Kaypro - კეიპრო გამაღიავებელი ფხვნილი სიყვითლის საწინააღმდეგო 1კგ 6659

განსაკუთრებული ფასი 57,00 GEL რეგულარული ფასი 95,00 GEL
მარაგშია
SKU
67876_2785
Kaypro - კეიპრო გამაღიავებელი ფხვნილი სიყვითლის საწინააღმდეგო, გამაღიავებელი ფხვნილი თმის 7 ტონამდე პროფესიონალური გაღიავებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის. 1000 გ.

Kaypro - კეიპრო გამაღიავებელი ფხვნილი სიყვითლის საწინააღმდეგო 

სიყვითლის საწინააღმდეგო გამაღიავებელი ფხვნილი თმის 7 ტონამდე პროფესიონალური გაღიავებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის და სხვადასხვა სირთულის გაღიავების ტექნიკისთვის. მისი ფუნდამენტური განსხვავება მსგავსი პროდუქტებისგან არის ის, რომ გამოყენების შემდეგ ყვითელი ფერი არ რჩება თმაზე: შეიცავს ყვითელი და ნარინჯისფერი შეფერილობების საწინააღმდეგო მაკორექტირებელ პიგმენტებს, რომლებიც ანეიტრალებს არასასურველ ოქროსფერ ნიუანსებს. გამხსნელ ემულსიასთან შერევისას არ იფრქვევა ჰაერში და ქმნის ერთგვაროვან მოქნილ მასას, რომელიც მოსახერხებელია თმაზე დასატანად. ეფექტურად აღიავებს ბუნებრივ და შეღებილ თმას. ჰიდროლიზებული აბრეშუმის ცილა იცავს თმის სტრუქტურას და ამცირებს სკალპის გაღიზიანებას გაღიავების პროცედურის დროს. 

თმის ტიპი 

ყველა ტიპის თმა 

ინგრედიენტები 

Potassium persulfate, Ammonium persulfate, Magnesium carbonate, Sodium metasilicate, Sodium stearate, Sodium silicate, Magnesium carbonate hydroxide, Kaolin, Sodium persulfate, Silica, Cyamopsis tetragonoloba (Guar) gum, Hydrolyzed Silk, Zea mays (Corn) gluten protein, Talc, Paraffinum liquidum/mineral oil, Tetrasodium EDTA, Sodium Laureth Sulfate 

გამოყენების წესი 

ფხვნილი შეურიეთ არალითონის ჭურჭელში გამხსნელ ემულსიას (1,5%, 3%, 6%, 9%) 1:2 თანაფარდობით. მიღებული კრემისებრი მასა წაისვით მშრალ, დასაბან თმაზე და გაიჩერეთ საჭირო დროით თმის ტიპისა და გაღიავების სასურველი შედეგის მიხედვით: 20-50 წუთი. კარგად ჩამოიბანეთ. გაღიავების პროცესის დასასრულებლად რეკომენდებულია შეღებილი თმის მოვლის სერია KAYPRO CAVIAR SUPREME-ს გამოყენება. გამაღიავებელ ფხვნილთან მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები. მოერიდეთ ფხვნილის მოხვედრას თვალებსა და სასუნთქ გზებში. თვალში მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

მოცულობა 

1000 გ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy