Efzacort - ეფზაკორტი 6მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება:პირველადი ან მეორადი კორტიკოსუპრარენული უკმარისობა,დერმატოლოგიური დარღვევები,ალერგიები.
ეფზაკორტი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: დეფლაზაკორტი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებელი და მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა
თეთრი, მრგვალი ტაბლეტი, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერორალური მიღებისას დეფლაზაკორტი კარგად შეიწოვება და პლაზმური ესტერაზას აქტივობის მოქმედებით სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად (D21-OH), რომელიც პლაზმურ პიკს 1,5-2 საათის შემდეგ აღწევს. ამ მეტაბოლიტის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 40%-ს შეადგენს და არ გააჩნია აფინურობა კორტიკოსტეროიდების გადამტან გლობულინთან – ტრანსკორტინთან. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1,1-1,9 საათია. უპირატესად დამახასიათებელია თირკმლისმიერი ელიმინაცია; მიღებული დოზის 70% შარდით გამოიყოფა, ხოლო დანარჩენი 30% - განავლით. D21-OH ინტენსიურად მეტაბოლიზდება, შარდით ექსკრეციის 18% უცვლელი D21-OH მეტაბოლიტის სახით გამოიყოფა, ხოლო მესამედი 6 ბეტა-OH მეტაბოლიტია.
ცხოველებში 14C დეფლაზაკორტის მხოლოდ მცირე ნაწილი კვეთს ჰემატოენცეფალური ბარიერს.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
დეფლაზაკორტს, როგორც გლუკოკორტიკოიდს, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული თვისებები და გამოიყენება ფართო სპექტრის პათოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ. დეფლაზაკორტის მოქმედების შედარებითი ეკვივალენტურობა სხვა გლუკოკორტიკოიდების, როგორიცაა პრედნიზონი და პრედნიზოლონი მოქმედებასთან 0.8-ია (თერაპიული ეფექტების მიხედვით დაახლოებით 6 მგ დეფლაზაკორტი ეკვივალენტურია 5 მგ პრედნიზონის).
შედარებითი კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ექვივალენტურ დოზებში დეფლაზაკორტი პრედნიზონთან შედარებით
1. ნაკლებად აფერხებს ნაწლავში კალციუმის შეწოვას და უფრო ნაკლებად ზრდის თირკმელებით კალციუმის გამოყოფას;
2. მნიშვნელოვნად დაბალ ეფექტს ავლენს ძვლის ტრაბეკულური მოცულობის და ძვლის მინერალური შემცველობის შემცირებაზე;
3. ნაკლებ გავლენას ახდენს სქესობრივი სიმწიფის მიღწევამდე ასაკის ბავშვთა ზრდაზე.
4. გაჩნია დაბალი დიაბეტოგენური ეფექტი ნორმალური შაქრის ცვლის მქონე, ადრე არსებული დიაბეტური მდგომარეობის მქონე და დიაბეტით დაავადებულ პირებში.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
თაგვებზე, ვირთხებზე, ძაღლებსა და მაიმუნებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენები შედეგები შედარებული იქნა ეკვივალენტური დოზებიის მიხედვით სხვა უკვე ცნობილ გლუკოკორტიკოიდებთან. მღრღნელებსა და კურდღლებში დაფიქსირებული ტერატოგენული ეფექტები დამახასიათებელია გლუკოკორტიკოიდებისთვის. თაგვებში კანცეროგენული აქტივობა არ გამოვლენილა, მაგრამ ვირთხებში აღინიშნა ისეთივე კანცეროგენული ეფექტები, როგორიც სხვა გლუკოკორტიკოიდების შემთხვევაშია აღწერილი.
ჩვენებები
გლიკოკორტიკოიდებისათვის დამახასიათებელი ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესული თვისებების გამო, ეფზაკორტის ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
– პირველადი ან მეორადი კორტიკოსუპრარენული უკმარისობა;
– რევმატიული დარღვევები;
– კოლაგენოზი;
– ფილტვების დარღვევები;
– ალერგიები;
– ჰემატოლოგიური დარღვევები;
– ნეოპლასტური დარღვევები;
– დერმატოლოგიური დარღვევები;
– თირკმლის დარღვევები;
– კუჭ-ნაწლავის დარღვევები;
– ოფთალმოლოგიური დარღვევები;
– ცვლილებები პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.
ზრდასა და ძვლის მასაზე ნაკლებად მავნე ზემოქმედების გათვალისწინებით (ძვლის დაზოგვა), დეფლაზაკორტი შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს პაციენტებში, რომლებიც მაღალ დოზებს ან/და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებენ და განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ოსტეოპოროზის ან ზრდის შეფერხების სხვა რისკ-ფაქტორები გააჩნიათ. დეფლაზაკორტის დაბალი დიაბეტოგენური ეფექტი ღირებული მახასიათებელია დიაბეტით დაავადებულთათვის (როდესაც კორტიკოთერაპიის საჭიროება მაღალია) და დიაბეტის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებისთვის (პრედიაბეტური, ოჯახის ისტორია).
დოზები და მიღების წესი
სადღეღამისო დოზის გაზრდა შესაძლებელია 90მგ-მდე ან კიდევ უფრო მეტად.
დღიური დოზები უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად, დიაგნოზის, დაავადების სიმძიმის, პროგნოზის, დაავადების სავარაუდო ხანგრძლივობისა და მკურნალობის, თერაპიული პასუხისა და ამტანობის მიხედვით. მიზანშეწონილია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. დოზის შემცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, პროცესი უნდა იყოს ეტაპობრივი. ხანგრძლივი მკურნალობის დროს, სტრესის ან დარღვევის გამწვავების პერიოდში, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დროებით გაზრდა.
ეფექტური მინიმალური დოზაა 3 მგ/დღეში, ერთჯერადად. მაღალი დოზებით გამოყენებისას – დღიურ დოზაზე 2-3-ჯერ მეტი.
მოზრდილები
მწვავე დარღვევა: 120მგ-მდე დღეში, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით, რამდენიმე დღის განმავლობაში. კლინიკური შედეგიდან გამომდინარე, დოზა უნდა შემცირდეს თანდათანობით, ეფექტურ მინიმალურ დოზამდე.
ქრონიკული დაავადება: შემანარჩუნებელი დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 18 მგ/დღეში.
ბავშვები
კლინიკურმა კვლევებით დადგენილი იქნა დეფლაზაკორტის სამკურნალო დოზა ბავშვებში - 0.25-1.5 მგ/კგ/დღეში.
ნებისმიერ პაციენტში ხანგრძლივი კორტიკოთერაპიის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს რისკების შეფასებას. განხილული უნდა იყოს კლინიკური მდგომარეობის უწყვეტი და განმეორებითი შეფასება, და მკურნალობის შემცირება ან თანდათანობითი შეწყვეტა.
უკუჩვენებები
აქტიური ნივთიერების (დეფლაზაკორტი) ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
პაციენტები, რომლებიც იტარებენ ცოცხალი ვირუსით იმუნიზაციას.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გლუკოკორტიკოიდებმა შესაძლოა შენიღბოს ინფექციის ზოგიერთი ნიშნები და გაზარდოს ინტერკურენტული ინფექციის რისკი. მიმდინარე ინფექციების მქონე პაციენტებში (ვირუსული, ბაქტერიული ან მიკოზური) საჭიროა ინტენსიური მონიტორინგი. გლუკოკორტიკოიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სოკოვანი ან ვირუსული თვალის მეორადი ინფექციის შესაძლებლობა. აქტიური ტუბერკულოზის დროს მისი გამოყენება უნდა შეიზღუდოს დისემინირებული ან ფულმინანტური დაავადების შემთხვევებით, რეკომენდებულ ანტიტუბერკულოზურ ქიმიოთერაპიასთან ერთად. ლატენტური ტუბერკულოზის ან ტუბერკულინზე დადებითი რეაქციის მქონე პაციენტებში გამოყენების საჭიროებისას, აუცილებელია ხშირი დაკვირვება ტუბერკულოზის რეაქტივაციის რისკის გათვალისწინებით. ხანგრძლივი კორტიკოთერაპიის საჭიროებისას, ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ქიმიოპროფილაქტიკა.
ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კორტიკოთერაპიის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ზოგადი დისკომფორტი. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს თირკმელზედა ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციის გარეშე.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს შემდეგი კლინიკური სიტუაციები:
– გულის დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა (გარდა მწვავე რევმატიული კარდიტის არსებობისა), ჰიპერტენზია, თრომბოემბოლიური დაავადება. გლუკოკორტიკოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის ექსკრეციის გაზრდა. შეიძლება საჭირო გახდეს საკვები მარილის შეზღუდვა და კალიუმის დანამატის მიღება;
– გასტრიტი ან ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი, თუ არსებობს გარდაუვალი პერფორაციის, აბსცესის ან პიოგენური ინფექციის, ბოლოდროინდელი ნაწლავის ანასტომოზის, აქტიური ან ლატენტური პეპტიური წყლულის რისკი;
– შაქრიანი დიაბეტი, ოსტეოპოროზი, მიასთენია გრავისი, თირკმლის უკმარისობა;
– ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქოზური მიდრეკილება, ეპილეფსია;
– ჰიპოთირეოზი და ღვიძლის ციროზი (შეიძლება გაიზარდოს გლუკოკორტიკოიდული ეფექტი);
– თვალის მარტივი ჰერპესი (რქოვანას პერფორაციის რისკი);
– ბავშვებში ხანგრძლივი მკურნალობა (შეიძლება შეაფერხოს ზრდა-განვითარება).
იმის გამო, რომ კორტიკოთერაპიის გართულებები დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, თერაპიული გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოხდეს ეფექტური მინიმალური დოზის დადგენა და რისკი/სარგებლის შეფარდების შეფასება, როგორიცაა წყვეტილი მკურნალობის შესაძლებლობა.
პაციენტებში, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებს იღებენ, სტრესული სიტუაციების შემთხვევაში რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდების გაზრდილი დოზები.
გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუბკაფსულარული უკანა კატარაქტა, გლაუკომა მხედველობის ნერვის შესაძლო დაზიანებით; შეიძლება გაზარდოს თვალის მეორადი (სოკოვანი და ვირუსული) ინფექციების გამოვლენის შესაძლებლობა.
გლუკოკორტიკოიდებით, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, მკურნალობისას, იმუნიზაციის პროცესები არ უნდა ჩატარდეს, ცოცხალი ვაქცინების გავრცელების და/ან ანტისხეულების პასუხის წარუმატებლობის შესაძლებლობის გამო.
ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის ფუნქციის ინდუცირებული დათრგუნვა დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. მდგომარეობის ნორმალიზება ხდება სტეროიდების დოზის თანდათანობით შემცირების და შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, გარკვეული უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის შეწყვეტის შემდეგი თვეების განმავლობაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რაიმე სტრესული სიტუაციის შემთხვევაში, ჰორმონალური მკურნალობა ხელახლა უნდა დაიწყოს. იმის გამო, რომ შეიძლება შეფერხდეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია, მასთან ერთად უნდა დაინიშნოს მარილი და/ან მინერალოკორტიკოიდი.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. იგი არ უნდა მიიღონ გალაქტოზას აუტანლობის, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევების მქონე პაციენტებმა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევებით დეფლაზაკორტის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა, კორტიკოთერაპიის დროს, ჩვეულებრივი სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული. რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების შემანარჩუნებელი დოზების გაზრდა შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას: ანტიკონვულსანტები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი), გარკვეული ანტიბიოტიკები (რიფამპიცინი, ანტიკოაგულანტები (კუმარინები) ან ბრონქოდილატორები (ეფედრინი). თუ პაციენტი იმყოფება კორტიკოთერაპიაზე და იმავდროულად გამოიყენება ცალკეული ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი), ესტროგენები ან ესტროგენების შემცველი პრეპარატები, რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდის დოზის შემცირება.
მოსალოდნელია, რომ CYP3A ინჰიბიტორებით, მათ შორის კობიცისტატის შემცველი პრეპარატებით ერთობლივი მკურნალობა, გაზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების რისკს. დაფიქსირდა კუშინგის სინდრომის და თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის შემთხვევები. თავიდან უნდა იქნას აცილებული კომბინაცია, თუ სარგებელი არ აჭარბებს სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გაზრდის რისკს, სისტემური კორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების გამო, ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტების მონიტორინგი.
სხვა გლუკოკორტიკოიდების ანალოგიურად, გასათვალისწინებელია სალიცილატების დონის შესაძლო დაქვეითება, დიურეზული საშუალებების ან საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას ჰიპოკალიემიის გაზრდილი რისკი და არადეპოლარიზებული მიორელაქსანტების მიღების შემდეგ გახანგრძლივებული რელაქსაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
ადამიანებში რეპროდუქციული კვლევების შესახებ მონაცემები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გლუკოკორტიკოიდებს ტერატოგენული ეფექტი გააჩნია ცხოველებზე. ეფზაკორტი რეკომენდებული არ არის გესტაციისა და ლაქტაციის პერიოდში, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკს. აუცილებელია დაკვირვება ჰიპოსუპრარენალიზმის ნიშნებზე იმ ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობისას გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობენ.
გლუკოკორტიკოიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება ჩვილებში ზრდის დათრგუნვა და ჰიპოსუპრარენალიზმი გამოიწვიოს, ამიტომ კორტიკოთერაპიაზე მყოფ დედებისთვის რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ გამოიყენება.
არასასურველი ეფექტები
დეფლაზაკორტით მკურნალობის არასასურველი ეფექტები გლუკოკორტიკოიდებისათვის დამახასიათებელი არასასურველი ეფექტების ანალოგიურია, მაგრამ ნაკლები ზემოქმედება ვლინდება ძვლებზე და გლიციდების მეტაბოლიზმზე. აღწერილია შემდეგი ეფექტები: ინფექციების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ცვლილებები (დისპეფსია, პეპტიური წყლული, წყლულის პერფორაცია, სისხლდენა და მწვავე პანკრეატიტი განსაკუთრებით ბავშვებში), წყალ-ელექტროლიტური დარღვევები (ნატრიუმის შეკავება ჰიპერტენზიით, შეშუპება და გულის უკმარისობა, კალიუმის დეფიციტი), (კუნთოვანი ატროფია, მწვავე მიოპათია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს არადეპოლარიზებული მიორელაქსანტებით, ასთენია, ოსტეოპოროზი, აზოტის უარყოფითი ბალანსი), კანის ეფექტები (კანის სისქის დაქვეითება, „სტრიები“, აკნე), ნეიროფსიქიატრიული დარღვევები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეიფორია, უძილობა, ჰიპერკინეზია, ჰიპომანია ან დეპრესია, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე ბავშვებში), ოფთალმოლოგიური ეფექტები (უკანა სუბკაფსულური კატარაქტი, განსაკუთრებით ბავშვებში, თვალშიდა წნევის მომატება), ალერგიული რეაქციების იშვიათი შემთხვევები, ენდოკრინული ეფექტები (წონის მომატება, კუშინგოიდური განაწილებით ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება (panniculus adiposus) და მთვარისებრი სახე, ჰირსუტიზმი, ამენორეა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის ინჰიბირება, ზრდის შეფერხება და ფარდობითი კორტიკოსუპრარენალური უკმარისობა, რომელიც შეიძლება 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს (ხანგრძლივი კორტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ).
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არადეპოლარიზებული მიორელაქსანტებით და სისტემური კორტიკოსტეროიდებით (განსაკუთრებით მაღალი დოზებით თერაპიის დროს და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ), შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მიოპია.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების კლინიკური სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა. ცხოველებში, დეფლაზაკორტის პერორალური გზით მიღებისას DL50 იყო 4000 მგ/კგ-ზე მეტი.
შეუთავსებლობები
არ გამოიყენება.
შენახვის ვადა
4 წელი.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის წესი
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account