Flortion - ფლორთიონი 10 პაკეტი

განსაკუთრებული ფასი 32,05 GEL რეგულარული ფასი 35,22 GEL
მარაგშია
SKU
80406_2048

ჩვენება:რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და იმუნური სისტემის კომფორტული ფუნქციონირებისთვის.

ფლორთიონი

FLORTION

შემადგენლობა:

ინგრედიენტები 1 პაკეტში
პრებიოტიკი ინულინი 3000 მგ
Saccharomyces boulardii 2 მლრდ. cfu*
Lactobacillus acidophilus 1 მლრდ. cfu*
Bifidobacterium longum 1 მლრდ. cfu*

შეიძლება შეიცავდეს რძის კვალს. *cfu-კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და იმუნური სისტემის კომფორტული ფუნქციონირებისთვის; სინბიოტიკი - ლიოფილიზებული საფუარის (Saccharomyces boulardii), პრობიოტიკების (Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum) და პრებიოტიკის (ინულინის) ინოვაციური კომბინაცია; Saccharomyces boulardii(ლიოფილიზებული საფუარი) ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე იმუნოსტიმულატორული მოქმედებით, ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ნაწლავიდან გამოდევნას. Saccharomyces boulardii-ის საფუარი ხელს უწყობს ნაწლავის ფერმენტული ფუნქციის გაუმჯობესებას. ხელს უწყობს ნაწლავში იმუნური დაცვის დონის ამაღლებას, სეკრეტორული იმუნოგლობულინის A (lgA) გამომუშავების სტიმულირებით, პრობიოტიკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, პრობიოტიკები არის ცოცხალი მიკროორგანიზმები,საჭირო დოზებით მიღებისას, ხელს უწყობენ ნორმალურ მიკრობული ბალანსის შენარჩუნებას. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium longum(Bifidobacterium longum) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური პრობიოტიკებია. პრობიოტიკები ხელს უწყობენ ბავშვებში ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებას, უზრუნველყოფენ სწრაფად მის აღდგენას საჭმლის მონელების დარღვევის შემდგომ. პრობიოტიკური მიკროორგანიზმები აძლიერებენ ნაწლავის ლორწოვან გარსს, მექანიკურად იცავენ მას, ამცირებენ მავნე ნივთიერებების შეწოვას ნაწლავებში. ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები წარმოქმნიან ფერმენტებს და ბიოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნურ სისტემის ფუნქციონირებას და ანეიტრალებენ პათოგენებს. Lactobacillus acidophilus ადამიანის მიკროფლორის ბუნებრივი კომპონენტია, უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების სწორ შეწოვას. აწარმოებს ანტისხეულებს და ასტიმულირებს იმუნურ პასუხს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. მონაწილეობს რძის ფერმენტაციის პროცესში და ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის მიერ მის ათვისებას. Bifidobacterium longum ხელს უწყობს საკვების დაშლას, მონელებას და ორგანიზმის მიერ საკვების შეწოვას. მონაწილეობს ვიტამინების B9 და B12 სინთეზში, რომლებიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დადებითად მოქმედებს ბავშვების იმუნიტეტზე. პრებიოტიკები. პრებიოტიკის კომპლექსი მხარს უჭერს და აძლიერებს პრობიოტიკების მოქმედებას. პრებიოტიკები უზრუნველყოფენ საკვები ნივთიერებებებით, ხელს უწყობენ გარემოს შესაბამისი pH-ის ფორმირებას, რაც ხელს უწყობს სასარგებლო პრობიოტიკური ბაქტერიების განვითარებას. ინულინი პრებიოტიკია - 100% ხსნადი,ბოჭკოვანი სრულიად უსაფრთხო, რომელიც შედგება ფრუქტოოლიგოსაქარიდისა და პოლისაქარიდის ჯაჭვებისგან.
მიიღება: 1 წლიდან 1 პაკეტი დღეში, 30-50 მლ წყალში, წვენში, რძეში ან საკვებში გახსნილი. განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ პრეპარატი შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. არ არის დაბალანსებული დიეტის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან პაკეტზე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N10 პაკეტი.საკვები დანამატი.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy