სოლიტომბო - Solitombo 6მგ/0.4მგ 30 ტაბლეტი

68,95 GEL
მარაგშია
SKU
90791_1701

ჩვენება: გამოიყენება მამაკაცებში, ქვედა საშარდე გზებში შეკავების და დაცლის ზომიერი და მძიმე სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია შარდის ბუშტის პრობლემებით და გადიდებული პროსტატით.

სოლიტომბო 6 მგ/0,4 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები

სოლიფენაცინის სუქცინატი + ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.

- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის სოლიტომბო და რისთვის გამოიყენება

2 რა უნდა იცოდეთ სოლიტომბოს გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება სოლიტომბო

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება სოლიტომბო

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის სოლიტომბო და რისთვის გამოიყენება

სოლიტომბო არის ერთ ტაბლეტში ორი სხვადასხვა მედიკამენტის სოლიფენაცინის და ტამსულოზინის კომბინაცია. სოლიფენაცინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ანტიქოლინერგიული საშუალებები, ხოლო ტამსულოზინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით ალფა-ბლოკატორები.

სოლიტომბო გამოიყენება მამაკაცებში, ქვედა საშარდე გზებში შეკავების და დაცლის ზომიერი და მძიმე სიმპტომების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია შარდის ბუშტის პრობლემებით და გადიდებული პროსტატით (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია). სოლიტომბო გამოიყენება მაშინ, როდესაც ამ მდგომარეობისთვის მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ მონოპროდუქტით არ უზრუნველყო სიმპტომების ადეკვატურად შემსუბუქება.

პროსტატის გადიდებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდვის პრობლემები (დაცლის სიმპტომები), როგორიცაა შარდვის დაწყების გაძნელება, შარდვის გაძნელება (ცუდი ნაკადი), წვეთებით შარდვა და შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება. ამასთან ერთად ზიანდება შარდის ბუშტიც და სპონტანურად იკუმშება იმ მომენტებში, როდესაც არ გსურთ შარდვა. ეს იწვევს შეკავების სიმპტომებს, როგორიცაა შარდის ბუშტის მგრძნობელობის ცვლილება, შარდვის აუცილებლობა (შარდვის ძლიერი, უეცარი სურვილი წინასწარი გაფრთხილების გარეშე) და უფრო ხშირად შარდვა.

სოლიფენაცინი ამცირებს შარდის ბუშტის არასასურველ შეკუმშვებს და ზრდის შარდის ბუშტში შეკავებული შარდის რაოდენობას. ამიტომ, საპირპარეშოში წასვლამდე შეგიძლიათ უფრო დიდხანს დაიცადოთ. ტამსულოზინი უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გავლას ურეთრაში და აადვილებს შარდვას.

ასევე, იხილეთ : სოლიტამი - Solitam 0.4მგ/6მგ 30 ტაბლეტი

2. რა უნდა იცოდეთ სოლიტომბოს გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სოლიტომბო, თუ:

- ალერგიული ხართ სოლიფენაცინის ან ტამსულოზინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

- გიტარდებათ თირკმლის დიალიზი.

- გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

- გაქვთ თირკმელების მძიმე დაავადება და თუ, ამავე დროს, მკურნალობთ მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სოლიტომბოს გამოდევნა ორგანიზმიდან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი). ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდიდათ შესაბამის ინფორმაციას.

- გაქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება და თუ, ამავე დროს, მკურნალობთ მედიკამენტებით, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ სოლიტომბოს გამოყოფა ორგანიზმიდან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი). ასეთ შემთხვევაში, თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი მოგაწვდიდათ შესაბამის ინფორმაციას.

- გაქვთ კუჭის ან ნაწლავების მძიმე მდგომარეობა (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვლით, წყლულოვან კოლიტთან დაკავშირებული გართულება).

- გაქვთ კუნთების დაავადება მიასთენია გრავისი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კუნთების უკიდურესი სისუსტე.

- გაქვთ თვალებში წნევის მომატება (გლაუკომა), მხედველობის თანდათან დაკარგვით.

- ვითარდება გონების დაკარგვა პოზის შეცვლისას (დაჯდომისას ან წამოდგომისას) არტერიული წნევის დაქვეითების გამო, რასაც ეწოდება ორთოსტატული ჰიპოტენზია.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ თქვენ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სოლიტომბოს გამოყენებამდე, თუ:

- გაქვთ სითხის გამოყოფის უუნარობა (შარდის შეკავება).

- გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული ობსტრუქცია.

- გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის შენელების რისკი (კუჭის და ნაწლავების მოძრაობა). თქვენი ექიმი გეტყვით, თუ ეს ასეა.

- გაქვთ კუჭის პერფორაცია („ჰიატუსის“ თიაქარი) ან გულძმარვა და/ან თუ, ამავე დროს, იღებთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ან გააუარესონ ეზოფაგიტი.

- გაქვთ გარკვეული ტიპის ნერვული დაავადება (ავტონომიური ნეიროპათია).

- გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება.

- გაქვთ ღვიძლის საშუალო სიმძიმის დაავადება.

პერიოდული სამედიცინო გამოკვლევები აუცილებელია იმ მდგომარეობის განვითარების მონიტორინგისთვის, რომლის გამოც იტარებთ მკურნალობას.

სოლიტომბომ შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის წნევაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ან იშვიათად გონების დაკარგვა (ორთოსტატული ჰიპოტენზია). რომელიმე ამ სიმპტომის განვითარებისას უნდა დაწვეთ ან დაჯდეთ, ვიდრე არ გაივლის.

თუ გიტარდებათ ან დაგეგმილი გაქვთ თვალის ოპერაცია ბროლის დაბინდვის (კატარაქტა) ან თვალებში წნევის მომატების (გლაუკომა) გამო, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ოფთალმოლოგს, რომ ადრე იყენებდით, იყენებთ ან გეგმავთ, რომ გამოიყენოთ სოლიტომბო. ამის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს შესაბამისი სიფრთხილის ზომები მიღებას გამოსაყენებელ მედიკამენტებთან და ქირურგიულ მეთოდებთან მიმართებით. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, უნდა გადადოთ ან დროებით შეწყვიტოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება თვალის ოპერაციის ჩატარებისას დაბინდული ბროლის (კატარაქტა) ან თვალში მომატებული წნევის (გლაუკომის) გამო.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და სოლიტომბო

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ბოლო დროს იყენებდით ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ პრეპარატებს:

- პრეპარატები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი, ვერაპამილი, დილთიაზემი და პაროქსეტინი, რომლებიც ამცირებენ სოლიტომბოს ორგანიზმიდან გამოდევნის სიჩქარეს.

- სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატები, რადგან ორივე მედიკამენტის ეფექტები და გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს, თუ თქვენ იღებთ იმავე ტიპის ორ მედიკამენტს.

- ქოლინერგიული საშუალებები, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ სოლიტომბოს ეფექტი.

- მედიკამენტები, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი და ციზაპრიდი, რომლებიც აჩქარებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. სოლიტომბოს შეუძლია შეამციროს მათი ეფექტი.

- სხვა ალფა-ბლოკატორები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის არასასურველი დაქვეითება.

- პრეპარატები, როგორიცაა ბისფოსფონატები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ან გააძლიერონ საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი).

სოლიტომბო საკვებთან და სასმელთან ერთად

სოლიტომბოს მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თქვენი სურვილის მიხედვით.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

სოლიტომბო არ არის ნაჩვენები ქალებში გამოსაყენებლად.

მამაკაცებში აღინიშნა პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს, რომ სპერმა არ გამოდის ურეთრის გავლით, არამედ გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულაციის მოცულობა მცირდება ან საერთოდ არ აღინიშნება (ეაკულაციის უკმარისობა). ეს მოვლენა საზიანო არ არის.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

სოლიტომბომ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა და, იშვიათად, ძილიანობა. თუ გაქვთ ეს გვერდითი ეფექტები, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

3. როგორ გამოიყენება სოლიტომბო

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 6 მგ სოლიფენაცინს და 0,4 მგ ტამსულოზინს, მიიღება პერორალურად. მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე, თქვენი სურვილის მიხედვით. არ დააქუცმაცოთ ან დაღეჭოთ ტაბლეტი.

თუ იღებთ იმაზე მეტ სოლიტომბოს, ვიდრე საჭიროა

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე გითხრეს, ან თუ ვინმემ შემთხვევით მიიღო თქვენი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან საავადმყოფოს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება სამკურნალოდ დაგინიშნოთ გააქტიურებული ნახშირი; კუჭის გადაუდებელი გამორეცხვა შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბებიდან 1 საათის განმავლობაში. არ გამოიწვიოთ ღებინება.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: პირის სიმშრალეს, თავბრუსხვევას და დაბინდულ მხედველობას, არარსებული საგნების აღქმას (ჰალუცინაციები), გადაჭარბებულ აგზნებადობას, კრუნჩხვებს (კონვულსიები), სუნთქვის გაძნელებას, გულისცემის გახშირებას (ტაქიკარდია), შარდის ბუშტის სრული ან ნაწილობრივ დაცლის ან შარდის გამოყოფის უუნარობას (შარდის შეკავება) და/ან სისხლის წნევის არასასურველ დაქვეითებას.

თუ დაგავიწყდათ სოლიტომბოს მიღება

მიიღეთ სოლიტომბოს შემდეგი ტაბლეტი ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვეტთ სოლიტომბოს მიღებას

თუ შეწყვეტთ სოლიტომბოს მიღებას, თავდაპირველი ჩივილები შეიძლება დაბრუნდეს ან გაუარესდეს. ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ განიხილავთ მკურნალობის შეწყვეტას.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, სოლიტომბოსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

კლინიკურ კვლევებში სოლიფენაცინის სუქცინატით/ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მკურნალობისას გამოვლენილი ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 პაციენტში) იყო შარდის მწვავე შეკავება, რაც წარმოადგენს შარდის გამოყოფის უეცარ უუნარობას. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ეს მდგომარეობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. შეიძლება დაგჭირდეთ სოლიტომბოს მიღების შეწყვეტა.

ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს სოლიტომბოს გამოყენებისას:

- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია) შეიძლება განვითარდეს უცნობი სიხშირით.

- ალერგიული რეაქციების არახშირი ნიშნები შეიძლება იყოს კანის გამონაყარი (შეიძლება ქავილით) ან ჭინჭრის ციება(ურტიკარია).

- იშვიათი სიმპტომებია სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა). ანგიოედემა იშვიათად დაფიქსირდა ტამსულოზინის და ძალიან იშვიათად სოლიფენაცინის გამოყენებისას. თუ ანგიოედემა განვითარდა, სოლიტომბოს მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ უნდა განახლდეს.

თუ განვითარდა ალერგიული შეტევა ან კანის მძიმე რეაქცია (მაგ. ბუშტუკები და კანის აქერცვლა), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს და შეწყვიტოთ სოლიტომბოს გამოყენება. უნდა ჩატარდეს სათანადო თერაპია და/ან მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

- პირის სიმშრალე

ხშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პაციენტში)

- ყაბზობა

- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)

- თავბრუსხვევა

- მხედველობის დაბინდვა

- დაღლილობა

- პათოლოგიური ეაკულაცია (ეაკულაციის დარღვევა). ეს ნიშნავს, რომ სპერმა არ გამოიყოფა ურეთრის გავლით, არამედ გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულაციის მოცულობა მცირდება ან არ არის (ეაკულაციის უკმარისობა). ეს მოვლება საზიანო არ არის.

- ღებინების შეგრძნება (გულისრევა)

- მუცლის ტკივილი

სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

- ძილიანობა

- ქავილი

- საშარდე გზების ინფექცია, შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი)

- გემოვნების შეგრძნების დაქვეითება (დისგევზია)

- თვალების სიმშრალე

- ცხვირის სიმშრალე

- რეფლუქსური დაავადება (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი)

- ყელის სიმშრალე

- კანის სიმშრალე

- შარდის გამოყოფის გაძნელება

- სითხის დაგროვება ფეხების ქვედა ნაწილში (შეშუპება)

- თავის ტკივილი

- სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (გულისცემა)

- თავბრუსხვევა ან სისუსტე განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია)

- ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირში შეგუბება (რინიტი)

- დიარეა

- გულისრევა (ღებინება)

- დაღლილობა (ასთენია)

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

- დიდი რაოდენობით მყარი განავლის დაგროვება მსხვილ ნაწლავში (განავლის გამაგრება), მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია

- გონების დაკარგვა (სინკოპე)

- კანის ალერგია, გამოწვეული კანის ზედაპირის ქვემოთ არსებულ ქსოვილში შეშუპებით (ანგიოედემა).

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1-მდე პაციენტში)

- ჰალუცინაციები, დაბნეულობა;

- კანის ალერგიული რეაქცია (მულტიფორმული ერითემა)

- ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია (ჩვეულებრივ არა სექსუალური აქტივობის დროს) (პრიაპიზმი)

- ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის ან სასქესო ორგანოების კანის და/ან ლორწოვანი გარსების გამონაყარი, ანთება და ბუშტუკები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

უცნობია (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით)

- მადის დაქვეითება

- სისხლში კალიუმის მაღალი დონე (ჰიპერკალიემია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა

- თვალებში წნევის მომატება (გლაუკომა)

- არარეგულარული ან უჩვეულო გულისცემა (QT გახანგრძლივება, Torsade de Pointes, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია)

- აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია)

- ქოშინი (დისპნოე)

- ბროლის დაბინდვისას (კატარაქტა) ან თვალში მომატებული წნევის გამო (გლაუკომა) თვალის ოპერაციის დროს გუგა (შავი წრე თვალის შუაში) შეიძლება არ გადიდდეს ზომაში საჭიროებისამებრ. ასევე, შეიძლება განვითარდეს ირისის(თვალის ფერადი ნაწილი) დარბილება ოპერაციის დროს.

- ხმის დარღვევა

- ღვიძლის დარღვევა

- კუნთების სისუსტე

- თირკმლის დარღვევა

- მხედველობის დაქვეითება

- ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი)

- დელირიუმი

- ნაწლავის დარღვევა (ილეუსი)

- დისკომფორტი მუცლის არეში

- კანის მძიმე ალერგია, რომელიც იწვევს კანის აქერცვლას (ექსფოლიაციური დერმატიტი)

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეიძლება ასევე ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ ინახება სოლიტომბო

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს სოლიტომბო

- აქტიური ნივთიერებებია: სოლიფენაცინის სუქცინატი და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი.

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6 მგ სოლიფენაცინის სუქცინატს, რაც შეესაბამება 4,5 მგ სოლიფენაცინს, და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს, რაც შეესაბამება 0,37 მგ ტამსულოზინს.

- სხვა ინგრედიენტებია ცელულოზა, მიკროკრისტალური; მაღალი მოლეკულური წონის მაკროგოლი; მაკროგოლი; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი; კალციუმის ჰიდროგენ ფოსფატი; სილიფიცირებული მიკროკრისტალური ცელულოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა, დაბალი ჩანაცვლების; ჰიპრომელოზა; რკინის ოქსიდი წითელი (E172).

სოლიტომბოს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

სოლიტომბო 6 მგ/0,4 მგ ტაბლეტები არის მრგვალი (9 მმ დიამეტრი), ორმხრივ ამოზნექილი, წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრულია "6 04".

პა/ალუმინი/პვქ/ალუმინის ბლისტერი გარე მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 30, 90 ან 100 ტაბლეტს.

პა/ალუმინის/პვქ/ალუმინის ერთეული დოზის ბლისტერი გარე მუყაოს კოლოფში, რომელიც შეიცავს 30 x 1, 90 x 1 ან 100 x 1 ტაბლეტებს.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy