ქსილტესი - Xsiltess 2.5მგ 56 ტაბლეტი

80,31 GEL
მარაგშია
SKU
91272_3

ჩვენება: ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების სამკურნალოდ.

ქსილტესი, 2,5 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

(რივაროქსაბანი)

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

· შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც მოცემული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ქსილტესიდა რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ქსილტესისმიღებამდე

3. როგორ მიიღება პრეპარატი ქსილტესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება პრეპარატი ქსილტესი

6. ვარგისიანობის ვადა

7. გამოშვების პირობა

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1.რა სწარმოადგენს პრეპარატი ქსილტესი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ქსილტესი 2,5 მგ ტაბლეტები დაგენიშნათ, რადგან

– თქვენ დაგისვეს მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოზი (მდგომარეობების ჯგუფი, რომელიც მოიცავს მიოკარდიუმის ინფარქტს და არასტაბილურ სტენოკარდიას, გულმკერდის მწვავე ტკივილის ტიპს) და აღინიშნება ზოგიერთი კარდიო-სპეციფიკური სისხლის ანალიზების მნიშვნელობების მომატება.

ქსილტესი ამცირებს გულის მორიგი შეტევის რისკს მოზრდილებში ან ამცირებს სიკვდილიანობის რისკს გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო.

თქვენ დაგენიშნებათ არა მხოლოდ ქსილტესი. თქვენი მკურნალი ექიმი ასევე დაგინიშნავთ:

· აცეტილსალიცილის მჟავას ან

· ცეტილსალიცილის მჟავას პლუს კლოპიდოგრელი ან ტიკლოპიდინი,

ან

– თქვენ დაგისვეს თრომბების განვითარების მაღალი რისკის დიაგნოზი გულის იშემიური დაავადების ან პერიფერიული არტერიის დაავადების გამო, რომელიც იწვევს სიმპტომებს.

ქსილტესი ამცირებს თრომბების განვითარების რისკს მოზრდილებში (ათეროთრომბოზული მოვლენები).

თქვენ დაგენიშნებათ არა მხოლოდ ქსილტესი. თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას.

ქსილტესი შეიცავს მოქმედ ნივთიერება რიბაროქსაბანს და მიეკუთვნება ანტითრომბოზული სანკურნალი საშუალებების ჯგუფს. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს სისხლის შედედების ფაქტორის (ფაქტორი Xa) ბლოკირებაში, რითიც ამცირებს მიდრეკილებას სისხლში თრომბების წარმოქმნისკენ.

2.რა უნდაიცოდეთ პრეპარატ ქსილტესის მიღებამდე

არ მიიღოთ ქსილტესის ტაბლეტები

– თუ გაქვთ ალეგია რივაროქსაბანის ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია მე-8 პარაგრაფში;

– თუ გაქვთ მომატებული სისხლდენა;

– თუ გაქვთ დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგ., კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან ტვინში სისხლის ჩაქცევა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ტვინზე ან თვალებზე);

– თუ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ანტიკოაგულაციური მკურნალობა იცვლება ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, მისი გამავლობის შესანარჩუნებლად;

– თუ გაქვთ მწვავე კორონარული სინდრომი და ადრე გქონდათ სისხლდენა ან თრომბი ტვინში (ინსულტი);

– თუ გაქვთ კორონარული არტერიის დაავადება ან პერიფერიული არტერიის დაავადება და ადრე გქონდათ თავის ტვინში სისხლისჩაქცევა (ინსულტი) ან მცირე არტერიების დახშობა, რომლებიც სისხლით ამარაგებენ ტვინის ღრმა ქსოვილებს (ლაკუნარული ინსულტი), ან თუ გქონდათ თრომბი თავის ტვინში (იშემიური, არალაკუნარული ინსულტი) წინა თვეში;

– თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;

– თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

რ მიიღოთ ქსილტესი და აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ქსილტესისმიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ქსილტესი არ უნდა იქნას გამოყენებული ზოგიერთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, როგორიცაა პრასუგრელი ან ტიკაგრელორი, გარდა აცეტილსალიცილის მჟავისა და კლოპიდოგრელის/ტიკლოპიდინისა.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პრეპარატ ქსილტესის მიღებისას:

– თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგ მდგომარეობებში:

· თირკმლის მძიმე დაავადება, რადგან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტების რაოდენობაზე, რომელიც მოქმედებს თქვენს ორგანიზმში;

· თუ იღებთ სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), თუ იცვლება ანტიკოაგულაციური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს, ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, მისი გამავლობის შესანარჩუნებლად (იხ. პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ქსილტესი“);

• სისხლის შედედების დარღვევა;

· ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტებით;

· კუჭის ან ნაწლავის დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგ., ნაწლავის ან კუჭის ანთება ან საყლაპავის ანთება მაგ., გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება, როდესაც კუჭის მჟავა ადის საყლაპავში);

  • სისხლძარღვების პრობლემა თვალის უკანა კედელზე (რეტინოპათია);
  • ფილტვის დაავადება, როდესაც ბრონქები გაფართოებულია და ავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ადრე აღგენიშნებოდათ ფილტვიდან სისხლდენა;
  • ხართ 75 წელზე მეტი ასაკის;
  • იწონიღ 60 კგ-ს ან ნაკლებს;

· გაქვთ კორონარული არტერიის დაავადება გულის მძიმე სიმპტომური უკმარისობით;

– თუ გაქვთ გული ხელოვნური სარქველი;

– თუ იცით, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი“ (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს თრობლების წარმოქმნის რისკის ზრდას), აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, მკურნალობის შეცვლის საჭიროებას.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

თუ გესაჭიროებათ ოპრაცი ის გაკეთება

– ძალიან მნიშვნელოვანია ქსილტესისმიღება ოპერაციის წინ და შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როცა თქვენი ექიმი დაგინიშნავთ;

– თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერის გამოყენებას ან ინექციას ხერხემლის არხში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):

· ძალიან მნიშვნელოვანიაქსილტესის მიღება კათეტერის ჩადგმამდე ან ამოღებამდე და მის შემდეგ ზუსტად იმ დროს, რა დროსაც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ;

· დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ აღგენიშნებათ ფეხების დაბუჟება ან სუსუსტე ფეხებში ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები, რადგან შეიძლება აუცილებელი იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსილტესი არ არის რეკომენდებული 18 წლამდეასაკის პაციენტებში.ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებები დაპრეპარატი ქსილტესი

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

- თუ იღებთ:

· სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატს (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხდება მხოლოდ კანზე მათი წასმა;

· კეტოკონაზოლის ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბ კორტიზოლს);

· ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო გარკვეულ მედიკამენტებს (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);

· ზოგიერთ ანტივირუსულ მედიკამენტს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგ., რიტონავირი);

· სისხლის შედედების შემამცირებელ სხვა მედიკამენტებს (მაგ. ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი, პრასუგრელი და ტიკაგრელორი (იხ. პარაგრაფი „სიფრთხილის ზომები“);

· ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ სამკურნალო საშუალებებს (მაგ. ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);

· დრონედარონს, გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება;

· დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები [სუსი] ან სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები [სნუი]).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე, რადგან პრეპარატ ქსილტესის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

თუ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლულის მომატებული რისკი, შეიძლება დაგინიშნოთ პროფილაქტიკური მკურნალობა წყლულის წინააღმდეგ.

თუ იღებთ

• ეპილეფსიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);

• კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;

• რიფამპიცინს (ანტიბიოტიკი).

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე, რადგან პრეპარატ ქსილტესის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ქსილტესის ტებლეტები და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

პრეპარატი ქსილტესი 2,5 მგ საკვებთან და სასმელთან ერთად

ქსილტესის 2,5 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ დაორსულდით, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ მიიღოთ ქსილტესი, თუ ხართ ორსულად. თუ არსებობს დაორსულების ალბათობა, გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალება პრეპარატ ქსილტესის მიღების დროს. თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს რომელი მკურნალობა გამოიყენოს.

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ქსილტესი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისდა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ქსილტესმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან გულის წასვლა (იშვიათი გვერდითი მოვლენა) (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები, ატაროთ ველოსიპედი, იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან, თუ ეს სიმპტომები გაქვთ.

ნატრიუმის შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

3.როგორ მიიღება პრეპარატი ქსილტესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული დოზაა ერთი 2,5 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ.

მიღების წესი

მიიღეთ ქსილტესის 2,5 მგ ტაბლეტები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე (მაგალითად, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს).

ქსილტესის 2,5 მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატ ქსილტესის მიღების სხვა გზების შესახებ.

ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეერიოს წყალს უშუალოდ მიღებამდე.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაქუცმაცებული ქსილტესის ტაბლეტის მიღება კუჭის მილით.

თქვენ დაგენიშნებათ არა მხოლოდ ქსილტესი.

თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას. თუ დაგინიშნეს ქსილტესი მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ასევე კლოპიდოგრელის ან ტიკლოპიდინის მიღება.

თქვენი ექიმი გეტყვით, როგორ უნდა მიიღოთ ისინი (ჩვეულებრივ 75 მგ-დან 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავა დღეში ან 75 მგ-დან 100 მგ-მდე აცეტილსალიცილის მჟავის დღიურ დოზას პლუს კლოპიდოგრელის 75 მგ დღიური დოზა ან ტიკლოპიდინის სტანდარტული დღიური დოზა).

როდის უნდა დაიწყოთ ქსილტესის მიღება

მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ ქსილტესით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, მწვავე კორონარული სინდრომის სტაბილიზაციის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ არა უადრეს 24 საათისა და იმ დროს, როდესაც უნდა შეწყდეს პარენტერალური (ინექციის საშუალებით) ანტიკოაგულაციური თერაპია.

თუ თქვენ დაგისვეს კორონარული არტერიის დაავადების ან პერიფერიული არტერიის დაავადების დიაგნოზი, თქვენი ექიმი გეტყვით როდის უნდა დაიწყოთ ქსილტესით მკურნალობა.

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

თუ მიიღეთ ქსილტესის ტაბლეტები დანიშნულზე მეტი რაოდენობით

დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ ქსილტესის ძალიან ბევრი ტაბლეტი. პრეპარატ ქსილტესის ჭარბი დოზით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს.

თუ დაგავიწყდათ ქსილტესის ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად. თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

თუ შეწყვეტთ ქსილტესის ტაბლეტების მიღებას

მიიღეთ ქსილტესის ტაბლეტები რეგულარულად და მანამ, სანამ ექიმი დაგინიშნავთ მას.

არ შეწყვიტოთ ქსილტესის ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ ამ მედიკამენტის მიღებას, ამან შეიძლება გაზარდოს გულის განმეორებითი შეტევის ან ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამო სიკვდილიანობის რისკი.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ისევე როგორც სხვა მსგავსმა პრეპარატებმა, რომლებიც გამოიყენება თრომბების განვითარების შესამცირებლად, ქსილტესმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს სიცოცხლისთვის. გადაჭარბებულმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

სისხლდენის ნიშნები:

- სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში ან ქალასშიდა სისხლდენა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვებს, სიფხიზლის დონის დაქვეითებას და კისრის რიგიდობას). მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!

- ხანგრძლივი ან მასიური სისხლდენა;

- გამოხატული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშუპება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება ან შეცვალოს თქვენი მკურნალობის რეჟიმი.

მძიმე კანისმიერი რეაქციის ნიშნები

– კანის ინტენსიური გამონაყარის, ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანებების გავრცელება, მაგალითად, პირში ან თვალებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

– წამლისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს კანისმიერ გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, დარღვევებს სისხლის მხრივ და სისტემურ დაავადებებს (DRESS სინდრომი). ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ძალზე იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში ).

მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები:

- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა. ეს გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)ან არახშირად (ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი

ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში )

– ერითროციტების რაოდენობის შემცირება (სისხლის წითელი უჯრედები), რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის სიფერმკრთალით და სისუსტით ან ქოშინით;

– სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, უროგენიტალური სისხლდენა (მათ შორის სისხლი შარდში და მძიმე მენსტრუალური სისხლდენა), სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან;

– სისხლჩაქცევა თვალის კაკლში (მათ შორის სისხლჩაქცევა თვალის სკლერაში);

– სისხლჩაქცევა ქსოვილში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, ჩალურჯებები);

– სისხლის ამოხველება;

– კანიდან ან კანქვეშა სისხლდენა;

– სისხლდენა ოპერაციის შემდეგ;

– სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან;

– კიდურების შეშუპება;

– ტკივილი კიდურებში;

– თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ დანიშნულ ანალიზებში);

– ცხელება;

– მუცლის ტკივილი, კუჭის აშლილობა, გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, დიარეა;

– დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით ან გულის წასვლით ადგომისას);

– საერთო ძალისა და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

– კანისმიერი გამონაყარი, კანისმიერი ქავილი;

– სისხლის ანალიზში შესაძლოა აღინიშნებოდეს ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება.

არახშირი ( შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში )

– თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა ან ქალასშიდა სისხლდენა (იხ. ზემოთ „სისხლდენის ნიშნები“);

– სახსარში სისხლდენა, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;

– თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას);

– ალერგიული რეაქციები, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ჩათვლით;

– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ დანიშნულ ანალიზებში);

– სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, ან თრომბოციტების რაოდენობის მომატება;

– გულის წასვლა;

– შეუძლოდ ყოფნა;

– გულისცემის გახშირება;

– პირის სიმშრალე;

– ჭინჭრის ციება.

იშვიათი ( შეიძლება განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში )

– სისხლჩაქცევა კუნთში;

– ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება), ჰეპატიტი, მათ შორის ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანების ჩათვლით);

– კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე);

– ლოკალიზებული შეშუპება;

– საზარდულის არეში სისხლის დაგროვება (ჰემატომა), როგორც კარდიოლოგიური პროცედურის გართულება, როდესაც კათეტერის ჩადგმა ხდება ფეხის არტერიაში (ფსევდოანევრიზმი).

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

– თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ;

– სისხლდენის შემდეგ წნევის მომატება ფეხების ან ხელების კუნთებში, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის დარღვევას, დაბუჟებას ან დამბლას (შეკუმშვის სინდრომი სისხლდენის შემდეგ).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება პრეპარატი ქსილტესი

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6. ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპატატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტით.

8 . შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რასშეიცავს პრეპარატი ქსილტესი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:რივაროქსაბანი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ რივაროქსაბანს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (SD 711), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

გარსი:

ჰიპრომელოზა 3 cPs (E464), პოლიეთილენ გლიკოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდის ანატაზი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ქსილტესის 2,5 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე

ღია ვარდისფერი მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია „E841“ და მეორე მხარეს გლუვია.

შეფუთვა

56, 98 ან 100 გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში შეფუთულია მუყაოს კოლოფში პაციენტებისთვის განკუთვნილ პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ასევე, იხილეთ : ქსილტესი - Xsiltess 10მგ 28 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა56
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy