ტრიკორტინი - Tricortin 1000 2მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 52,05 GEL რეგულარული ფასი 54,79 GEL
მარაგშია
SKU
90661_990

ჩვენება: ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპოქსიური და დისმეტაბოლური დარღვევები.

ტრიკორტინი - Tricortin 1000 2მლ 5 ამპულა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
თავის ტვინის ქერქის ფოსფოლიპიდები 12 მგ
ციანოკობალამინი 1000 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიდოკაინის ქლორიდი; ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი 12H2O; ნატრიუმის
ერთფუძიანი ფოსფატი 2H2O; პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები;
საინექციო წყალი საკმარისი 2 მლ- სთვის.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის. +2მლ-იანი 5 ამპულა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფსიქო-ანალეპტიური საშუალებები,  ფსიქო-სტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები.

ფარმაკოდინამიკა:

ლიპოსომური ფოსფოლიპიდები ორგანიზმში შეყვანის შემდეგ გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სადაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში. მათი მოქმედება აძლიერებს, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინის ნეირონებში;  "უცხო" ფოსფოლიპიდების წყალობით აქტიურდება  გლუკოზისა და ენდოგენური ფოსფოლიპიდების გარდაქმნა. 

ციანკობალამინი არის მრავალი პროცესის ბიოლოგიური აქტივატორი ადამიანის ორგანიზმში. ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდური რეაქციები ადამიანის ორგანიზმში ხდება მისი უშუალო მონაწილეობით. ვიტამინი B12- ის როლი ასევე მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების აქტივობაში. ასტიმულირებს მიელინის გარსის რეგენერაციას, აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და ნევრული გამტარობის სიჩქარეს; 

ციანკობალამინი ზრდის ტკივილის ზღურბლს და საშუალებას გვაძლევს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასას) მედიკამენტების დოზის შემცირებას.

ჩვენებები:

იშემიური ინსულტის მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
ათეროსკლეროზული ენცეფალომიოპათიები,
ვაზოსპასტური ან ტოქსიური ცეფალგია, 
ტოქსიკური და ალკოჰოლური პოლინევრიტი, 
ართრიტული წარმოშობის  პოლირადიკულონევრიტი, 
პოლიალგიური სინდრომი ორგანული საფუძვლის გარეშე.

დოზირება:

18 წლიდან ზრდასრულებში: 1-2 ამპულა ი/მ 10-20 დღე,  პრეპარატის მიღება რეკომენდებული დღის საათებში

გამოშვების ფორმა:

2მლ N5 ამპულა საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: არ არის დადგენილი ტრიკორტინი 1000-ის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

გაფრთხილება:

პრეპარატის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებული დოზების მიღების დროს ადგილი არ ქონია ჭარბი დოზირების შემთხვევებს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილი არ ქონია პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითრებას. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ასევე, იხილეთ : Tricortin - ტრიკორტინი 1000 2მლ 5 ამპულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy