ულტროქსი - Ultrox 40მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება: პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით ან შერეული დისლიპიდემიით, დიეტასთან ერთად დამატების სახით.
ულტროქსი 40 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
შემადგენლობა:
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს კალციუმის როზუვასტატინს, რაც შეესაბამება 40 მგ როზუვასტატინს, დამხმარე ნივთიერების სახით - ლაქტოზის მონოჰიდრატს და საღებავის სახით - Kollicoat IR ყვითელ “მზის ჩასვლას“, Kollicoat IR თეთრ II-ს და Kollicoat IR კარმინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორები
მოქმედების მექანიზმი
როზუვასტატინი წარმოადგენს ჰმგ-კოA რედუქტაზას სელექციურ და კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელიც არის სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომლის საშუალებითაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტი А გარდაიქმნება ქოლესტერინის წინამორბედ მევალონატად. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ადგილს წარმოადგენს ღვიძლი - ქოლესტერინის შემცველობის დაქვეითების სამიზნე ორგანო.
როზუვასტატინი ზრდის დსლპ “ღვიძლისმიერი“ რეცეპტორების რიცხვს ღვიძლის უჯრედის გარსზე, რითაც იზრდება დსლპ მიტაცება და კატაბოლიზმი, რაც იწვევს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) ღვიძლისმიერი სინთეზის ინჰიბირებას. აღნიშნულის გამო მცირდება დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობა.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
როზუვასტატინი ამცირებს დსლპ ქოლესტერინის, საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ კონცენტრაციებს და ზრდის მსლპ ქოლესტერინის კონცენტრაციას.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ულტროქსი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილებში ჰიპერტრიგლიცერიდემიით ან მის გარეშე, რასობრივი კუთვნილების, სქესის ან ასაკის მიუხედავად, და პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში, როგორიცაა დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია:როზუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ია.
განაწილება:როზუვასტატინი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში, რომელიც ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის სინთეზის ძირითადი ორგანოა. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა დაახლოებით 134 ლიტრია. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
მეტაბოლიზმი:როზუვასტატინი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). In vitro ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით ჩატარებული მეტაბოლიზმის კვლევები მიუთითებს, რომ როზუვასტატინი არის ციტოქრომ Р450 სისტემის სუსტი სუბსტრატი. CYP2C9 არის ძირითადი იზოფერმენტი, რომელიც მის მეტაბოლიზმში მონაწილეობს, 2С19, 3А4 და 2D6 ჩართულია მეტაბოლიზმში ნაკლები ხარისხით. ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. მეტაბოლიტი N-დესმეთილი დაახლოებით 50%-ით ნაკლებ აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები კი კლინიკურად არააქტიურია. მოცირკულირე ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბირების 90%-ზე მეტი ხორციელდება როზუვასტატინის მიერ.
გამოყოფა:როზუვასტატინის მიღებული დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით განავალში (აბსორბირებული და არააბსორბირებული მოქმედი ნივთიერების ჩათვლით), ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდში. დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 19 სთ-ია. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი დაახლოებით 50 ლ/სთ-ია (ვარიაციის კოეფიციენტი 21.7%). როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინის ღვიძლისმიერი მიტაცების პროცესში ჩართულია OATP-ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.
ხაზობრიობა:როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.
ჩვენება:
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (ტიპი IIბ) დიეტასთან ერთად დამატების სახით, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური საშუალებები (მაგალითად, ფიზიკური ვარჯიში, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისია.
მოზრდილები, მოზარდები და 6 წლის ასაკის ბავშვები ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით დიეტასთან და ლიპიდების დამაქვეითებელ სხვა თერაპიასთან (მაგალითად, დსლპ-აფერეზი) ერთად დამატების სახით ან იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული თერაპია არ არის შესაფერისი.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკა
ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტიკა პაციენტებში პირველადი გულ-სისხლძარღვთა გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი ფარმაკოდინამიკური თვისებები) სხვა რისკ-ფაქტორების კორექციასთან ერთად დამატების სახით.
უკუჩვენება:
ულტროქსი უკუნაჩვენებია:
- პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- პაციენტებში ღვიძლის დაავადებით აქტიურ ფაზაში, მათ შორის შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის აუხსნელი, მდგრადი მატება და შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი მატება ნორმის ზედა ზღვარზე (ნზზ) 3-ჯერ მეტად.
- პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).
- პაციენტებში მიოპათიით.
- პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ციკლოსპორინით.
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე შვილოსნობის ასაკში მყოფ ქალებში, რომლებიც არ იყენებენ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდებს.
40 მგ დოზა უკუნაჩვენებია პაციენტებში მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკის ფაქტორებით. აღნიშნული ფაქტორები არის:
- თირკმლის ზომიერი ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ)
- ჰიპოთირეოზი
- კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
- მიოტოქსიურობა ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში
- ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება
- მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება
- აზიური რასის პაციენტები
- ფიბრატების ერთდროულად მიღება.
(იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“)
გაფრთხილება / სიფრთხილის ზომები:
მოქმედება თირკმლის მხრივ
პროტეინურია, გამოვლენილი საზომი ღეროს ანალიზის მეთოდით და ძირითადად ტუბულარული წარმოშობის, აღინიშნა როზუვასტატინის მაღალი დოზებით, განსაკუთრებით 40 მგ დოზით, ნამკურნალევ პაციენტებში, რაც უმრავლეს შემთხვევაში იყო გარდამავალი და დროებითი. პროტეინურია არ იყო თირკმლის მწვავე ან პროგრესირებადი დაავადების მანიშნებელი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). პოსტმარკეტინგულ პერიოდში გამოყენებისას თირკმლის მხრივ სერიოზული გართულებების მაჩვენებელი უფრო მაღალია 40 მგ დოზის შემთხვევაში. თირკმლის ფუნქციის შეფასება საჭიროა სტანდარტული კონტროლის დროს პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა 40 მგ დოზით.
ეფექტები ჩონჩხის კუნთების მხრივ
მოქმედება ჩონჩხის კუნთებზე, მაგალითად, მიალგია, მიოპათია და იშვიათად რაბდომიოლიზი, აღინიშნა როზუვასტატინით ნამკურნალევ პაციენტებში ყველა დოზის მიღებისას, განსაკუთრებით კი >20 მგ დოზის მიღებისას. რაბდომიოლიზის ძალიან იშვიათი შემთხვევები აღინიშნა ეზეტიმიბის გამოყენებისას ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში. არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“) და საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ამ პრეპარატების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში.
როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, როზუვასტატინით გამოწვეული რაბდომიოლიზის შემთხვევების მაჩვენებელი პოსტმარკეტინგულ პერიოდში უფრო მაღალია 40 მგ დოზის გამოყენებისას.
კრეატინკინაზას განსაზღვრა
არ შეიძლება კრეატინკინაზას მაჩვენებლის განსაზღვრა ინტენსიური ვარჯიშის ან კრეატინკინაზას მაჩვენებლის მომატების სხვა შესაძლო მიზეზის არსებობისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შედეგის შეცვლა. თუ კრეატინკინაზას მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მომატებულია საწყის მაჩვენებელთან შედარებით (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი), საჭიროა დამადასტურებელი ანალიზის ჩატარება 5-7 დღის განმავლობაში. არ შეიძლება მკურნალობის დაწყება, თუ განმეორებითი ტესტი დაადასტურებს კრეატინინკინაზას ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტ მატებას საწყის მაჩვენებელთან შედარებით.
მკურნალობის დაწყებამდე
როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, როზუვასტატინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ფაქტორები არის:
- თირკმელების უკმარისობა
- ჰიპოთირეოზი
- კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
- მიოტოქსიკურობა ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას ანამნეზში
- ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება
- 70 წელზე უფროსი ასაკი
- მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
- ფიბრატების ერთდროულად მიღება.
ამ პაციენტებში უნდა იქნას განხილული მკურნალობის რისკი შესაძლო სარგებელთან მიმართებით, და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი. კრეტინკინაზას კონცენტრაციის საწყის მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად მომატების შემთხვევაში (5-ჯერ მეტი ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) მკურნალობის დაწყება არ შეიძლება.
თერაპიის პერიოდში
რეკომენდებულია პაციენტის ინფორმირება, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების მოულოდნელი განვითარების შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით ზოგად სისუსტესთან ან ცხელებასთან ერთად. ასეთ პაციენტებში აუცილებელია კრეატინკინაზას აქტივობის კონტროლი. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ კრეატინკინაზას დონე მნიშვნელოვნად გაიზრდება (5-ჯერ მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) ან თუ კუნთების სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული და ყოველდღიურად მთელი დღის განმავლობაში იწვევს დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც, თუ კრეატინკინაზას აქტივობა ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლები ან ტოლია). თუ სიმპტომები ქრება და კრეატინკინაზას აქტივობა უბრუნდება ნორმას, საჭიროა როზუვასტინის განმეორებითი დანიშვნის, ან ჰმგ-კოA რედუქტაზას ალტერნატიული ინჰიბიტორის ნაკლები დოზის დანიშვნის საკითხის განხილვა პაციენტზე გულმოდგინე დაკვირვებით. კრეატინკინაზას კონცენტრაციების რეგულარული კონტროლი პაციენტებში რაბდომიოლიზის სიმპტომების არარსებობისას, არამიზანშეწონილია. აღინიშნა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევები სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით, მკურნალობის პერიოდში ან მკურნალობის დასრულების შემდეგ. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება პროქსიმალურკუნთოვანი სისუსტით და სისხლის შრატში კრეატინკინაზას აქტივობის მომატებით, რაც შენარჩუნდა სტატინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კლინიკური კვლევებით არ არის მიღებული ჩონჩხის კუნთების მხრივ ეფექტების სიხშირის მომატების მტკიცებულება მცირე რაოდენობის პაციენტებში როზუვასტატინისა და თანმხლები თერაპიის მიღების შემთხვევაში. თუმცა, მიოზიტის და მიოპათიის შემთხვევების რიცხვის ზრდა გამოვლენილი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰგმ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავას წარმოებულებთან ერთად, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების, პროტეაზას ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოA რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად მიღებისას. ამიტომ, როზუვასტატინის და გემფიბროზილის კომბინაცია რეკომენდებული არ არის. გულმოდგინედ უნდა შეფასდეს როზუვასტატინის ფიბრატებთან ან ნიაცინთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას ლიპიდების კონცენტრაციის ცვალებადობის სარგებელი ამ კომბინაციის პოტენციური რისკის მიმართ. უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის და ფიბრატების ერთდროულად გამოყენება (იხ. პარაგრაფები “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“ და “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები”).
კომბინაცია როზუვასტატინთან და ფუზიდის მჟავასთან რეკომენდებული არ არის. რეგისტრირებულია რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, ზოგი ლეტალური) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
ულტროქსი არ უნდა დაინიშნოს ფუზიდის მჟავას სისტემურ პრეპარატებთან კომბინაციაში ან ფუზიდის მჟავას მიღების დასრულებიდან 7 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფუზიდის მჟავას სისტემური პრეპარატების მიღება, სტატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. არსებობს რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, რამდენიმე ლეტალური შედეგით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფუზიდის მჟავისა და სტატინების კომბინაციას (იხ. პარაგრაფი 4.5). პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის კუნთების სისუსტის, ტკივილის ან მგრძნობელობის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში. სტატინის მიღების გაგრძელება შეიძლება ფუზიდის მჟავას ბოლო დოზის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა სისტემური ფუზიდის მჟავის ხანგრძლივად მიღება, მაგალითად მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, ულტროქსისა და ფუზიდის მჟავას კომბინაცია მიიღება მხოლოდ ინდივიდუალურად და მკაცრი სამედიცინო დაკვირვებით.
ულტროქსი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებში მწვავე, მძიმე დაავადებებით, რომლებიც მიოპათიის ვარაუდის საშუალებას იძლევა, ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმელების მეორადი უკმარისობის შესაძლო განვითარებით (მაგალითად, სეფსისი, ჰიპოტენზია, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები; ან არაკონტროლირებული კრუნჩხვა).
გავლენა ღვიძლზე
როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორები, ულტროქსი სირთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ალკოჰოლის ჭარბად გამოყენებისას ან/და ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას.
რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. თუ შრატში ტრანსამინაზების კონცენტრაცია 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა როზუვასტატინის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება. პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევების სიხშირე (რომელიც დაკავშირებულია ძირითადად “ღვიძლის” ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატებასთან) იზრდება პრეპარატის 40 მგ-ზე მეტი დოზის მიღებისას.
პაციენტებში ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომის შედეგად მეორადი ჰიპერქოლესტერინემიით, ძირითადი დაავადების თერაპია უნდა ჩატარდეს როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე.
რასა
ფარმაკოკინეტიკური კვლევების მიმდინარეობისას გამოვლინდა როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება აზიური რასის პაციენტებში კავკასიელების მონაცემებთან შედარებით (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი”, “უკუჩვენება” და ფარმაკოკინეტიკური თვისებები”).
პროტეაზას ინჰიბიტორები
როზუვასტატინის და პროტეაზას სხვადასხვა ინჰიბიტორებისა და რიტონავირის კომბინაციის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება. საჭიროა გულდასმით შეფასდეს როგორც ლიპიდების კონცენტრაციის დაქვეითების სარგებელი როზუვასტატინის მიღების ფონზე აივ-პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, ასევე გათვალისწინებული იყოს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის შესაძლო მომატება მკურნალობის დასაწყისში და როზუვასტატინის დოზის ტიტრაციისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს. პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან ერთად გამოყენება როზუვასტატინის დოზის კორექციის გარეშე რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”).
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზის აუტანლობა, ლაპპას ლაქტაზური უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.
ულტროქსი შეიცავს საღებავს “ყვითელ მზის ჩასვლას“ (E110). შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ულტროქსის ერთი დოზა შეიცავს 0.01 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. მიუხედავად ამისა, ნატრიუმის აღნიშნული რაოდენობა ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე პრობლემას.
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, აღინიშნა ფილტვის ინტერსტიციული დაავადების ერთეული შემთხვევები (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). დაავადების გამოვლინებები შესაძლოა იყოს ქოშინი, არაპროდუქტიული ხველა და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება (სისუსტე, წონის დაკლება და ცხელება). ფილტვის ინტერსტიციულ დაავადებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა სტატინით თერაპიის შეწყვეტა.
შაქრიანი დიაბეტი
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სტატინები, როგორც სამკურნალო საშუალებების კლასი, იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებას და ზოგიერთ პაციენტში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკით მომავალში შეიძლება მოახდინოს ჰიპერგლიკემიის ისეთი დონის პროვოცირება, რომლის დროსაც ნაჩვენებია დიაბეტის სტანდარტული მკურნალობა. თუმცა, ეს რისკი გადაიწონება სტატინებით სისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების რისკის შემცირებით, ამიტომ, სტატინებით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს. რისკის ჯგუფის პაციენტებში (უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია 5.6-დან 6.9 მმოლ/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპერტენზია) საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების მონიტორინგი ნაციონალური რეკომენდაციების შესაბამისად.
კვლევაში JUPITER აღნიშნული შაქრიანი დიაბეტის საერთო სიხშირე შეადგენდა 2.8%-ს როზუვასტატინის ჯგუფში და 2.3%-ს პლაცებოს ჯგუფში, ძირითადად პაციენტებში უზმოზე გლუკოზის კონცენტრაციით 5.6-დან 6.9 მმოლ/ლ.
გამოყენება პედიატრიაში
6-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში როზუვასტატინის მიღებისას ზრდის (სიმაღლე), წონის, სხეულის მასის ინდექსის და ტანერის სტადიების მიხედვით სქესობრივი სიმწიფის არაძირითადი მახასიათებლების ხაზობრიობის შეფასების კვლევები შეზღუდულია მკურნალობის 2 წლამდე პერიოდში. 2 წლის შემდეგ მოქმედება ზრდაზე, წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ სიმწიფეზე არ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ბავშვებისა და მოზარდების კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს 52 კვირის განმავლობაში, კრეატინკინაზას ნორმის ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი მატება და სიმპტომები კუნთების მხრივ ვარჯიშისა და გაზრდილი ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ულტროქსი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შვილოსნობის ასაკში მყოფმა ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფციის მეთოდები.
რამდენადაც ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ჰმგ-კოА რედუქტაზას ინჰიბიტორების პოტენციური რისკი აჭარბებს მკურნალობის სარგებელს ორსულებში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით მიღებულია შეზღუდული მონაცემები რეპროდუქციულ ტოქსიკურობასთან დაკავშირებით. თუ პაციენტი დაორსულდა პრეპარატის გამოყენების პერიოდში, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
როზუვასტატინი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში. დედის რძეში პრეპარატის გამოყოფასთან დაკავშირებული ცნობები არ არსებობს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.
თუმცა, ფარმაკოდინამიკური თვისებების საფუძველზე, ნაკლებსავარაუდოა, რომ როზუვასტატინმა გავლენა მოახდინოს აღნიშნულ უნარზე. სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა.
გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები:
როზუვასტატინის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალი ხასიათისაა. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში როზუვასტატინით ნამკურნალევი პაციენტების 4%-ზე ნაკლები გაირიცხა გვერდითი რეაქციების გამო.
გვერდითი რეაქციების ცხრილი
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია როზუვასტატინის გვერდითი რეაქციების პროფილი, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევების და ფართომასშტაბური პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში. ცხრილში წარმოდგენილი გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირისა და ორგანოთა სისტემების კლასების მიხედვით.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ხშირად (>1/100, <1/10); საშუალო სიხშირით (>1/1000, <1/100); იშვიათად (>1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ცხრილი 2. გვერდითი რეაქციები, რომლებიც მიღებულია კლინიკური კვლევებისა და პოსტ-მარკეტინგული გამოყენების პერიოდში
ორგანოთა სისტემების კლასები |
ხშირად |
საშუალო სიხშირით |
იშვიათად |
ძალიან იშვიათად |
სიხშირე უცნობია |
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
თრომბოციტოპენია |
||||
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით |
||||
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ |
შაქრიანი დიაბეტი 1 |
||||
ფსიქიკის დარღვევები |
დეპრესია |
||||
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი თავბრუსხვევა |
პოლინეიროპათია მეხსიერების დაკარგვა |
პერიფერიული ნეიროპათია ძილის დარღვევა (უძილობისა და კოშმარული სიზმრების ჩათვლით) |
||
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყრის მხრივ |
ხველა ქოშინი |
||||
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
შეკრულობა გულისრევა ტკივილი მუცლის არეში |
პანკრეატიტი |
დიარეა |
||
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
“ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების აქტივობის მომატება |
სიყვითლე ჰეპატიტი |
|||
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
ქავილი გამონაყარი ჭინჭრის ციება |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი |
|||
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
მიალგია |
მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) რაბდომიოლიზი |
ართრალგია |
მყესების დაზიანება, ზოგჯერ გართულებული მყესის გაგლეჯით იმუნოგანპირობებული მანეკროზებელი მიოპათია |
|
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ |
ჰემატურია |
||||
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
გინეკომასტია |
||||
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
ასთენია |
შეშუპება |
|||
1. სიხშირე დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არ არსებობაზე (უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია >5,6 მმოლი/ლ, სმი >30 კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია, ჰიპერტენზია ანამნეზში). |
როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე ძირითადად დოზა-დამოკიდებულია.
ეფექტები თირკმელების მხრივ: პროტეინურია, გამოვლენილი საზომი ღეროს ანალიზის მეთოდით და ძირითადად ტუბულარული წარმოშობის, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინით. შარდში ცილის რაოდენობის ცვლილება არ არსებობიდან ++ ან მეტით ვლინდება პაციენტთა 1%-ზე ნაკლებში, რომლებიც იღებენ 10-20მგ დოზას, და დაახლოებით პაციენტთა 3%-ში, 40მგ-ის მიღებისას. პრეპარატის 20მგ დოზით მიღებისას აღინიშნება შარდში ცილის უმნიშვნელო მატება არ არსებობიდან +-მდე. უმეტეს შემთხვევაში პროტეინურია მცირდება ან ლაგდება სპონტანურად თერაპიის პროცესში. კლინიკური კვლევების მონაცემების მიმოხილვით და ამ მომენტისათვის არსებული პოსტ-მარკეტინგული გამოყენების გამოცდილებით არ არის განსაზღვრული მიზეზობრივი კავშირი პროტეინურიასა და თირკმლის მწვავე ან პროგრესულ დაავადებას შორის.
ჰემატურია აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც უტადებოდათ მკურნალობა როზუვასტატინით. კლინიკური კვლევების მონაცემებით ნაჩვენებია, რომ მისი გამოვლენის სიხშირე დაბალია.
ეფექტები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ:როზუვასტატინის მიღებისას ყველა დოზით, განსაკუთრებით 20მგ-ზე მეტი დოზით, აღინიშნა ჩონჩხ-კუნთოვან სისტემაზე მოქმედების მონაცემები, მაგალითად მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე.
კრეატინკინაზის აქტივობის დოზადამოკიდებული მატება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს; აღნიშნული უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი, უსიმპტომო და დროებითი. კრეატინკინაზის აქტივობის მატებისას (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი), თერაპია უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).
ეფექტები ღვიძლის მხრივ: როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, როზუვასტატინის გამოყენებისას პაციენტთა მცირე რაოდენობაში ვლინდება ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; აღნიშნული უმეტეს შემთხვევაში იყო მსუბუქი, უსიმპტომო და დროებითი.
ზოგიერთი სტატინის გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
სქესობრივი დისფუნქცია.
ფილტვის ინტერსტიციული დაავადების განვითერების ერთეული შემთხვევები, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).
რაბდომიოლიზის, თირკმელების მძიმე დარღვევების და ღვიძლის მძიმე დარღვევების (ძირითადად, “ღვიძლისმიერი“ ტრანსამინაზების დონის მომატება) შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალია 40 მგ დოზით მკურნალობის შემთხვევაში.
პედიატრიული პოპულაცია:ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით ჩატარებულ 52 კვირიან კლინიკურ კვლევაშიკრეატინკინაზას ნორმის ზედა ზღვარზე 10 ჯერ მეტი მატება და სიმპტომები კუნთების მხრივ ვარჯიშისა და გაზრდილი ფიზიკური აქტივობის შემდეგ აღინიშნა უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”). სხვა საკითხებში, ბავშვებსა და მოზარდებში როზუვასტატინის უსაფრთხოების პროფილი იყო იგივე, რაც მოზრდილებში.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოქმედებას
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:
როზუვასტატინზე სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენების გავლენა
სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები: როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს ზოგიერთი გადამტანი ცილისთვის, ღვიძლის მიტაცების OAТP1B1 გადამტანის და BCRP ეფლუქსიური გადამტანის ჩათვლით. როზუვატატინის და იმ სამედიცინო პროდუქტების ერთდროულ გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენს ამ სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორებს, შესაძლოა თან ახლდეს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის მომატება და მიოპათიის განვითარების მომატებული რისკი (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები” და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”, ცხრილი 3).
ციკლოსპორინი: როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებისას როზუვასტატინის AUС მნიშვნელობები იყო საშუალოდ 7-ჯერ უფრო მაღალი ჯანმრთელ მოხალისეებში მიღებულ მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი 3). ულტროქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). პრეპარატების ერთდროული გამოყენება გავლენას არ ახდენს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
პროტეაზას ინჰიბიტორები: მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, როზუვასტატინის პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატება (იხ. ცხრილი 3). მაგალითად, ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში, 10 მგ როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი (300 მგ ატაზანავირი/100 მგ რიტონავირი) კომბინირებული პრეპარატის ერთდროული მიღებისას, ჯანმრთელ მოხალისეებში, დაკავშირებული იყო როზუვასტატინის AUC დაახლოებით 3-ჯერ და Cmax 7-ჯერ მომატებასთან. ულტროქსის და პროტეაზას ინჰიბიტორების ზოგიერთი კომბინაციის ერდროული გამოყენება შესაძლებელია ულტროქსის დოზის გულდასმით შერჩევის შემდეგ, რომელიც დაფუძნებულია როზუვასტატინის ექსპოზიციის მოსალოდნელ ზრდაზე (იხ. პარაგრაფები “დოზირება და მიღების წესი“, “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები” და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება”, ცხრილი 3).
გემფიბროზილი და ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა საშუალებები: როზუვასტატინის და გემფიბროზილის ერთდროული გამოყენება იწვევს როზუვასტატინის Cmax და AUC 2 ჯერ გაზრდას (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).
სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევების მონაცემების საფუძველზე, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) ლიპიდების დონის დამაქვეითებელი დოზებით (1 გ ან მეტი დღე-ღამეში) ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას, ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს, იმის გამო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის სახით მიღების დროსაც. 40 მგ როზუვასტატინის და ფიბრატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”). მოცემული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის საწყისი დოზა უნდა იყოს 5 მგ.
ეზეტიმიბი: 10 მგ როზუვასტატინის და 10 მგ ეზეტიმიბის ერთდროულ გამოყენებას თან ახლდა როზუვასტატინის AUC 1.2-ჯერ მომატება პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით (ცხრილი 3). არ შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის ზრდის გამორიცხვა ულტროქსის და ეზეტიმიბის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების გამო (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).
ანტაციდი: როზუვასტატინის და ალუმინის ან მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდორულმა გამოყენებამ იწვევს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის დახლოებით 50%-ით დაქვეითებას. ეს მოქმედება გამოხატულია უფრო სუსტად, თუ ანტაციდი გამოიყენება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი: როზუვასტატინის და ერითრომიცინის ერთდორულად გამოყენება იწვევს როზუვასტატინის AUС 20%-ით და Cmax 30%-ით შემცირებას. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის მოტორიკის გაძლიერებით, რაც განპირობებულია ერითრომიცინის მიღებით.
ციტოქრომ P450 ფერმენტები: in vitro და in vivo კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების არც ინჰიბიტორს და არც ინდუქტორს. ამის გარდა, როზუვასტატინი წარმოადგენს სუსტ სუბსტრატს ამ იზოფერმენტებისთვის.
ამიტომ, ციტოქრომ P450 მეტაბოლიზმთან დაკავშირებული რაიმე მედიკამენტური ურთიერთქმედება, მოსალოდნელი არ არის. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (იზოფერმენტ СYP2С9 და СYP3A4 ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (იზოფერმენტ СYP2A6 და СYP3A4 ინჰიბიტორი) შორის გამოვლენილი არ არის.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც საჭიროებენ როზუვასტატინის დოზის კორექციას (ასევე, იხ. ცხრილი 3):პრეპარატ ულტროქსის დოზის კორექცია საჭიროა მისი იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების აუცილებლობისას, რომლებიც ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას. თუ მოსალოდნელია ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 2-ჯერ და მეტად, პრეპარატ ულტროქსის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს 5 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. საჭიროა ულტროქსის მაქსიმალური სადღეღამისო დოზის კორექცია ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია არ აღემატებოდეს ულტროქსის 40 მგ სადღეღამისო დოზის შესაბამის მაჩვენებელს, რომელიც მიიღება როზუვასტატინთან ურთიერთმოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გარეშე, მაგალითად, 20 მგ პრეპარატი ულტროქსი გემფიბროზილთან ერთად (ექსპოზიციის მატება 1.9-ჯერ), და 10 მგ პრეპარატი ულტროქსი რიტონავირთან/ატაზანავირთან კომბინაციაში (ექსპოზიციის მატება 3.1-ჯერ).
ცხრილი 3. თანმხლები თერაპიის გავლენა როზუვასტატინის ექსპოზიციაზე (AU С მონაცემები მოყვანილია კლების რიგითობით) – გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგები. |
||
თანმხლები თერაპიის რეჟიმი |
როზუვასტატინის მიღების რეჟიმი |
როზუვასტატინის AUС ცვლილება* |
ციკლოსპორინი 75-200 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 6 თვე |
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე |
7.1-ჯერ ↑ |
ატაზანავირი 300 მგ/ რიტონავირი 100 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 8 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
3.1-ჯერ ↑ |
სიმეპრევირი 150 მგერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
2.8-ჯერ ↑ |
ლოპინავირი 400 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 17 დღე |
20 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე |
2.1-ჯერ ↑ |
კლოპიდოგრელი 300 მგ დამტვირთავი დოზა, შემდეგ 75 მგ 24 საათში |
20 მგ ერთჯერადად |
2-ჯერ ↑ |
გემფიბროზილი 600 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე |
80 მგ ერთჯერადად |
1.9-ჯერ ↑ |
ელტრომბოპაგი 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 10 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
1.6-ჯერ ↑ |
დარუნავირი 600 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე |
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე |
1.5-ჯერ ↑ |
ტიპრანავირი 500 მგ/ რიტონავირი 200 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 11 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
1.4-ჯერ ↑ |
დრონედარონი 400 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში |
მონაცემები არ არის |
1.4-ჯერ ↑ |
იტრაკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 5 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
**1.4-ჯერ ↑ |
ეზეტიმიბი 10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე |
10 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 14 დღე |
**1.2-ჯერ ↑ |
ფოსამპრენავირი 700 მგ/ რიტონავირი 100 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 8 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
↔ |
ალეგლიტაზარი 0,3 მგ 7 დღე |
40 მგ, 7 დღე |
↔ |
სილიმარინი 140 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, 5 დღე |
10 მგ ერთჯერადად |
↔ |
ფენოფიბრატი 67 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე |
10 მგ, 7 დღე |
↔ |
რიფამპინი 450 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7 დღე |
20 მგ ერთჯერადად |
↔ |
კეტოკონაზოლი 200 მგ 2- ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე |
80 მგ ერთჯერადად |
↔ |
ფლუკონაზოლი 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 11 დღე |
80 მგ ერთჯერადად |
↔ |
ერითრომიცინი 500 მგ 4- ჯერ დღე-ღამეში, 7 დღე |
80 მგ ერთჯერადად |
28% ↓ |
ბაიკალინი 50 მგ 3-ჯერ დღე-ღამეში, 14 დღე |
20 მგ ერთჯერადად |
47% ↓ |
*მონაცემები წარმოდგენილია როგორც მოკლე ცვლილება, აჩვენებს ერთდროული გამოყენებისას მაჩვენებლის შეფარდებას იგივე მაჩვენებელთან როზუვასტატინით მონოთერაპიისას. მონაცემები წარმოდგენილია როგორც % ცვლილება, ასახავს ცვლილებას (%) როზუვასტატინით მონოთერაპიის მიმართ. მომატება ნაჩვენებია ნიშნით “↑“, ცვლილებების გარეშე - “ ↔“, დაქვეითება “↓“ **მედიკამენტური ურთიერთქმედების რამდენიმე კვლევა შესრულებული იყო როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებით; ცხრილში წარმოდგენილია ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. OD = ერთხელ დღე-ღამეში; BID = ორჯერ დღე-ღამეში; TID = სამჯერ დღე-ღამეში; QID = ოთხჯერ დღე-ღამეში. |
როზუვასტატინის გამოყენების გავლენა სხვა პრეპარატებზე
K ვიტამინის ანტაგონისტები: როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ულტროქსით თერაპიის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის გაზრდამ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ K ვიტამინის ანტაგონისტებს (მაგალითად, ვარფარინი ან სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები) შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) გაზრდა. ულტროქსის მოხსნამ ან დოზის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სნშ დაქვეითება. ასეთ შემთხვევებში, საჭიროა სნშ სათანადო მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები/ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია: როზუვასტატინის და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდორული გამოყენება იწვევდა ეთინილესტრადიოლის და ნორგესტრელის AUС შესაბამისად ზრდას 26 და 34%-ით. პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას, საჭიროა პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი მატების გათვალისწინება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ულტროქსის და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მედიკამენტების გამოყენებაზე არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება ამგვარი კომბინაციის დროს ანალოგიური მოქმედების გამორიცხვა. თუმცა, კლინიკური კვლევების ჩატარებისას პრეპარატების ამგვარი კომბინაცია საკმარისად ფართოდ გამოიყენებოდა ქალებში და კარგად გადაიტანებოდა.
სხვა სამკურნალო საშუალებები:
დიგოქსინი:სპეციფიური ურთიერთქმედების კვლევების მონაცემების საფუძველზე, დიგოქსინთან ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ფუზიდის მჟავა: როზუვასტატინისა და ფუზიდის მჟავის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. მიოპათიის, მათ შორის რაბდომიოლიზის რისკი შეიძლება გაიზარდოს სისტემური ფუზიდის მჟავას სტატინებთან ერთდროულად გამოყენებისას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური, ან ორივე) ამ დრომდე უცნობია. არსებობს რაბდომიოლიზის შემთხვევები (მათ შორის, რამდენიმე ლეტალური შედეგით) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ კომბინაციას.
სისტემური ფუზიდის მჟავას მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ულტროქსით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში. ასევე, იხილეთ პარაგრაფი 4.4.
გამოყენება ბავშვებში: ურთიერთქმედების კვლევები ჩატარებული იყო მხოლოდ მოზრდილებში. ბავშვებში ურთიერთქმედების ინტენსივობა უცნობია.
დოზირება და გამოყენების წესი:
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრეპარატის დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მკურნალობის მიზნის და პაციენტის თერაპიული პასუხის მიხედვით, თანამედროვე, აღიარებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ულტროქსი მიიღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში, პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ სტატინებს, აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებით თერაპიიდან გადაყვანილი არიან მოცემულ პრეპარატზე. პრეპარატის საწყისი დოზის არჩევისას, ყოველ კონკრეტულ პაციენტში უნდა იქნას გათვალისწინებული ქოლესტერინის დონე, ასევე გულ-სისხლძარღვთა გართულებების და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი (იხ. ქვემოთ). აუცილებლობისას, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის კორექტირება (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). რადგან 40მგ დოზის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე დაბალი დოზების გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“), დოზის საბოლოო ტიტრაცია მაქსიმალურ 40 მგ-მდე საჭიროა მხოლოდ პაციენტებში მძიმე ჰიპერქოლესტერინემიით მაღალი გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პაციენტებში (კერძოდ, პირებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებთანაც 20 მგ დოზის გამოყენებისას, სასურველი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა და რომლებიც იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). რეკომენდებულია სპეციალისტის დაკვირვება მკურნალობის დაწყებისას 40 მგ დოზით.
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პროფილაქტკა
გულ-სისხლძარღვთა მოვლენების რისკის დაქვეითების კვლევაში, როზუვასტატინი გამოიყენებოდა დოზით 20 მგ დღე-ღამეში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმ-სპეციალისტის მიერ.
ბავშვები და მოზარდები 6-დან 17 წლამდე (ტანერის <II-V სტადია)
ბავშვებსა და მოზარდებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღე-ღამეში.
· 6-9 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 10 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
· 10-17 წლის ასაკის ბავშვებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით სტანდარტული დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს პერორალურად ერთხელ დღე-ღამეში. ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის 20 მგ-ზე მეტი დოზის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.
დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს თერაპიაზე პაციენტის ინდივიდუალური პასუხის და ამტანობის შესაბამისად, ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის რეკომენდაციების თანახმად (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცვლობის პროდუქტების გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს როზუვასტატინით მკურნალობის კურსის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში გამოცდილება შემოიფარგლება 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების მცირე ჯგუფით.
პედიატრიული პაციენტებისთვის 40 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი.
6 წლამდე ასაკის ბავშვები
6 წლამდე ასაკის ბავშებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი. ამიტომ, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ულტროქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გამოყენება ხანდაზმულებში
70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). ასაკის მიხედვით დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
დოზირება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში
პაციენტებში თირკმელების მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს პაციენტებისთვის თირკმელების საშუალო სიმძიმის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 60 მლ/წთ-ზე ნაკლები). 40 მგ დოზა უკუნაჩვენებია თირკმელების საშუალო სიმძიმის უკმარისობის შემთხვევაში. პრეპარატ ულტროქსის ნებისმიერი დოზით გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”).
დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ჩაილდ-პიუს შკალით 7 და ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება გამოვლენილი არ არის. თუმცა, პრეპარატის სისტემური ექსპოზიციის მომატება აღინიშნა ჩაილდ-პიუს შკალით 8 და 9 ქულის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“). ამ პაციენტებში თერაპიის ფონზე საჭიროა თირკმლის ფუნქციის კონტროლი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“). მონაცემები ჩაილდ-პიუს შკალით 9 და მეტი ქულის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ულტროქსი უკუნაჩვენებია აქტიურ ფაზაში ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
რასა
აზიური რასის პაციენტებში აღინიშნა სისტემური ექსპოზიციის მომატება (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება“, “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“). პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა აზიური რასის პაციენტებში შეადგენს 5 მგ-ს. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში 40მგ დოზა უკუნაჩვენებია.
გენეტიკური პოლიმორფიზმი
ცნობილია, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმის გარკვეულმა ტიპებმა შესაძლოა გამოიწვიონ როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”). პაციენტებისათვის, რომლებსაც როგორც ცნობილია, აქვთ პოლიმორფიზმის მსგავსი ტიპები, რეკომენდებულია ულტროქსის შედარებით დაბალი დოზები.
დოზირება მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში
მიოპათიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები”).
ამ ჯგუფის პაციენტებში ზოგ შემთხვევაში უკუნაჩვენებია დოზა 40 მგ (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება“).
თანმხლები თერაპია
როზუვასტატინი წარმოადგენს სუბსტრატს სხვადასხვა სატრანსპორტო ცილებისათვის (მაგ. OATP1B1 და BCRP). მიოპათიის რისკი იზრდება (რაბდომიოლიზის ჩათვლით), როზუვასტატინის იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც სისხლის პლაზმაში ზრდის როზუვასტატინის კონცენტრაციას სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთქმედების ხარჯზე (როგორიცაა ციკლოსპორინი და პროტეაზას გარკვეული ინჰიბიტორები, მათ შორის რიტონავირის ატაზანავირთან, ლოპინავირთან ან/და ტიპრანავირთან კომბინაციები; იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“ და “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). ასეთ შემთხვევაში საჭიროა შეფასდეს ალტერნატიული თერაპიის დანიშვნის, ან როზუვასტატინის მიღების დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა. თუ ზემოთ მითითებული პრეპარატების და როზუვასტატინის გამოყენება აუცილებელია, საჭიროა თანმხლები თერაპიის სარგებლის და რისკის შეფასება და როზუვასტატინის დოზის შემცირების შესაძლებლობის განხილვა (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებისას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და შემანარჩუნებელი ღონისძიებები. საჭიროა ღვიძლის ფუნქციის კონტროლი და კრეატინკინაზას აქტივობაზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში ჰემოდიალიზი სავარაუდოდ ნაკლებეფექტურია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოშვების ფორმა:
ულტროქსი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებიმოთავსებულია ალ - ალ ბლისტერულ შეფუთვაში აპკიანი გარსით დაფარული 14, 28 ტაბლეტით, პირველადი შეფუთვის სახით, და მუყაოს კოლოფებში - მეორეული შეფუთვის სახით.
ასევე, იხილეთ : ულტროქსი 20მგ 28 ტაბლეტი
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account