ჰემოროზონი - Hemorozon მალამო 18გ
ჩვენება: ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზებისა და ჰემოროიდული თრომბოფლებიტის დროს.
ჰემორზონი 10 მგ/5 მგ/4 მგ/გ მალამო
ტეტრაციკლინი/ჰიდროკორტიზონის აცეტატი/ბენზოკაინი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით და სრულად გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.
- თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რას წარმოადგენს ჰემორზონი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ჰემორზონის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ჰემორზონი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ ინახება ჰემორზონი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ჰემორზონი და რისთვის გამოიყენება
ჰემორზონის მალამო მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰემოროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის და არის კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატები. ჰემორზონის მალამო ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზებისა და ჰემოროიდული თრომბოფლებიტის დროს.
2. რა უნდა იცოდეთ ჰემორზონის გამოყენებამდე
არ გამოყენოთ ჰემორზონი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის, ტეტრაციკლინის, ბენზოკაინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
- თუ გაქვთ ბაქტერიული ანორექტალური ინფექციები (ტუბერკულოზური ინფექციების ჩათვლით), ვირუსული ინფექციები, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები.
- თუ გაქვთ ინფიცირებული ანორექტალური დაზიანებები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰემორზონის მალამოს გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ სიმპტომები არ გაქრება 7 დღის შემდეგ ან აღინიშნება ადგილობრივი სისხლდენა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პროქტოლოგიური გამოკვლევა.
ანტიბაქტერიული პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუპერინფექციების განვითარება, მათ შორის სოკოებით გამოწვეული, რომელიც მკურნალობისადმი რეზისტენტულია.
თუ ამ პრეპარატის გამოყენების შემდეგ აღინიშნება ადგილობრივი გაღიზიანება, შეწყვიტეთ მკურნალობა.
ჰემორზონის მალამოებით მკურნალობა არ ანაცვლებს ანალური დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას.
არ გამოიყენოთ ჰემორზონის მალამო დიდი ხნის განმავლობაში. იგი შეიცავს ჰიდროკორტიზონს, რომელმაც შეწოვის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები მთელ სხეულზე.
ბავშვები
ჰემორზონის მალამო არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
სხვა პრეპარატები და ჰემორზონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ არის რეკომენდებული ჰემორზონის მალამოს გამოყენება ინტრარექტალურად შეყვანილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ადგილობრივ ან პერორალურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისტემური ეფექტების რისკი.
ჰემორზონი საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის ცნობილი ურთიერთქმედება ჰემორზონსა და საკვებს ან სასმელს შორის.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჰემორზონი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. როგორ გამოიყენება ჰემორზონი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ერთი წასმა ანალურ მიდამოში, სასურველია დეფეკაციის შემდეგ და ძილის წინ ადგილობრივი დაბანვის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს მალამოს 2-3 წასმამდე დღეში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ჰემორზონის მალამოს წასმით 2 დღეში ერთხელ.
თუ გამოიყენეთ ჰემორზონი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ჰემორზონით დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ჰემორზონის გამოყენება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ჰემორზონის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ჰემორზონით მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰემორზონის მალამომაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გამაღიზიანებელი რეაქციები და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ატროფია, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების სისტემური დონის მომატებით გამოწვეული რეაქციები (კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია).
გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე
ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე
არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე
იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე
ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
5. როგორ ინახება ჰემორზონი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
ტუბის პირველი გახსნიდან გამოიყენეთ მაქსიმუმ 8 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ჰემორზონი:
- მოქმედი ნივთიერებებია: ტეტრაციკლინი (ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), ჰიდროკორტიზონის აცეტატი, ბენზოკაინი.
ერთი გრამი მალამო შეიცავს 10 მგ ტეტრაციკლინს (10.820 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), 5.00 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატს, 4.00 მგ ბენზოკაინს.
- სხვა ინგრედიენტებია: ფუტკრის ყვითელი ცვილი, თეთრი რბილი პარაფინი.
ჰემორზონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ჰემორზონი არის მოყვითალო-ყავისფერი ერთგვაროვანი მალამო.
გარე მუყაოს შეფუთვაში მოთავსებულია ერთი ალუმინის ტუბი, შიგნიდან შეღებული პოლიფენოლური ლაქით და დახურული პოლიპროპილენის სახურავით, შეიცავს 18 გ მალამოს.
ბუასილი, იგივე ჰემოროიდული დაავადება ამის შესახებ იხილეთ ბლოგი.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account