Dapazox - დაპაზოქსი 10მგ 30 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 32,00 GEL რეგულარული ფასი 44,44 GEL
მარაგშია
SKU
89075_3482

ჩვენება: ტიპი 2 დიაბეტიან და  გულის ტუმბოს სუსტი ფუნქციონირებით გამოწვეული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

დაპაზოქსი 10მგ 30 ტაბლეტი

ამ პრეპარატის მიღებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეფუთვის ჩანართს, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

· შეინახეთ ეს შეფუთვის ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· ნებისმიერი სხვა დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ მისცეთ მას სხვებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

რას შეიცავს შეფუთვის ჩანართი?

1. რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე

3. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების შენახვის პირობები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა არის დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დაპაგლიფლოზინს. ის მიეკუთვნება „ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი-2-ის (SGLT2) ინჰიბიტორების“ სახელით ცნობილი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ისინი თრგუნავს SGLT2 ცილას თქვენს თირკმელში. ამ ცილის დათრგუნვით, თქვენი ორგანიზმიდან შარდის საშუალებით გამოიდევნება სისხლის შაქარი (გლუკოზა), მარილი (ნატრიუმი) და წყალი.

რისთვის გამოიყენება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში (18 წლის და უფროსი ასაკის) შემდეგი დარღვევების სამკურნალოდ:

  • ტიპი 2 დიაბეტი

- თუ ტიპი 2 დიაბეტის კონტროლი ვერ ხერხდება კვებით და ვარჯიშით;

- დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება შეიძლება ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად;

- მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მიერ კვებასთან და ვარჯიშთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვა.

  • გულის უკმარისობა

- გულის ტუმბოს სუსტი ფუნქციონირებით გამოწვეული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

რა არის ტიპი 2 დიაბეტი და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

· ტიპი 2 დიაბეტის დროს თქვენი ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ინსულინს და არ შეუძლია მისი სათანადოდ გამოყენება. ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის მომატებას. ეს იწვევს მძიმე პრობლემებს, როგორიცაა გულის ან თირკმლის დაავადება, სიბრმავე და სისხლის ცუდი მიმოქცევა თქვენს ხელებსა და ფეხებში.

· დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების საშუალებით ხდება თქვენი ორგანიზმიდან ჭარბი გლუკოზის გამოდევნა. პრეპარატი ასევე ხელს უშლის გულის დაავადების განვითარებას.

რა არის გულის უკმარისობა და როგორ ეხმარება დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები?

· გულის უკმარისობის ეს ტიპი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც გული სუსტია და არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობის ამოტუმბვა და ფილტვებისთვის და მთელი ორგანიზმისთვის მიწოდება. ყოველივე ეს იწვევს მძიმე სამედიცინო დარღვევებს და საჭიროებს ჰოსპიტალურ დახმარებას.

· გულის უკმარისობის ყველა ხშირი სიმპტომები არის ქოშინი, დაღლილობის ან ძალიან გადაღლილობის მუდმივი შეგრძნება და კოჭების შეშუპება.

· დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები ხელს უწყობს გულის დაცვას, რათა უფრო არ დასუსტდეს და აუმჯობსებს თქვენს სიმპტომებს. მას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში მისვლის საჭიროება და ზოგიერთ პაციენტს ეხმარება სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნებაში.

2. რა უნდა იცოდეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

· თუ ხართ ალერგიული დაპაგლიფლოზინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:

დიაბეტური აციდოზი:

· თუ გაქვთ დიაბეტი და გრძნობთ ან გაქვთ გულისრევა, მუცლის ტკივილი, ძლიერი წყურვილი, სწრაფი და ღრმა სუნთქვა, დაბნეულობა, უჩვეულო ძილიანობა ან დაღლილობა, ტკბილი სუნი ამოსუნთქვისას, ტკბილი ან ლითონის გემო პირში, ან სხვადასხვა სუნი შარდში ან ოფლში ან წონაში სწრაფი კლება.

· ზემოაღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს „დიაბეტური კეტოაციდოზის“ - მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში დარღვევის ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დიაბეტის დროს თქვენს შარდსა თუ სისხლში „კეტონური სხეულების“ დონის მომატების გამო, რაც ანალიზებით ვლინდება.

· დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს გახანგრძლივებული შიმშილით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით, დეჰიდრატაციით, ინსულინის დოზის უეცარი შემცირებით, ან ინსულინის უფრო მაღალი მოთხოვნილებით მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევის ან მძიმე დაავადების გამო.

· დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, დიაბეტური კეტოაციდოზი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლში შაქრის დონე ნორმალურია.

დიაბეტურ კეტოაციდოზზე ეჭვის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს და არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი:

· დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განვითარდა ისეთი სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა ტკივილი, მგრძნობელობა, გენიტალიების ან გენიტალიებს შორის მიდამოს და ანუსის სიწითლე ან შეშუპება ცხელებითა და ზოგადი უსიამოვნო შეგრძნებით. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს იშვიათი, თუმცა მძიმე ან სიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციის ნიშნები, რასაც შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა ეწოდება და რაც ანადგურებს ქსოვილს კანქვეშ. ფურნიეს განგრენას დაუყოვნებელი მკურნალობა სჭირდება.

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე, თუ:

· გაქვთ „ტიპი 1 დიაბეტი“ - ტიპი, რომელიც, როგორც წესი, იწყება ახალგაზრდობაში და თქვენ ორგანიზმს არ შეუძლია ინსულინის წარმოქმნა.

· გაქვთ დიაბეტი და თირკმლის მხრივ დარღევევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დამატებითი ან სხვა პრეპარატის მიღება სისხლში გლუკოზის საკონტროლოდ.

· გაქვთ ღვიძლის მხრივ დარღვევები - თქვენმა ექიმმა შეიძლება უფრო დაბალი დოზით დაიწყოს მკურნალობა.

· ღებულობთ სისხლში წნევის შესამცირებელ (ანტიჰიპერტენზიულ) პრეპარატებს და გაქვთ დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) ანამნეზი. უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ პუნქტში „სხვა პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები“.

· სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან მაღალი დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა). დეჰიდრატაციის შესაძლო ნიშნები მოცემულია პუნქტში 4. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ამ ნიშნებიდან რომელიმე გაქვთ.

· გაქვთ ან განვითარდა გულისრევა (გულისრევის შეგრძნება), პირღებინება ან ცხელება, ან თუ არ შეგიძლიათ ჭამა ან დალევა. აღნიშნულმა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია. თქვენმა ექიმმა შეიძლება გთხოვოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე დეჰიდრატაციის პრევენციის მიზნით.

· ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექციები.

თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნულიდან თქვენთან კავშირშია (ან არ ხართ დარწმუნებული), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებამდე.

დიაბეტი და ტერფების მოვლა

თუ გაქვთ დიაბეტი, მნიშვნელოვანია ტერფების რეგულარული შემოწმება და ტერფების მოვლასთან დაკავშირებით თქვენი სამედიცინო სპეციალისტის მიერ გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის დაცვა.

თირკმლის ფუნქცია

თუ გაქვთ დიაბეტი, აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა შემოწმდეს თირკმლის მდგომარეობა.

შარდში გლუკოზა

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მოქმედებიდან გამომდინარე, შაქარზე შარდის ანალიზი შეიძლება დადებითი იყოს ამ პრეპარატის მიღების განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებულია ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, რადგან პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში ის შესწავლილი არ არის.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატი.

განსაკუთრებით აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:

· ღებულობთ შარდმდენებს, ორგანიზმიდან სითხის გამოსაყოფად (დიურეზული საშუალება).

· გაქვთ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი ან ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც აქვეითებს სისხლში შაქრის რაოდენობას, როგორიცაა ინსულინი ან „სულფონილშარდოვანას“ პრეპარატი. თქვენმა ექიმმსა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ამ სხვა პრეპარატების დოზის შემცირება, სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონეების (ჰიპოგლიკემიის) თავიდან აცილების მიზნით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, გაქვთ ეჭვი ორსულობაზე ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. დაორსულების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, ვინაიდან მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ორსულობის დროს სისხლში შაქრის კონტროლის საუკეთესო მეთოდების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ ძუძუთი კვება ან ხართ მეძუძური დედა ამ პრეპარატის მიღებამდე. ძუძუთი კვების დროს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება. უცნობია, გადადის, თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ამ პრეპარატის მიღებამ სხვა პრეპარატებთან, მაგალითად, სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რამაც თავის მხრივ იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კანკალი, ოფლიანობა და მხედველობის ცვლილება, და გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

თუ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას იგრძენით თავბრუსხვევა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა არ შეიძლება.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს). თუ ექიმი გაცნობებთ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

3. დაპაგლიფოზინის ტაბლეტების მიღების წესი

ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

დოზირება:

· რეკომენდებული დოზა არის ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

· თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს 5 მგ დოზით, ღვიძლის პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

· თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

პრეპარატის მიღების წესი

· ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად ნახევარი ჭიქა წყლის მიყოლებით.

· ტაბლეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.

· ტაბლეტის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა, ეცადეთ მიიღოთ ყოველი დღის ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ მისი მიღება.

თქვენმა ექიმმა დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიძლება დანიშნოს სხვა პრეპარატ(ებ)თან ერთად. არ დაგავიწყდეთ ამ სხვა პრეპარატ(ებ)ის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს დაგეხმარებათ საუკეთესო შედეგების მიღწევაში თქვენი ჯანმრთელობისათვის.

დიეტა და ვარჯიში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს, უკეთესად აითვისოს სისხლში არსებული გლუკოზა. თუ გაქვთ დიაბეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობისას, მნიშვნელოვანია დაიცვათ თქვენი ექიმს მიერ რეკომენდებული დიეტა და ვარჯიშის პროგრამა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატი შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

ის, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო არის დარჩენილი მომდევნო დოზის მიღებამდე.

· თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათი ან მეტი, დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მომდევნო დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.

· თუ მომდევნო დოზამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები, გამოტოვეთ ეს დოზა. შემდეგ მიიღეთ მომდვნო დოზა ჩვეულ დროს.

· არ მიიღოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით.

თუ შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება

არ შეწყვიტოთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება გაიზარდოს ამ პრეპარატის გარეშე.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა აღნიშნული არ ვლინდება ყველა პაციენტში.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

· ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც იშვიათად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ანგიონევროზული შეშუპების ნიშნების:

- სახის, ენის ან ყელის შეშუპება;

- ყლაპვის გაძნელება;

- ჭინჭრის ციება და სუნთქვის პრობლემები.

  • დიაბეტური კეტოაციდოზი- იშვიათია ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში (შესაძლოა აღენიშნოს 1,000-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

ესენია დიაბეტური კეტოაციდოზის ნიშნები (იხილეთ ასევე პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“):

- სისხლსა ან შარდში „კეტონური სხეულების“ დონის მომატება;

- გულისევის შეგრძნება ან გულისრევა;

- მუცლის ტკივილი;

- ძლიერი წყურვილი;

- სწრაფი და ღრმა სუნთქვა;

- დაღლილობა;

- უჩვეულო ძილიანობა და დაღლილობა;

- ამოსუნთქვისას ტკბილი სუნი, ტკბილი ან ლითონის გემო პირში ან შარდის ან ოფლის განსხვავებული სუნი;

- წონაში სწრაფი კლება.

ყოველივე ეს არ არის დამოკიდებული სისხლში შაქრის შემცველობის დონეზე. ექიმი გადაწყვეტს, შეწყვიტოს დროებით ან სამუდამოდ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტებით მკურნალობა.

· შორისის მანეკროტიზებელი ფასციიტი ან ფურნიეს განგრენა, გენიტალიების ან გენიტალიებსა და ანუსს შორის რბილი ქსოვილის მძიმე ინფექცია, რომელიც ძალიან იშვიათად ფიქსირდება.

შეწყვიტეთ დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუკავშირდით ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარებას:

· საშარდე გზების ინფექცია, რომელიც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

საშარდე გზების მძიმე ინფექციის ნიშნებია:

- ცხელება და/ან შემცივნება;

- წვის შეგრძნება შარდვისას;

- წელის ან გვერდების ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირი არ არის, შარდში სისხლში შემჩნევისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენა:

- სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია), რაც ხშირად აღინიშნება (შესაძლოა აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს) დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ამ პრეპარატს ღებულობენ სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან ერთად.

სისხლში შაქრის შემცველობის დაბალი დონის ნიშნებია:

- კანკალი, ოფლიანობა, შფოთვის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა;

- შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი, მხედველობის შეცვლა;

- გუნება-განწყობილების შეცვლა ან დაბნეულობა;

მკურნალი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ უმკურნალოთ სისხლში შაქრის შემცველობის დაბალ დონეს ან რა უნდა გააკეთოთ ზემოთ აღწერილი ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში.

დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების მიღებისას სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი

· პენისის ან საშოს ინფექციები (რძიანა) (ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გაღიზიანებას, ქავილს, უჩვეულო გამონადენს ან სუნს);

  • წელის ტკივილი;

· უფრო დიდი რაოდენობის შარდის გამოყოფა ან უფრო ხშირი შარდვის სურვილი;

· სისხლში ქოლესტერინის ან ცხიმების რაოდენობის ცვლილებები (ნაჩვენებია ანალიზებში);

· სისხლში ერითროციტების რაოდენობის მომატება (ნაჩვენებია ანალიზებში);

· კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება (ნაჩვენებია ანალიზებში) მკურნალობის დასაწყისში;

  • თავბრუსხვევა;
  • გამონაყარი.

არახშირი (შესაძლოა აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 პაციენტს).

· ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია, რომლის ნიშნებიც შეიძლება იყოს ძალიან მშრალი ან წებოვანი პირი, შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ან ანურია ან აჩქარებული გულისცემა);

  • წყურვილი;
  • შეკრულობა;
  • ღამით გაღვიძება მოსაშარდად;
  • პირის სიმშრალე;
  • წონაში კლება;

· კრეატინინის მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით) მკურნალობის დასაწყისში;

· შარდოვანას მომატება (ნაჩვენებია სისხლის ლაბორატორიული ანალიზებით).

გვერდითი მოვლენების ანგარიშგება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე შეფუთვის ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების გაკეთება შეგიძლიათ პირდაპირ (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

5. დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე ან მუყაოს კოლოფზე „EXP“ ნიშნის შემდეგ. ვარგისობის თარიღი აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს უკვე უსარგებლო პრეპარატის განადგურება. ეს ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები

დაპაგლიფლოზინის აქტიური ნივთიერება,

10 მგ

ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ერთ მხარეს გრავირებით „D33“ და მეორე მხარეს - „H“.

სხვა ნივთიერებებია:

დამხმარე ნივთიერებები:კროსპოვიდონი (კოლიდონი CL), უწყლო ლაქტოზა (სუპერ ტაბ 21 AN), მაგნიუმის სტეარატი (ლიგამედი MF-2-V), მიკროკრისტალური ცელულოზა (ავიცელი-PH 112), სილიციუმის დიოქსიდი (სილოიდი 244 FP), ოპადრი II ვარდისფერი (85F94172), გასუფთავებული წყალი.

შეფუთვა:

3x10’ ალუ-ალუ ბლისტერული შეფუთვა

HDPE კონტეინერული შეფუთვა 30 ცალზე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy