Solgar - სოლგარი Bკომპლექსი სტრეს 100ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 36,72 GEL რეგულარული ფასი 73,44 GEL
მარაგშია
SKU
66867_2153

ჩვენება:აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში

კომპლექსი სტრეს ფორმულა ვიტამინთან ერთად.

2 ტაბლეტი შეიცავს:

  • C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა) – 500მგ
  • თიამინი (B1 ვიტამინი) (თიამინის მონონიტრატის სახით) – 10მგ
  • რიბოფლავინი (B2 ვიტამინი) – 10მგ
  • ნიაცინი (B3 ვიტამინი, ნიაცინამიდი) – 100მგ
  • ქოლინი (B4 ვიტამინი) (ქოლინის ბიტარტრატი) – 41მგ
  • პანტოთენის მჟავა (B5 ვიტამინი)(D-კალციუმის პანტოთენატის სახით) – 100მგ
  • B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) – 10მგ
  • ბიოტინი (B7 ვიტამინი) (D-ბიოტინის სახით) – 25მკგ
  • ინოზიტოლი (B8 ვიტამინი) – 100მგ
  • ფოლიუმის მჟავა (B9 ვიტამინი) - 100მკგ
  • B12 ვიტამინი (კობალამინი) – 25მკგ
  • სამკურნალო მცენარეების ნაზავი: მურა წყალმცენარე, აცეროლას კომპლექსი, იონჯა, ოხრახუში, წყლის წიწმატი, ასკილი - 13მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

B1 ვიტამინი (თიამინი)

B1 ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. იგი აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში. B1 ვიტამინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულის, ენდოკრინული ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი ხასიათდება განგლიომაბლოკირებელი და კურარეს მსგავსი მოქმედებით. თიამინის დეფიციტი იწვევს რძემჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რის შედეგადაც შესაძლებელია განვითარდეს პოლინევრიტები, ბერი-ბერი, ვერნიკეს ენცეპალოპათია და კასკაროვის სინდრომი, პოლინევროპათია.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)

B2 ვიტამინი წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირების პროცესში და ჰემოგლობინის სინთეზში. იგი ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებს (მათ შორის, კანის უჯრედების) და უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. რიბოფლავინის მეშვეობით ხორციელდება პირიდოქსინის აქტივაცია, ტრიფტოფანის გარდაქმნა ნიკოტინის მჟავად. იგი შედის გლუტათიონრედუქტაზასა და ქსანტინოქსიდაზას შემადგენლობაში. B2 ვიტამინი ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას.

B3 ვიტამინი (ნიაცინი) მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. იგი ახორციელებს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ/ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედება. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე დღეში, ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება - მიღებიდან რამდენიმე საათში. ნიაცინს ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (მათ შორის, თავის ტვინის) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. აუმჯობესებს მეხსიერებას, მოძრაობის კოორდინაციას. ახდენს B3 (PP) ვიტამინის დეფიციტის ლიკვიდაციას. ნიაცინი ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმში  ჰისტამინის დეფიციტის დროს მისი კონცენტრაციის ზრდას, სპილენძის დეტოქსიკაციის გზით. იგი ასტიმულირებს კანქვეშა ზედაპირიდან ჰისტამინის გამოთავისუფლების პროცესს.

ორგანიზმში როდესაც ვითარდება ნიაცინის დეფიციტი,  ამინომჯავა ტრიფტოფანის მნიშვნელოვანი ნაწილი გარდაიქმნება ნიაცინად. შესაბანისად მცირდება სეროტონინის და მელატონინის სინთეზი, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.

B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა)

B5 ვიტამინი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების სინთეზს. პანტოთენის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტისხეულების  ფორმირების პროცესში და ხელს უწყობს სხვა ვიტამინების ათვისების პროცესს.  B5 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლაში, ამცირებს ცხიმოვან ქსოვილს. ორგანიზმს იცავს სტრესის განვითარებისაგან.

პანტოთენის მჟავის დეფიციტი იწვევს ზრდის შეფერხებას, კანის დაზიანებას, ნერვული სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ რღვევას.

B9 ვიტამინი (ფოლატი) წარმოადგენს მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის აუცილებელ კოფერმენტს. იგი  ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინი და გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ასევე ქოლინის და ჰისტიდინის მეტაბოლიზმში. ორსულობის დროს ფოლატი იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.

B7 ვიტამინი (ბიოტინი) მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, შესაბამისად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. იგი ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის წარმოქმნას. ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში.  ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას; წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე. ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. იგი ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს და არეგულირებს კანის და თმის ცხიმიანობას. კვლევების შედეგად დამტკიცებულია, ბიოტინის გამოყენება კანის კანდიდოზების დროს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას. ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას  ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.

B12 ვიტამინი მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა. იგი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, უზრუნველყოფს დეზოქსირიბოზის, დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზს. ეს ვიტამინი ააქტივებს ფერმენტ მეთიონინ სინთაზას, რომელიც უზრუნველყოფს ჰომოცისტეინის დაშლას მეთიონინამდე. იგი ასევე ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს. B12 ვიტამინი უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. იგი მონაწილეობს ლიპოტროპული ფაქტორის - ქოლინის სინთეზში. ამ ვიტამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას. მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფიჰიდრილური ჯგუფების შემცველი ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. B12 ვიტამინი ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, მაღალი დოზით ახდენს პროთრომბინის და თრომბოპლასტური აქტივობის მატებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ ქმედითუნარიანობას.

ვიტამინი

 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბოჭავს კუნთების ინტენსიური მუშაობის პროცესში წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლის მათ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმის ქსოვილებზე; ძირითად როლს ასრულებს ცილა - კოლაგენის სინთეზის პროცესში, რომელიც წარმოადგენს ზრდისა და შემაერთებელი ქსოვილების, კბილების, ძვლების აღდგენის განმსაზღვრელ ძირითად ფაქტორს; აჩქარებს ჭრილობების და დამწვრობების შეხორცებას. არეგულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას; ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას, რომელიც ხელს უშლის ვირუსების გამრავლებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; უზრუნველყოფს ენერგიის გამომუშავებას უჯრედულ დონეზე, მონაწილეობს ატფ-ის სინთეზში; ვიტამინი С-ს რეგულარული გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია მწეველებში; ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას; ვიტამინების მეგადოზები იცავს უჯრედებს რღვევისაგან სტრესის დროს, აღადგენს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. 

ჩვენება:

  • B ჯგუფის ვიტამინების ჰიპო და ავიტამინოზი
  • არასრულფასოვანი და დაუბალანსებელი კვება (მათ შორის, პარენტერალური)
  • ნევროლოგია: პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზი და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, პლექსიტი, ნეკნთაშუა ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმა; ენცეფალოპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა).
  • დერმატოლოგია: ატოპიური დერმატიტი და ნეიროგენული დერმატოზი, დერმატიტი და ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.
  • ჰემატოლოგია: ადისონ-ბირმერის ანემია, პარა-პერნიციოზული მეგალობლასტური ანემია გასტრექტომიის ან გასტრო-ენტერული დაავადების ფონზე, ანემია ჰეპატიტის მქონე პაციენტებში, ანემია ტოქსიკო-ინფექციის ფონზე, მედიკამენტოზური ანემია, აპლასტიური ანემია, მკურნალობისადმი (მათ შორის რკინით) რეზისტენტული ერითრობლასტური და ჰიპოქრომული ანემიები.
  • გასტრო-ენტეროლოგია: ანგულარული სტომატიტი, ჰეილოზი, გლოსიტი, ჰიპო- და ანაციდური გასტრიტი, გასტრექტომია, ნაწლავის ატონია, ენტერეტი, ენტეროკოლიტი, კოლიტი, გლუტენური ენტეროპათია, მალაბსორბციის სინდრომი, კრონის დაავადება, ჰეპატობილიარული ტრაქტის დაავადებები (მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ობსტრუქციული სიყვითლე, ციროზი, მათ შორის ალკოჰოლური), დისბაქტერიოზი, დიარეა;
  • რევმატოლოგია: ართრიტი, ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, რევმატიზმი.
  • ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანას წყლული.
  • ენდოკრინოლოგია: თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი.
  • ჭარბი ფიზიკური აქტივობა
  • ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატის, იზონიაზიდის და ანტიბიოტიკების მიღების დროს.
  • ათეროსკლეროზის, კარნიტინის შეთვისების დეფექტის, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის, ჰეპატიტის, დიაბეტის და მულტილობულარული (მრავალ კეროვანი) სკლეროზის კომბინირებული თერაპია.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (მღებავი ნივთიერება), მცენარეული გლიცერინი, მცენარეული სტეარის მჟავა.

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს,  შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება 2 ტაბლეტი  დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 100 ტაბლეტი. 

მწარმოებელი:  სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy