Flexo - ფლექსო 1გ/2მლ 1 ამპულა
ჩვენება: ფლექსო წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. ის ხასიათდება კარგად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება ფლექსო® ამპულა
კარდიოვასკულური რისკი: აასს-მ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კარდიოვასკულური თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის რისკი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად. კარდიოვასკულური დაავადებების მქონე ან კარდიოვასკულური დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტები შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ (იხ. პარაგრაფი 4.4). ფლექსო® უკუნაჩვნებია პერიოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ, კორონარული არტერიის შუნტირების დროს (იხ. პარაგრაფი 4.4). გასტროინტესტინური რისკი: აასს იწვევს სერიოზული გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების მომატებულ რისკს სისხლდენის, წყლულის და კუჭის ან ნაწლავის პერფორაციის ჩათვლით რაც შეიძლება იყოს ფატალური. ეს მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამოყენებისას და გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში უფრო მაღალია სერიოზული გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების რისკი (იხ. პარაგრაფი 4.4) |
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ყოველი 2მლ ამპულა შეიცავს 1გ ეტოფენამატს.
შემავსებლები: საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები
შემავსებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1
3.ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე და წებოვანი ხსნარი
- კლინიკური მახასიათებლები
4.1 თერაპიული ჩვენება
ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ და პოდაგრით გამოწვეული მწვავე ართრიტის, მწვავე ძვალკუნთოვანი ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის და დისმენორეის სამკურნალოდ.
შენიშვნა: საინექციო ხსნარი ნაჩვენებია მხოლოდ იმ მდგომარეობებისთვის, როდესაც ეტოფენამატის ადგილობრივი გამოყენება სასარგებლო არ არის ან არ შეიძლება. როგორც წესი, მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს ერთჯერადი ინექციით. აქტიური ინგრედიენტის ნელა გამოთავისუფლების გამო, ფლექსო® არ გამოდგება იმ მდგომარეობების დროს როდესაც საჭიროა სწრაფი ეფექტი.
ფლექსოს® გამოყენების შემდეგ, ზეთოვანი ფორმულიდან აქტიური ინგრედიენტების ნელი გამოთავისუფლების გამო, მოქმედების ხანგრძლივობა შეიძლება 24 საათამდე გახანგრძლივდეს.
4.2 დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება/სიხშირე და გამოყენების ხანგრძლივობა
მოზრდილებში 2მლ ფლექსოს® ერთჯერადი ღრმა ინტრამუსკულური ინექცია (1 ამპულა 1000მგ ეტოფენამატის ექვივალენტი) ჩვეულებრივ საკმარისია.
გამოყენების მეთოდი
ინტრამუსკულური გამოყენებისთვის
ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების ალბათობის გამო, შოკის ჩათვლით, პაციენტზე მონიტორინგი საჭიროა ფლექსოს ინექციიდან მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს ასეთი ზომების შესახებ.
ამპულის გატეხვის შემდეგ საინექციო ხსნარი გადააქვთ შპრიცში და ინექცია ხდება კუნთში, ღრმად (ჩვეულებრივ დუნდულა კუნთში), საკმარისად გრძელი ნემსით. ხსნარის ინექციამდე შპრიცის დგუშს ნელა ქაცავენ უკან რათა დარწმუნდნენ რომ ხსნარი სისხლძარღვში არ ხვდება.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის/ღვიძლის დაზიანება:
არ უნდა გამოიყენონ თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ფლექსო® რეკომენდებული არ არის ბავშვებში და მოზარდებში გამოყენებისთვის.
გერიატრული პოპულაცია
შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო (იხ.პარაგრაფი 4.4) სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.
4.3 უკუჩვენება
ფლექსო® უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ანთებისსაწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების (აასს) ან ფლექსოს რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი, ასთმა, რინიტი, ურტიკარია და ალერგიის ტიპის რეაქციები, დაკავშირებული აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასთან (ასპირინი) ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან.
- პერი-ოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ, კორონარული არტერიების შუნტირებისას
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური სისხლდენა ან პერფორაცია, დაკავშირებული აასს-ს გამოყენებასთან.
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ აქტიური ან წინა პეპტიური წყლული/ჰემორაგია (დამტკიცებული წყლული ან სისხლდენის ერთი ან ორი ეპიზოდი)
- პაციენტებში გულის მწვავე უკმარისობით
- პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციურებს ან ტრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორებს
- პაციენტებში ღვიძლის და თირკმლის დაზიანებული ფუნქციით
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრში
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
გაფრთხილებები
კარდიოვასკულური (კვ) თრომბოზული მოვლენები:
3 წლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში ცოგ-2 სელექციური და არა-სელექციური აასს-ის გამოყენებამ გამოავლინა სერიოზული კარდიოვასკულური თრომბოზული მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის (მი), ინსულტის მომატებული რისკი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. ყველა ცოგ-2 სელექციურ და არასელექციურ აასს-ს აქვს მსგავსი რისკები. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კვ დაავადებები ან კვ დაავადებების რისკ-ფაქტორები, შესაძლებლობა მომატებულია. ეტოფენამატის შესახებ არსებობს არასაკმარისი ინფორმაცია ამ რისკების გამოსარიცხად. გვერდითი კვ მოვლენების რისკის მინიმალიზაციისთვის აასს-ით ნამკურნალებ პაციენტებში, რაც შეიძლება მცირე დროით უნდა გამოიყენონ უმცირესი ეფექტური დოზა. ექიმები და პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ ამ მოვლენების გამოვლენისთვის, წინა კვ სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც. პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ სერიოზული კვ მოვლენების ნიშნების და სიმპტომების შესახებ და ამ შემთხვევაში მისაღები ზომების შესახებ. არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ასპირინის გამოყენება ამცირებს აასს-ს გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული კვ თრომბოზული მოვლენების რისკს. აასს-ის და ასპირინის გამოყენება ზრდის სერიოზული კვ მოვლენების რისკს.
ცოგ-2 სელექციური აასს-ის ორ დიდ, კონტროლირებულ კვლევაში პირველი 10-14 დღის განმავლობაში ტკივილის მკურნალობისთვის, კორონარული არტერიების შუნტირების შემდეგ, აღინიშნა მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსულტის რისკის ზრდა (იხ.პარაგრაფი 4.3).
ჰიპერტენზია:
აასს-ები, ფლექსოს® ჩათვლით შეიძლება იწვევდეს ახალი ჰიპერტენზიის განვითარებას ან არსებული ჰიპერტენზიის გაუარესებას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს კვ მოვლენების რისკის ზრდას.
პაციენტებს, რომლებიც იღებენ თიაზიდურ ან მარყუჟოვან დიურეზულებსს შეიძლება დაზიანებული იყოს თერაპიაზე პასუხი აასს-ის გამოყენებისას.
აასს-ები ფლექსოს® ჩათვლით სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში. საჭიროა სისხლის წნევის მონიტორინგი აასს-ით მკურნალობის დაწყებისას და თერაპიის მიმდინარეობისას. ფლექსო® უნდა გამოიყენონ ინტენსიური სამედიცინო შეფასების შემდეგ, ჰიპერტენზიულ პაციენტებში, დიდი ქირურგიული ჩარევევების შემდეგ.
გულის შეგუბებითი უკმარისობა და შეშუპება:
სითხის რეტენცია და შეშუპება აღწერილია ზოგიერთ პაციენტში, რომელიც იღებს აასს-ებს. ფლექსო® სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სითხის რეტენცია, ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.
აასს-ები უნდა გამოიყენონ მხოლოდ ჩვენების ფრთხილი შეფასების შემდეგ, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ არაკონტროლირებული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის მწვავე იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება. მსგავსი ზომები უნდა მიიღონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (მაგ., ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და მოწევა).
გასტროინტესტინური ეფექტები
გასტროინტესტინური უსაფრთხოებისთვის საჭიროა ფლექსოს® აასს-თან ერთობლივი გამოყენებისგან თავის შეკავება, ციკლოოქსიგენაზა 2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით (ცოგ-2 ინჰიბიტორები).
ხანდაზმულებში მომატებულია აასს-ზე გვრდითი რეაქციების სიხშირე, განსაკუთრებით გასტროინტესტინური სისხლდენით და პერფორაციით რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 4.3).
გასტროინტესტინური ეფექტები-დაწყლულების, სისხლდენის და პერფორაციის რისკი
აასს-ებმა, ფლექსოს® ჩათვლით შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთების, სისხლდენის, დაწყლულების და პერფორაციის ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე, პაციენტებში, რომლებიც აასს-ით მკურნალობენ. ხუთიდან მხოლოდ ერთ პაციენტში, რომელსაც უვითარდება გასტროინტესტინური ტრაქტის ზედა ნაწილის გვერდითი მოვლენები, აღენიშნება სიმპტომები. აასს-ით გამოწვეული ზემო გი წყლულები, მასშტაბური სისხლდენები ან პერფორაცია ვითარდება დაახლოებით 1%-ში, რომლებსაც მკურნალობენ 3-6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 2-4%-ში, 1 წლიანი მკურნალობისას. ეს ტრენდი გრძელდება მკურნალობის გახანგრძლივებისას. გი სერიოზული მოვლენის ალბათობა იზრდება თერაპიის კურსის მიმდინარეობისას, თუმცა ხანმოკლე თერაპიაც არ არსებობს რისკის გარეშე.
აასს-ები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ წყლულოვანი დაავადება ან გასტროინტესტინური სისხლდენა. პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პეპტიური წყლული და/ან გასტროინტესტინური სისხლდენა, რომლებიც იყენებენ აასს-ებს შეიძლება 10-პუნქტზე მეტად გაიზარდოს გი სისხლდენის რისკი იმ პირებთან შედარებით რომლებსაც ეს ფაქტორი არ აქვთ. პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს-ებს გი სისხლდენის მომატების სხვა რისკებია ორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების გამოყენება, უფრო ხანგრძლივი აასს თერაპია, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ხანდაზმული ასაკი და ზოგადად, სუსტი ჯანმრთელობა. ფატალური გი მოვლენები ყველაზე მეტად სპონტანურად აღწერილია ხანდაზმულ ან არაქმედითუნარიან პაციენტებში, აქედან გამომდინარე ამ პოპულაციის მკურნალობისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
გვერდითი გი მოვლენების პოტენციური რისკის მინიმალიზაციისთვის, პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს-ებს უნდა გამოიყენონ უმცირესი ეფექტური დოზა, რაც შეიძლება მოკლე დროით. პაციენტები და ექიმები ფხიზლად უნდა იყვნენ გი წყლულის ნიშნების და სიმპტომების ან სისხლდენის ნიშნების გამოვლენისთვის აასს თერაპიის დროს. ეს უნდა მოიცავდეს აასს მოხსნას სერიოზული გი მოვლენის გამორიცხვამდე. მაღალი რისკის პაციენტებისთვის, უნდა გაითვალისწინონ ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ შეიცავს აასს-ს.
დამცავი აგენტებით კომბინირებული თერაპია (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ სერიოზული გასტროინტესტინური მოვლენები, ხანდაზმულებში და ასევე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ასპირინის თანხმლები დაბალი დოზა ან სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდის გასტროინტესტინურ რისკს (იხ. პარაგრაფი 4.5).
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა ორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულაციურები, როგორიცაა ვარფარინი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო აგენტები, როგორიცაა ასპირინი (იხ. პარაგრაფი 4.5)
აასს სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ნაწლავის ანთებითი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) რადგან მათი მდგომარეობა შეიძლება გამწვავდეს (იხ. პარაგრაფი 4.8).
არასასურველი ეფექტები
აასს-ს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი ნეკროზი და თირკმლის სხვა დაზიანება. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე აღწერილია პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინებს კომპენსატორული როლი აქვთ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში, აასს-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და მეორადად თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დეკომპენსაცია. ამ რეაქციების მაღალი რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაზიანება, გულის უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რომლებიც იღებენ დიურეზულებს და აგფ ინჰიბიტორებს და ხანდაზმულებს. აასს-ებით თერაპიის მოხსნას ჩვეულებრივ მოყვება მკურნალობის წინ არსებული მდგომარეობის აღდგენა.
თირკმლის შორსწასული დაავადება:
არ არსებობს კონტროლირებული კლინიკური კვლევების ინფორმაცია ეტოფენამატის თირკმლის შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ. აქედან გამომდინარე ფლექსოთი® მკურნალობა ამ პაციენტებში, რეკომენდებული არ არის. თუ ფლექსოთი® თერაპია უნდა დაიწყოს, რეკომენდებულია, პაციენტის თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ანაფილაქსიური რეაქციები
როგორც სხვა აასს-ების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქტოიდური რეაქციები, პაციენტებში, რომლებშიც ადრე არ მომხდარა ფლექსოს® ექსპოზიცია. ფლექსო® არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირინული ტრიადა. სიმპტომოკომპლექსი ჩვეულებრივ აღინიშნება ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ რინიტი ნაზალური პოლიპებით ან მათ გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მწვავე, ზოგჯერ პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი, ასპირინის ან სხვა აასს-ების მიღების შემდეგ (იხ. პარაფრაფი 4.3). ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი დახმარება.
კანის რეაქციები:
აასს-ებმა, ფლექსოს® ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ტენ), რომელიც შეიძლება იყოს ფატალური (იხ. პარაგრაფი 4.8). ეს სერიოზული მოვლენები შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე. უმრავლეს შემთხვევაში რეაქციები ვითარდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ ფლექსოს® კანის სერიოზული გამოვლინებების შესახებ, ფლექსო® უნდა მოიხსნას კანის გამონაყარის ან ჰიპერმგრძნობელობის, რომელიმე ნიშნის პირველი გამოვლინებისას. ფლექსო® უნდა გამოიყენონ რისკი-სარგებლის შეფარდების შეფასების შემდეგ, ინდუცირებული პორფირიის მქონე პაციენტებში.
უსაფრთხოების ზომები:
მოსალოდნელი არ არის რომ ფლექსო® ჩაანაცვლებს კორტიკოსტეროიდებს ან უმკურნალებს კორტიკოსტეროიდების უკმარისობას. კორტიკოსტეროიდების უეცრად მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტები, რომლებიც იტარებენ კორტიკოსტეროიდებით გახანგრძლივებულ თერაპიას, დოზები თანდათან უნდა შემცირდეს თუ მიღებულია კორტიკოსტეროიდების მოხსნის გადაწყვეტილება. ფლექსოს® ფარმაკოლოგიური აქტივობა ანთების შემცირების მხრივ, შეიძლება აქვეითებდეს დიაგნოსტიკური ნიშნების გამოყენებას სავარაუდო არაინფექციური, მტკივნეული მდგომარეობების გართულებების მხრივ.
ღვიძლზე ეფექტები:
ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის ზღვრული მომატება, შეიძლება აღინიშნოს პაციენტების 15%-ამდე, რომლებიც იღებენ აასს-ებს, ფლექსოს® ჩათვლით. ეს ლაბორატორიული ანომალიები შეიძლება პროგრესირდეს, უცვლელი დარჩეს ან შეიძლება ტრანზიტორული იყოს თერაპიის გახანგრძლივებისას. ალტ, ასტ მნიშვნელოვანი მომატება (ნორმის ზედა ზღვარზე დაახლოებით სამჯერ-ზე მეტად) აღწერილია დაახლოებით 1%-ში, აასს-ების კლინიკურ კვლევებში. დამატებით აღწერილია მწვავე ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები სიყვითლის, ფულმინანტური ჰეპატიტის, ღვიძლის ნეკროზის, ღვიძლის უკმარისობის ფატალური შემთხვევების ჩათვლით.
ფლექსოთი® თერაპიის დროს, პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ღვიძლის დისფუნქციის ნიშნები და სიმპტომები ან ღვიძლის ტესტების ანომალური მაჩვენებლები, უნდა შეფასდეს ღვიძლის უფრო მწვავე რეაქციების გამოსავლენად. თუ ვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები ან თუ მოხდება სისტემური გამოვლინება (მაგ. ეოზინოფილია, გამონაყარი), ფლექსო უნდა მოიხსნას.
ჰემატოლოგიური ეფექტები:
პაციენტებში, რომლებიც იღებენ აასს-ებს, ფლექსოს® ჩათვლით, ზოგჯერ აღინიშნება ანემია. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სითხის შეკავებით, გი ტრაქტიდან ფარული ან სისხლის მასშტაბური დაკარგვისას, ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ეფექტისას. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ებს ფლექსოს® ჩათვლით, უნდა იმოწმებდნენ ჰემოგლობინს ან ჰემატოკრიტს, ანემიის რაიმე ნიშნების ან სიმპტომებისას. აასს-ები აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას ან ზოგიერთ პაციენტში, ახანგრძლივებენ სისხლდენის დროს. ასპირინისგან განსხვავებით მათი ეფექტი თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად უფრო დაბალია, ხანმოკლე და შექცევადია. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფლექსოს® და რომლებზეც შეიძლება ცუდად ემოქმედა თრომბოციტების აგრეგაციის დაზიანების ფუნქციას, როგორიცაა კოაგულაციის დარღვევის მქონე პირები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციურებს, საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი.
ასთმით დაავადებული პაციენტები:
ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინ-სენსიტიური ასთმა. ასპირინ-სენსიტიური ასთმის მქონე პაციენტებში, ასპირინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მწავე ბრონქოსპაზმი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. რადგან ჯვარედინი რეაქტიულობა, ბრონქოსპაზმის ჩათვლით, აღწერილია ასპირინს და აასს-ებს შორის, ასპირინ-სენსიტიურ პაციენტებში, ფლექსო® არ უნდა გამოიყენონ ასეთ პაციენტებში და სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანამნეზში ასთმის მქონე პირებში.
პაციენტებს უნდა აცნობონ შემდეგი ინფორმაციის შესახებ, აასს-ით თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად თერაპიის მიმდინარეობის დროს:
- ფლექსომ® შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კარდიოვასკულური გვერდითი ეფექტები (კვ), როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული კვ ეფექტები შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, პაციენტები ფხიზლად უნდა იყვნენ გულმკერდის ტკივილის, სუნთქვის უკმარისობის, სისუსტის, მეტყველების დარღვევის შემთხვევაში და ექიმს უნდა მიმართონ ამაზე მიმანიშნებელი რაიმე ნიშნის და სიმპტომის შემთხვევაში. პაციენტები უნდა გააფრთხილონ ამ დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.
- ფლექსო®, სხვა აასს-ის მსგავსად შეიძლება იწვევდეს გი დისკომფორტს და იშვიათად გი გვერდით ეფექტებს, როგორიცაა წყლულები და სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გი წყლულები ან სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, პაციენტები ფხიზლად უნდა იყვნენ წყლულის ან სისხლდენის ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად და ექიმს უნდა მიმართონ მათზე მიმანიშნებელი ნიშნების და სიმპტომების შემთხვევაში ეპიგასტრალური ტკივილის,დისპეფსიის, მელენის და ჰემატემეზის ჩათვლით.
- ფლექსომ®, სხვა აასს-ის მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დერმატოლოგიური გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სჯს, ტენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება. მიუხედავად იმისა, რომ კანის სერიოზული რეაქციები შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, პაციენტები ფხიზლად უნდა იყვნენ ისეთი ნიშნების და სიმპტომების გამოსავლენად როგორიცაა ბუშტუკები, ცხელება ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციები, როგორიცაა ქავილი და ექიმს უნდა მიმართონ რომელიმე მიმანიშნებელი ნიშნის ან სიმპტომის შემთხვევაში. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატის მიღება თუ აღენიშნებათ ნებისმიერი ტიპის გამონაყარი და რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს.
- პაციენტებმა ექიმებს შესაბამისად უნდა შეატყობინონ წონაში აუხსნელი მატების ან შეშუპების შესახებ
- პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ჰეპატოტოქსიკურობის გამაფრთხილებელი ნიშნების და სიმპტომების შესახებ (მაგ., გულისრევა, დაღლილობა, ლეთარგია, ქავილი, სიყვითლე, ზემო მარჯვენა კვადრატის მტკივნეულობა და გრიპის მსგავსი სიმპტომები) ამ შემთხვევაში პაციენტს უნდა მიეცეს შესაბამისი ინსტრუქცია რომ მიმართოს გადაუდებელ დახმარებას.
- პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული ანაფილაქტოიდური რეაქციების ნიშნებზე (მაგ., სუნთქვის გაძნელება, სხის ან ყელის შეშუპება). თუ ეს ხდება, პაციენტს უნდა მიეცეს ინსტრუქცია, რომ მიმართოს გადაუდებელ დახმარებას.
- .ორსულობის გვიან პერიოდში სხვა აასს-ების მსგავსად, ფლექსოს® უნდა მოერიდონ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.
ლაბორატორიული ტესტები
რადგან გი ტრაქტის სერიოზული წყლულები და სისხლდენა შეიძლება განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმები უნდა დააკვირდნენ გი სისხლდენის ნიშნებს და სიმპტომებს. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ აასს-ებს, პერიოდულად უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი და შემოწმდეს ბიოქიმია. თუ ვითარდება ღვიძლის და თირკმლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ვითარდება სისტემური მანიფესტაცია, ან პერსისტირება ან უარესდება ღვიძლის ანომალური ფუნქციური ტესტები, ფლექსო® უნდა მოიხსნას.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები
ანგარიშები მიუთითებს, რომ აასს შეიძლება აქვეითებდეს აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ეს ურთიერთქმედება უნდა გაითვალისწინონ პაციენტებში, რომლებიც აასს და აგფ ინჰიბიტორებს ერთად იღებენ.
ასპირინი:
როგორც სხვა აასს-ის, ეტოფენამატის და ასპირინის ერთად მიღება გვერდითი ეფექტების მომატებული რისკის გამო, ზოგადად, რეკომენდებული არ არის.
ფუროსემიდი:
კლინიკურმა კვლევებმა, ასევე პოსტ-მარკეტინგულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აასს-ები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ამცირებდეს ფუროსემიდის და თიაზიდების ნატრიურეზულ ეფექტს. ეს პასუხი განპირობებულია თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. აასს-ით პარალელური მკურნალობისას, საჭიროა პაციენტზე დაკვირვება თირკმლის უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად, ასევე დიურეზული ეფექტის უზრუნველყოფისთვის (იხ. პარაგრაფი 4.4).
ლითიუმი:
აასს-მა გამოიწვია პლაზმაში ლითიუმის დონის მომატება და თირკმელში ლითიუმის კლირენსის შემცირება. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია იზრდება 15%-ით და ლითიუმის კლირენსი ქვეითდება 19%-ით. ეს ეფექტი განპირობებულია თიკრმელში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით აასს-ის მიერ. აქედან გამომდინარე, აასს და ლითიუმის ერთად გამოყენებისას, საჭიროა პაციენტებზე ინტენსიური დაკვირვება, ლითიუმის ტოქსიკურობის გამოსავლენად. საჭიროა თირკმლით ლითიუმის ექსკრეციის მონიტორინგი.
მეთოტრექსატი:
აასს კონკურენტულად აინჰიბირებს მეტოტრექსატის კუმულაციას ბოცვრის თირკმლის ანათლებში. აქედან გამომდინარე აასს შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის ტოქსიკურობა. მეთოტრექსატთან აასს-ებს ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
ვარფარინი და ანტიკოაგულაციურები:
ვარფარინის და აასს ეფექტი გი სისხლდენაზე სინერგულია. აქედან გამომდინარე, იმ პირებში, რომლებიც ორივ პრეპარატს იღებენ, უფრო მაღალია სერიოზული გი სისხდლენის რისკი, ვიდრე ცალკე რომელიმე პრეპარატის გამოყენებისას.
კორტიკოიდები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:
მომატებულია გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი.
პრობენეციდი ან სულფინპირაზონი:
დაქვეითებულია ეტოფენამატის ელიმინაცია.
ალკოჰოლი:
მომატებულია გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი.
დიგოქსინი:
სავარაუდოა შრატში დიგოქსინის დონის მომატება.
ფენიტოინი:
სავარაუდოა შრატში ფენიტოინის დონის მომატება.
დიურეზულები და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები:
დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესაძლო დაქვეითება
კალიუმის დამზოგველი დიურეზულები:
სავარაუდოა ჰიპერკალიემიის განვითარება. აქედან გამომდინარე საჭიროა კალიუმის დონის შემოწმება.
ციკლოსპორინი:
სავარაუდოა ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკური ეფექტის მომატება
ანტიდიაბეტური აგენტები:
აღწერილია ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური ეფექტების იზოლირებული შემთხვევები, რაც საჭიროებდა ანტიდიაბეტური საშუალების დოზის ცვლილებას, აასს-ით მკურნალობის პერიოდში. ამის გამო, თანმხლები თერაპიისას უსაფრთხოების ზომის სახით რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები
გასტროინტესტინური სისხლდენის მომატებული რისკი
- 6 ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რჩევა
ორსულობის კატეგორია C/D (მე-3 ტრიმესტრი)
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/ჩასახვის კონტროლი (კონტრაცეფცია)
რეკომენდებული არ არის იმ ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ფლექსოს® მიღების შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური მეთოდი.
ეტოფენამატს არ ახასიათებს დამაზიანებელი ფარმაკოლოგიური ეფექტები ორსულობაზე და/ან ნაყოფზე/ახალშობილზე.
ორსულობა
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მიუთითებს აბორტის და გულის მალფორმაციების, გასტროშიზისის მომატებულ რისკზე, პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენების შემდეგ, ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზის და თერაპიის ხანგრძლივობასთან ერთად. ცხოველების ექსპერიმენტებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებამ გამოიწვია პრე- და პოსტიმპლანტაციური დანაკარგის ზრდა და ემბრიო-ფეტალური ლეტალობა. დამატებით, სხვადასხვა მალფორმაციების სიხშირის ზრდა, კარდიოვასკულურის ჩათვლით, აღწერილია ცხოველებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებისას ორგანოგენეზის პერიოდში.
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში, ეტოფენამატი არ უნდა გამოიყენონ უკიდურესი აუცილებლობის გარდა. თუ ეტოფენამატს იღებს ქალი, რომელიც ჩასახვას ცდილობს ან მისი გამოყენება ხდება ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და ხანგრძლივობაც რაც შეიძლება მცირე.
ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს ექსპოზიცია:
- ნაყოფი:
- კარდიოპულმონარული ტოქსიურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის
ჰიპერტენზიით)
- თირკმლის დისფუნქცია,რაც შეიძლება პროგრესირდეს თირკმლის უკმარისობამდე და
ოლიგოჰიდრამნიონამდე
- დედის და ახალშობილის, თერაპიის დასრულებისას:
- სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება, ანტი-აგრეგაციული ეფექტი, რომელიც შეიძლება
განვითარდეს ძალიან დაბალ დოზაზე.
- დედის საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება, რაც გამოიწვევს დაგვიანებულ ან გახანგრძლივებულ
მშობიარობას.
შესაბამისად, ეტოფენამატი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ლაქტაცია
რადგან ეტოფენამატი გამოიყოფა რძეში, ფლექსო® ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ
რეპროდუქციული უნარი/ფერტილობა
რადგან ეტოფენამატის გამოყენებამ-ციკლოოქსიგენაზას/პროსტაგლანდინების სხვა ინჰიბიტორების მსგავსად-შეიძლება გამოიწვიოს ქალის ფერტილობის დაზიანება, ფლექსო® არ უნდა გამოიყენონ იმ ქალებმა რომლებიც ბავშვის ჩასახვას ცდილობენ.
4.7 ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
სწორად გამოყენების შემთხვევაშიც კი ფლექსომ® შეიძლება რეაქციის სისწრაფე ისე შეცვალოს, რომ შეიძლება დაზიანდეს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.
ფლექსოს® გამოყენების პერიოდში პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისგან.
4.8 არასასურველი ეფექტები
უნდა გაითვალისწინონ, რომ შემდეგი გვერდითი ეფექტები დოზადამოკიდებულია და შეიძლება ვარირებდეს სხვადასხვა პაციენტს შორის. ყველაზე ხშირად აღნიშნული მოვლენები გასტროინტესტინური ბუნებისაა. შეიძლება განვითარდეს პეპტიური წყლული, წყლული, პერფორაცია და გი სისხლდენა, ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. პარაგრაფი 4.4)
გამოყენების შემდეგ აღწერილია გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, ყაბზობა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მელენაჰემატემეზი, სტომატიტი, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება (იხ. პარაგრაფი 4.4). ნაკლებად ხშირად აღწერილია კუჭის ანთება. ზოგადად გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი დამოკიდებულია აასს-ით მკურნალობის ხანგრძლივობაზე და გამოყენებულ დოზაზე.
აღწერილია აასს-ით მკურნალობასთან დაკავშირებული ედემა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთი აასს-ების გამოყენება (განსაკუთრებით დიდი დოზის და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების მცირედ მომატებულ რისკთან (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი) (იხ. პარაგრაფი 4.4).
არასასურველი ეფექტების ვადები და სიხშირე:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-<1/10) ნაკლებად ხშირი (≥1/1000-<1/100), იშვიათი (≥1/10,000-<1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
არასასურველი ეფექტები ინტრამუსკულური ეტოფენამატისთვის
ინფექციები და ინვაზიები:
ძალიან იშვიათი: ინფექციებით გამოწვეული ანთების მომატება (მაგ., მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
იშვიათი: ჰემატოპოეზური დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია)
ძალიან იშვიათი:ჰემოლიზური ანემია
იმუნური სისტემის დარღვევები:
უცნობია: მომატებული მგრძნობელობის მწვავე რეაქციები, სახის და ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება და რესპირატორული ტრაქტის სპაზმი, სუნთქვის გაძნელება, ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია.
ენდოკრინული დარღვევები
ძალიან იშვიათი; პანკრეატიტი
ფსიქიატრიული დარღვევები:
ძალიან იშვიათი: შფოთვა, კოშმარები, დეპრესია და ფსიქოზური რეაქციები.
ნერვული სისტემის დარღვევები:
ნაკლებად ხშირი: თავის ტკივილი, აჟიტირება, გაღიზიანება, დაღლილობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა
ძალიან იშვიათი: კონფუზია, გემოვნების დარღვევები, მეხსიერების დაკარგვა, დეზორიენტაცია, სპაზმები, ტრემორი.
თვალის მხრივ დარღვევები
ძალიან იშვიათი: ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია)
ყურის და ლაბირინთული დარღვევები
ძალიან იშვიათი: ტინიტუსი და სმენის გამტარებლობის დარღვევები
გულის დარღვევები:
ძალიან იშვიათი: პალპიტაცია, გულმკერდის ტკივილი, ჰიპერტენზია, ედემა
უცნობია: იზოლირებულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა.
გასტროინტესტინური დარღვევები
ხშირი: გასტროინტესტინური სიმპტომები როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა და მსუბუქი გასტროინტესტინური სისხლის დანაკარგი, რამაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ნაკლებად ხშირი: დისპეფსია, შებერილობა, მუცლის ტკივილი, ანორექსია, გასტროინტესტინური წყლულები (შესაძლებელია სისხლდენა და პერფორაცია).
იშვიათი; ჰემატემეზი, მელენა ან ჰემორაგიული დიარეა.
ძალიან იშვიათი: სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, მუცლის ქვედა ნაწილის ჩივილები (მაგ. ჰემორაგიული კოლიტი ან კრონის დაავადების/წყლულოვანი კოლიტის გამწვავება) და ყაბზობა
ჰეპატობილიარული დარღვევები
ნაკლებად ხშირი: შრატში ტრანსამინაზების დონის მომატება
იშვიათი: ღვიძლის დაზიანება (ჰეპატიტი სიყვითლით და მის გარეშე, იზოლირებულ შემთხვევებში ფულმინანტური და იშვიათად ღრმა სიმპტომების გარეშე)
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები:
ნაკლებად ხშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი და ქავილი.
იშვიათი: ურტიკარია, ალოპეცია
ძალიან იშვიათი: ბულოზური ეგზანთემა, ეგზემა, ერითემა, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა) და კანის მწვავე რაქციების ფორმები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი)
დარღვევები თირკმლის და შარდის მხრივ:
ძალიან იშვიათი: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, რასაც შეიძლება ახლდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი), პროტეინურია და/ან ჰემატურია.
უცნობია: იზოლირებულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ნეფრიტული სინდრომი.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე:
იშვიათი: პერიფერიული ედემა (ჰიპერტენზიით და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში)
ძალიან იშვიათი: წვის შეგრძნება ან სტერილური აბსცესები, ცხიმოვან ქსოვილში ან კანის ნეკროზი (პრეპარატით გამოწვეული კანის ემბოლიზმი)
4.9 ჭარბი დოზირება და მენეჯმენტი
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დარღვევებს, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, ძილიანობის და ცნობიერების დაკარგვის სახით. დამატებით შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ღვიძლის და თირკმლის მხრივ დარღვევები და გასტროინტესტინური ჰემორაგია.
რეკომენდებული მკურნალობა:
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებული მოწამვლის საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირება.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული/ანალგეზიური პრეპარატები.
ათქ კოდი: M02AG
ეტოფენამატი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი, რომელსაც ახასიათებს ანალგეზური და ანტიპირეტული თვისებები. მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი რაც დამტკიცებულია ცხოველების რამდენიმე ექსპერიმენტით და გამოვლენილია ადამიანების სხვადასხვა კვლევებზე დაფუძნებულ, მრავალ სხვადასხვა ეფექტზე. ეტოფენამატი თავის ეფექტს ავლენს ანთებითი პროცესის რამდენიმე პუნქტის მხრივ. ეს ეფექტები მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, ასევე ჰისტამინის გამოთავისუფლების ინჰიბირებას, ბრადიკინინის და სეროტონინის ანტაგონიზმის, კომპლემენტის აქტივობის ინჰიბირებას და ჰიალურონიდაზას გამოთავისუფლების ინჰიბირებას.
მემბრანომასტაბილიზებელი მახასიათებლები აინჰიბირებს პროტეოლიზური ენზიმების გამოთავისუფლებას. შედეგად ხდება ექსუდაციური და პროლიფერაციული ანთებითი პროცესების ინჰიბირება და ანაფილაქსიური და უცხო სხეულის რეაქციები ქვეითდება.
5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია:
ინტრამუსკულური ეტოფენამატი გამოთავისუფლდება ზეთოვანი ფორმულიდან უფრო ნელა და აქედან გამომდინარე განაპირობებს უფრო ხანგრძლივ მოქმედებას, მსგავს ნივთიერებებთან შედარებით, რომლებიც გამოთავისუფლდება წყალში ხსნადი საინექციო ფორმებისგან.
ეტოფენამატის ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში, პლაზმაში მრუდი ერთნაირია.
ინტრამამუსკულური ინექციისას, ეტოფენამატის შედარებითი ბიოშეღწევადობა 91%-ია, ორალურად მიღებულ ფლუფენამინის მჟავასთან შედარებით (ტაბლეტები).
პლაზმაში ეტოფენამატის მაქსიმალური დონე (Cmax=0.633μმოლიl/l+0.232umol/l) მიიღწევა 5.67 საათში (5.76 -+2.66 საათი) ინტრამუსკულური გამოყენების შემდეგ. კონცენტრაცია დროის მრუდი არის 8.95 -=351 μმოლი/l*სთ/ლ.
განაწილება:
ეტოფენამატი პლაზმის ცილებს უკავშირდება 98-99%-ით.
ბიოტრანსფორმაცია:
ეტოფენამატი ღვიძლში მეტაბოლიზდება ჰიდროქსილირებით, ეთერად და ესთერად დაშლით. ხვდება ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.
ელიმინაცია:
ეტოფენამატი გამოიყოფა სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით (როგორიცაა ჰიდროქსილირება, ეთერად, ესთერად დაშლა) და აქედან გამომდინარე ძირითადად ნაღვლის ბუშტში და ფეკალურ მასებში და თირკმლით 35%-ით.
5.3 წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.
ეტოფნამატის ტოლერანტობა გამოკვლეულია მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის კვლვებში, რომლებიც ჩატარდა ცხოველების რამდენიმე სახეობაში.
მწვავე ტოქსიკურობა:
ვირთაგვებში LD50 არის 140მგ/კგ ინტრავენური გამოყენების შემდეგ და 292მგ/კგ ორალური გამოყენების შემდეგ.
ქრონიკული ტოქსიკურობა:
ქრონიკული ტოქსიკურობის ყოველი კვლევა, რომელიც ჩატარდა 1 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ორალურად მიღებისას, ვირთაგვებში (7,27, 100მგ/კგ) და მაიმუნებში (7,26,100მგ/კგ) განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. 27მგ/კგ დოზა (ვირთაგვებში) და 26,0მგ/კგ (მაიმუნებში) გვერდითი ეფექტების გარეშე მნიშვნელოვნად უფრო მაღალია ვიდრე ყოველდღიური თერაპიული დოზა ადამიანებში.
მუტაგენური და ტუმოროგენური პოტენციალი:
როგორც ნაჩვენებია რამდენიმე კვლევაში, ემბრიოტოქსიკური, მუტაგენური ან კარცინოგენური ეფექტების მტკიცებულება არ არსებობს.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ეტოფენამატი და მისი მეტაბოლიტები აღწევდა პლაცენტაში ვირთაგვებში (ორალური და კანზე გამოყენება) და ბოცვრებში (კანზე გამოყენება). ბოცვრები იღებდნენ 10,30 და 100მგ/კგ-ს დღე-ღამეში გესტაციის მე-18 დღემდე. კონცენტრაცია პლაცენტაში, საშვილოსნოში, ნაყოფში, ორგანოებში და ნაღვლის ბუშტში სწრაფად ქვეითდებოდა, გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
შემავსებლების ჩამონათვალი საშუალო-ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები
შეუთავსებლობა უცნობია
შენახვის ვადა 36 თვე
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25C-ზე. ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა 2მლ ტევადობის ავტოამპულები. დამზადებულია უფერო და ნეიტრალური შუშისგან, მწვანე და წითელი იდენტიფიკაციის რგოლით და კოლოფში არსებული სეპარატორით, 1 და 3 ამპულა.
სამედიცინო პროდუქტის ნარჩენი მასალის განადგურება და სხვა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს «სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების» და «შეფუთვის და შეფუთვის ნარჩენების კონტროლის რეგულაციების» მიხედვით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
სანტა ფარმა ილაც. სან ა.ს.
ოკმეიდანი, ბორუციცეგი, სოკ, N:16
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account