Ermucin - ერმუცინი 175მგ/5მლ სუსპენზია 100მლ
ჩვენება:მუკოლიზური, გამათხელებელი მოქმედება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
ერმუცინი®
(ERMUCIN®)
სავაჭრო სახელწოდება: ერმუცინი®
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: ერდოსტეინი
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზია მოსამზადებელი ფხვნილი.
შემადგენლობა:
5 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტი: ერდოსტეინი 175 მგ
არააქტიური ინგრედიენტები: საქაროზა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, უწყლო ლიმნის მჟავა, სუკრალოზა, გემოს დანამატი mask CLD nat, არომატიზატორი ფხვნილი სიცილიური ფორთოხალი.
აღწერა
წვრილი ფხვიერი, თეთრი ფერის ფხვნილი დამახასიათებელი სასიამოვნო არომატით და ფორთოხლის სახასიათო გემოთი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები გაციებისა და ხველის სიმპტომების მოსახსნელად. ამოსახველებელი საშუალება, მუკოლიზური. ერდოსტეინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ერდოსტეინი, ერმუცინი®-ის აქტიური ინგრედიენტი, რომელსაც ბრონქიალური ლორწოს მუკოლიზურ თვისებასთან ერთად, რაც აადვილებს ამოხველებას, ავლენს როგორც ადგილობრივად თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო ეფექტს, ასევე ელასტაზის ფერმენტის აქტივობის ინჰიბირების ეფექტს.
ფარმაკოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ ერდოსტეინს თავისთავად ეს თვისებები არ ახასიათებს, არამედ მათი გააქტიურება ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ. ფაქტიურად, HS ჯგუფი, რომლებსაც მიეწერება ეს აქტივობა, ქიმიურად იბლოკება და თავისუფალი ხდება მხოლოდ მეტაბოლიზმის შემდგომ ან ტუტოვან გარემოში. ეს თვისება იძლევა კარგ საგემოვნო მიმზიდველობას ცუდი გემოს და მერკაპტური რეგურგიტაციის გარეშე, ასევე კარგად გადაიტანება კუჭნაწლავში.
ფარმაკოკინეტიკა:
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 30-60 წუთის შემდეგ. შემდგომი სრული მეტაბოლიზაცია ანალოგიურ მეტაბოლიტებამდე.
ძალიან კარგი ბიოშეღწევადობა შიგნით მიღებისას.
გამოყენების ჩვენება
მუკოლიზური, გამათხელებელი მოქმედება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
დოზირება:
მოზრდილებში: 10 მლ ორჯერ დღეში.
ბავშვებში
დოზირების რეჟიმი დგინდება სხეულის მასისა და ასაკის შესაბამისად შემდეგნაირად:
15-19 კგ (2 წელს ზემოთ) 5 მლ ორჯერ დღეში.
20-30 კგ (2 წელს ზემოთ) 5 მლ სამჯერ დღეში.
30 კგ-ზე მეტი (2 წელს ზემოთ) 10 მლ ორჯერ დღეში.
მომზადების მეთოდი:
დაუმატეთ წყალი ფლაკონის შიგთავსს მითითებულ ნიშნულამდე. კარგად შეანჯღრიეთ ვიდრე არ წამოიშვება ერთგვაროვანი სუსპენზია. შეამოწმეთ ფლაკონის შიგთავსის რაოდენობა და (საჭიროების შემთხვევაში) დაამატეთ წყალი და შეანჯღრიეთ ფლაკონი. მზა სუსპენზიის გამოყენება შესაძლებელია მომზადებიდან მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში, აუცილებელია მაცივარში შენახვა ტემპერატურაზე 2-8 оС.
ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
სამკურნალო საშუალება არის შიგნით მისაღებად.
გვერდითი ეფექტები
არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს 1000 დან 1 პაციენტზე ნაკლებში.
გამოვლენილი სიხშირე ვლინდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, <1/10), არცთუ ხშირად (≥1/1,000, <1/100), იშვიათად (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათად (≤1/10,000), დაუდგენელია (სიხშირის დადგენა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად (≤1/10,000) |
თავის ტკივილი |
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ ძალიან იშვიათად (≤1/10,000) | დისპნოე |
დაუდგენელი სიხშირე | ბრონქიალური ობსტრუქცია |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ძალიან იშვიათად (≤1/10,000) |
დისგევზია (გემოს შეგრძნების ცვლილება), გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმში |
ძალიან იშვიათად (≤1/10,000) |
ჭინჭრის ციება, ერითემა, ეკზემა. |
უკუჩვენებები
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- აქტიური პეპტიური წყლული
- პრეპარატის მეთიონინის მეტაბოლიზმზე შესაძლო გავლენის გამო ერმუცინი® უკუნაჩვენებია ღვიძლის ციროზისა და ფერმენტ ცისტატიონ-სინთეტაზის დეფიციტის მქონე პაციენტებში.
- ვინაიდან არ არსებობს მონაცემები პაციენტებში თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით <25 მლ/წთ-ში ან პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით, ერდოსტეინის გამოყენება ასსეტ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
- ბავშვები 2 წლამდე.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიგეღოთ რაიმე სხვა ტიპის წამლები.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა, ამიტომ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ანტიბიოტიკებსა და ბრონქოდილატატორებთან ერთად (თეოფილინი ან ბეტა2-მიმეტიკები, ხველების საწინააღმდეგო პორპარატები მდა ა.შ)
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატ ერმუცინი®–ს მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს
საქაროზა
პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბზორბციით ან საქაროზა-იზომალტოზის უკმარისობით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ნატრიუმი
ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს 5 მლ სუსპენზიაში. ამგვარად, ის ფაქტიურად არ შეიცავს ნატრიუმს.
გოგირდის მსგავსი სუნის შესაძლო არსებობა არ წარმოადგენს პრეპარატის ცვლილების ნიშანს, არამედ ახასიათებს აქტიურ ინგრედიენტს.
ბავშვები
მუკოლიზურებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბრონქების ობსტრუქცია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეალურად, ბრონქიალური ლორწოს დრენირების შესაძლებლობა ამ ასაკში შეზღუდულია სასუნთქი გზების ფიზიოლოგიური თავისებურებით. ამიტომ მათი გამოყენება 2 წლამდე ასაკში არ არის მიზანშეწონილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ თქვენ ორსულად ხართ, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თვლით რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ერდოსტეინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციისას დადგენილი არ არის, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებანი:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა დასხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზების (1200მგ/დღეში) გადაჭარბებისას აღინიშნება ოფლდენა, თავბრუსხვევა და სისხლის მოზღვავება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პრეპარატის 50 გ მოთავსებულია 125 მლ ტიპი III- ის ქარვისფერი შუშის ფლაკონში 100მლ ნიშნულით, დალუქულია ალუმინის დამცავი ხრახნიანი თავსახურით და პოლიეთილეის შუასადებით.
1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და პოლიპროპილენის საზომ ჭიქასთან ერთად, რომელსაც აქვს 2.5, 5 და 10 მლ ნიშნული.
შენახვის პირობები
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
მომზადებული სუსპენზია შეინახეთ მაცივარში 2-8 C ტემპერტურაზე არაუმეტეს 15 დღის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
გაცემის მეთოდი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account