ფლორანს-WM - Florans-WM 25/25/100მგ 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 31,19 GEL რეგულარული ფასი 32,83 GEL
მარაგშია
SKU
90130_2080

ჩვენება: მომატებული ნერვული აგზნებადობა,შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება,ძილის დარღვევა, უძილობა.

ფლორანს-WM

Florans-WM

წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: ცილინდრული ფორმის, მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, მწვანე სახურავით და  თეთრი კორპუსით, რომლებიც შეიცავენ დამახასიათებელი სუნის მქონე ყავისფერ ფხვნილს თეთრი ფერის ჩანართებით.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი                              25 მგ
კუნელის ფოთლების და ყვავილების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი       25  მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი                             100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი მსუბუქი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინი, ჟელატინი, გასუფთავებული წყალი. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფლორანს-WM _ სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატი. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი _ პასიფლორას, კუნელის ფოთლებისა და ყვავილების და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდ _ ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლისა და ნევრასთენიისთვის. 
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები

- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ნერვული დაძაბულობა; 
- გაღიზიანებადობა;
- შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
- ძილის დარღვევა, უძილობა.

გამოყენების წესი და დოზები

კაფსულები მიიღება შიგნით, საკვების მიღებამდე, საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 6 კაფსულა.ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
უნდა დავიცვათ სიფრთხილე თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის ფუნქციის მწვავე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
უნდა დავიცვათ სიფრთხილე ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას.არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ღვიძლის დაავადებების მწვავე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად  (<1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემებით).
პრეპარატი ფლორანს-WM ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.
კატაბალახას, პასიფლორას და კუნელის გამოყენებისას აღინიშნება არასასურველი რეაქციები, რომლებიც დარეგისტრირებულია პრეპარატის ცალკეული კომპონენტების გამოყენებისას.
კატაბალახა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია – გულისრევა, მუცლის სპაზმი.
პასიფლორა
გულის და სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია – ტაქიკარდია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია – გულისრევა.
დარეგისტრირებულია ჰიპერმგრძნობელობის ერთი შემთხვევა ვასცულიტის ფორმით.
კუნელი
ნერვული სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – თავის ტკივილი.
გულის და სისხლძარღვების მხრივ: სიხშირე უცნობია – ტაქიკარდია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: სიხშირე უცნობია – გულისრევა.
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად. 

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, დაავადების განსაკუთრებულობის, მისაღწევი ეფექტის და სამკურნალო საშუალების ამტანობის მიხედვით. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ფლორანს-WMმიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს. 
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებში იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორებიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტოზას უკმარისობა ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდორმით, პრეპარატი არ გამოიყენება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის. 
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფლორანს-WM აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, მკერდში შებოჭილობის შეგრძნება, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.  

გამოშვების ფორმა
კაფსულები.
15 კაფსულა ბლისტერში.  
2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან. 
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე , იხილეთ : Amvilab - ამვილაბი ვალერიანი ექსტრა 250მგ 30 კაფსულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy