ტაიდო ვაგინალური გელი 50გ

განსაკუთრებული ფასი 58,89 GEL რეგულარული ფასი 64,71 GEL
მარაგშია
SKU
84456_2687

ჩვენება:ვულვო-ვაგინალური ატროფია,ვულვო-ვაგინალური სიმშრალით განპირობებული დისკომფორტი, წვა და ქავილი .

ტაიდო გელი / Taïdo Gel

ვაგინალური გელი 50 გრ, #1 ტუბი

ტესტირებულია გინეკოლოგების მიერ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb.drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკის და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: LABORATOIRE CETEM, საფრანგეთი

გამოშვების ფორმა: ინტიმური გელი 50გრ, #1 ტუბი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: ზღვის ხსნადი კოლაგენი, გლიცერინი, ასტრაგალუსი

·   ზღვის კოლაგენი იკავებს წყალს და იცავს გენიტალურ არეს დეჰიდრატაციისგან, აღადგენს კოლაგენურ ბოჭკოებს, აძლიერებს საშოს კედლის სიმტკიცეს და ელასტიურობას, მაღალი ბიოშეღწევადობის შედეგად ღრმად ატენიანებს ქსოვილებს.

·   ასტრაგალუსი ადჰეზიური თვისების შედეგად ადგილობრივად ქმნის დამცავ ფირფიტას

·   გლიცერინი ძლიერი ჰიგროსკოპული თვისების შედეგად იკავშირებს წყალს, ატენიანებს და იცავს ვულვო-ვაგინალურ არეს.

·   თაფლი იცავს და ატენიანებს გაღიზიანებულ ქსოვილებს

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტაიდო გელი არის წყალში ხსნადი, უფერო, ვულვო-ვაგინალური არეს შესაბამისი PH, ღრმა დატენიანების, არაჰორმონული, წყალში ხსნადი ბუნებრივი გელი ვულვო-ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ.

ტეიდო გელი იცავს და ატენიანებს ლორწოვანს და შემაერთებელ ქსოვილს ვულვო-ვაგინალური სიმშრალის დროს, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.

ტაიდო გელის ინოვაციური ფორმულა ეფექტურად ატენიანებს და ამცირებს დეჰიდრატაციას  ვულვო-ვაგინალურ არეში, აღადგენს  ფიზიოლოგიურ PH-ის დონეს ინტიმურ არეში, უბრუნებს ქსოვილებს ელასტიურობას და სიმტკიცეს.

არ ტოვებს ლაქებს და არ ეწებება საცვლებს, თავსებადია კონდომთან, არ აქვს სპერმიციდული ეფექტი, არ შეიცავს ჰორმონს, არ აქვს გვერდითი ეფექტები და შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება.

ჩვენებები:

- ვულვო-ვაგინალური სიმშრალით განპირობებული დისკომფორტი, წვა და ქავილი (სტრესი, საპნის ხშირი გამოყენებით და ჰორმონალური ცვლილებები)

- ვულვო-ვაგინალური ატროფია

- ვულვო-ვაგინალური სიმშრალე ორალური კონტრაცეფციის გამოყენების შედეგად ან    მენსტრუალური ციკლის  გარკვეულ პერიოდში

- დისპარეუნია (ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს)

ინგრედიენტები: წყალი, გლიცერინი, კარბომერი, ხსნადი კოლაგენი, თაფლი, ალკოჰოლი, ასტრაგალუს გამიფერ რეზინი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ჰიდროქსიპროპილ გუარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ფენოქსიეთანოლი, პარფიუმი, ნატრიუმის პროპილპარაბენი.

გამოყენების წესი: დაიტანეთ ვულვო-ვაგინალურ არეში ყოველდღიურად. გამოყენების შემდეგ ტუბს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. გამოყენება შესაძლებელია განმეორებით, ხანგრძლივად და ყოველდღიურად. თავსებადია კონდომთან.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი ეფექტების გარეშე.

ოფიციალური დისტრიბუტორი: Laboratories ELERTE, საფრანგეთი

მწარმოებელი: Laboratoire CETEM, საფრანგეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ჯორჯიან რემედი ლიმიტედ

გაცემის რეჟიმი:  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy