი" ჩანართზე და გახსნათ "აირჩიე ლოქერი" ლოქერის ასარჩევად
- ლოქერები გამოჩნდება არჩეული მისამართიდან ყველაზე ახლო თანმიმდევრობით. მათ ნახვას და არჩევას შეძლებთ როგორც სიიდან (აირჩიე ლოქერი), სასურველ ლოქერზე დაკლიკებით, ასევე "მაჩვენე ყველა რუკაზე" ფუნქციონალით.
- რუკიდან არჩევის შემთხვევაში, უნდა დააკლიკოთ შესაბამისი ლოქერის პინს და დააწვეთ ღილაკს "ლოქერის არჩევა".
- ლოქერის არჩევის შემდეგ, გააგრძელეთ ყიდვის პროცესი. დარწმუნდით რომ, არჩეულია სასურველი ლოქერი, დააჭირეთ ღილაკს "გადახდა" და დაელოდეთ შეკვეთის დადასტურებას.
- დაელოდეთ შეკვეთის ლოქერში განთავსებას, რასაც SMS-ის სახითაც შეიტყობთ, რათა შეძლოთ ლოქერიდან გატანა.
როგორ გავიტანო ლოქერიდან შეკვეთა
- ლოქერიდან შეკვეთის გატანას შეძლებთ მას შემდეგ, რაც ჩვენი ფარმაცევტი გაამზადებს და განათავსებს მას ლოქერში. ამის გასაგებად განთავსებისთანავე მიიღებთ SMS შეტყობინებას. შეკვეთის სტატუსის/პროგრესის შესამოწმებლად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საიტზე "შეკვეთების ისტორია" გვერდს და გახსნათ შესაბამისი შეკვეთა.
- შეკვეთის განთავსებისას მიღებულ შეტყობინებაში მიიღებთ ლოქერიდან გატანის კოდს და შტრიხკოდის ლინკს. ორივე მათგანი ასევე აისახება "შეკვეთების ისტორია" გვერდზე შესაბამის შეკვეთაში. მას შემდეგ, რაც მიიღებთ გატანის კოდს, შეგიძლიათ ლოქერთან მიხვიდეთ ნებისმიერ დროს, სამუშაო საათების მასშტაბით და გაიტანოთ შეკვეთა.
- შეკვეთის გასატანად, ლოქერის ეკრანზე უნდა აირჩიოთ "გატანა" ღილაკი.
- ამის შემდეგ გექნებათ ორი არჩევანი, ხელით შეიყვანოთ გატანის კოდი, ან დაასკანეროთ მიღებული შტრიხკოდი.
- კოდის შეყვანის შემდეგ "გაგრძელება" ღილაკზე დაჭერით, ან შტრიხკოდის დასკანერებით ავტომატურად გაიღება თქვენი შეკვეთის შესაბამისი უჯრა და შეძლებთ თქვენი შეკვეთის გატანას.
- გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია შეკვეთის გატანის შემდეგ უჯრის კარი დაკეტოთ.
როგორ ვიპოვო ლოქერი?
- არჩეული ლოქერის ზუსტი ლოკაციის ნახვა რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ:
- "შეკვეთების ისტორია" გვერდზე, შესაბამისი შეკვეთის გახსნისას ნახავთ ღილაკს "ზუსტი ლოკაცია", რომელიც რუკაზე გაჩვენებთ ლოქერის მდებარეობას.
- შეკვეთის სტატუსების ცვლილების შესაბამისად, მიიღებთ SMS შეტყობინებებს, სადაც ყოველ ჯერზე იქნება ლოქერის ლოკაციის ლინკი დაზუსტებული.
- "შეკვეთების ისტორია" გვერდზე, შესაბამისი შეკვეთის გახსნისას ნახავთ ღილაკს "ზუსტი ლოკაცია", რომელიც რუკაზე გაჩვენებთ ლოქერის მდებარეობას.
- გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპზე ლოქერები პსპ აფთიაქის ფილიალებშია განთავსებული, შესაბამისად, მოძებნეთ ლოქერი აფთიაქში.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account