ფლუკოლდი ნ - Flucold N 200 ტაბლეტი
ჩვენება: გრიპისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების გამოვლენის შესამსუბუქებლად: რინიტის, ცხვირის ჩაკეტვის, თავის ტკივილის, ცხელების
ფლუკოლდ-N®(FLUCOLD-N® )
შემადგენლობა:
პარაცეტამოლი 500მგ
ქლორფენამინის მალეატი 2მგ
კოფეინი 30მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ
სხვა ინგრედიენტები: სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის ბენზოატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, საღებავი მუქი-წითელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლუკოლდ N-ი - კომბინირებული პრეპარატია. პარაცეტამოლის მაანალგეზირებელი თვისებები მოიცავს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენას. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ჰიპოთალამუსის რეგულატირულ ცენტრებზე ზეგავლენით.
კოფეინი ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას ცნს-ზე, ძირითადად, თავის ტვინის ქერქზე, სასუნთქ და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებზე, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებასა და ამცირებს იმ საშუალებების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ას. კოფეინს გააჩნია გამოხატული მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აძლიერებს და იწვევს გულის შეკუმშვის სიხშირის, არტერიული წნევის მატებას არტერიული ჰიპოტენზიის დროს, ახდენს ზომიერ დიურეზულ მოქმედებას. იწვევს კუჭის ჯირკვლების სეკრეციის მატებას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - α-ადრენერგული აქტიური ნივთიერებაა, რომელიც არ მოქმედებს გამაღიზიანებლად ცნს-ზე. იგი ძირითადად ახდენს პირდაპირ მოქმედებას ადრენერგულ რეცეპტორებზე. ხშირად გამოიყენება კომბინირებულ პრეპარატებში გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ქლორფენირამინის მალეატი - ალერგიის საწინააღმდეგო საშუაებაა, მიეკუთვნება ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორებს. ახდენს ზომიერად გამოხატულ სედაციურ ეფექტს, გააჩნია ანტიმუსკარინული აქტივობა.
ფლუკოლდ-N - მრავალკომპონენტიანი პრეპარატია. კომპონენტების მოქმედება განპირობებულია მათი გაერთიანებული ძალით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება ძალიან ძნელია, ყველა კომპონენტის დინამიკა არ შეიძლება იქნას გამოკვლეული მარკერებისა ან ბიოლოგიური მეთოდების დახმარებით.
ასევე, იხილეთ : Kofanol - კოფანოლი 4 საწუწნი ტაბლეტი
ჩვენებები:
გრიპისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების გამოვლენის შესამსუბუქებლად: რინიტის, ცხვირის ჩაკეტვის, თავის ტკივილის, ცხელების .
გამოყენება: ზრდასრულებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 1 ტაბლეტს 3-4 ჯერ დღეში, 6- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს - ½ ტაბლეტს 3-4 ჯერ დღეში. 2დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს - ¼ ტაბლეტს 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდი, 2 წლამდე ასაკი.
გვერდითი ეფექტები:
უმეტეს შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადააქვთ. შესაძლოა ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, აპეტიტის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, ცნს-ის სტიმულაცია, გულისრევა, ღებინება, კანისმიერი ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, კუჭ-ნაწლავის გაუვალობის, ეპილეფსიის, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს, ასევე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. მკურნალობის პერიოდში თავიდან უნდა იქნას აცილებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა სახიფათო საქმიანობებით დაკავება. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება პრეპარატით მკურნალობის პეროიდში.
ურთიერთქმედებები:
ფლუკოლდ - N-ის მიღების დროს ჰეპატოტოქსიური საშუალებების ამავდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰეპატოტოქსიური მოქმედება. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს პარაცეტამოლის აბსორბციას. პრობენიციდი ზემოქმედებას ახდენს
პარაცეტამოლის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში მის ეკსკრეციაზე. სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად ქლორფენირამინის მალეატი აძლიერებს იმ საშუალებების სედაციურ ეფექტს, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს მათი ერთობლივი გამოყენების დროს.
დოზის გადაჭარბება:
შესაძლებელია აღინიშნოს უმადობა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში - ჰეპატონეკროზი.
მკურნალობა:
კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: ტაბ., N 4 ტაბ. და N200
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რაოდენობა | 200 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account